ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, ქართული ღვინის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების უზრუნველყოფა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე აღნიშნული პროდუქციის კონკურენტუნარიანობას ზრდის.

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ, 2022 წელს, სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა ღვინის 48 კომპანიაში განხორციელდა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული 972 ნიმუშიდან დარღვევა 18 კომპანიის 30 ნიმუშში აღმოჩნდა.

საანგარიშო პერიოდში, ასევე განხორციელდა 243 საინსპექციო კონტროლი, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. აღებული იყო 624 ნიმუში. ამასთან, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „SGS“ და „Bureau Veritas” მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 200 ინსპექტირება განხორციელდა. საერთო ჯამში, ინსპექტირების ფარგლებში შეუსაბამობა 19 კომპანიის 33 ნიმუშში აღმოჩნდა.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 280 დეგუსტაცია. სულ შემოვიდა 12 632 ნიმუში, აქედან 630 ნიმუში შეფასდა უარყოფითად.

ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე კონტროლის ფარგლებში, აღებულ იყო 125 ნიმუში, რომლებზეც მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები.

ქართული ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარა. ამ დრომდე ადგილობრივ ბაზარზე სავალდებულო სერტიფიცირება მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებსა და ჭაჭას ეხებოდა.

Total
0
Shares
Prev
საფერავის საერთაშორისო კონკურსი 2022

საფერავის საერთაშორისო კონკურსი 2022

ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ინიციატივითა და ორგანიზებით, ღვინის ეროვნული

Next
2023 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე აქტიურად გაგრძელდება

2023 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე აქტიურად გაგრძელდება

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული

You May Also Like

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გამოფენაში „ProWein-2023“ ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან

Total
0
Share