| By Nana Jojishvili |

The Michelin-starred restaurant The Four Horsemen was founded in 2015 by music producer James Murphy and his friends. The restaurant’s chef is Nick Courtola.
I spoke with Will Piper, the sommelier and Wine Director at The Four Horsemen, about the New York wine market. He was already familiar with Georgian wine before collaborating with The Four Horsemen, having discovered it at the wine bar Terroir Tribeca, which had an extensive selection.

Will Piper
Sommelier
Wine Director at The Four Horsemen restaurant
“I wanted to feature Georgian wine on The Four Horsemen’s wine list because it’s incredibly versatile. Both qvevri amber wines and light-bodied whites pair wonderfully with our dishes. For example, Georgian amber wines are a great match for seasonal salads with intense cheeses and nuts.
I remember when our founder and Wine Director, the late Justin Chearno, returned from his trip to Georgia, he was absolutely captivated by the Georgian wines.
Today, we have many young customers who enjoy wines with intense aromas and rich flavours, which is a hallmark of Georgian wine. These wines are priced between $65 and $75, which is perfectly reasonable for the restaurant’s wine list. Our wine list includes wines (Orange Wines) from Slovakia, Slovenia, the Czech Republic, France, the US, and Spain, with the largest portion coming from Italy. I often remind guests that Georgia is the home of amber wine, and the traditionally macerated wines from Friuli, the Veneto, and Slovenia are an homage to Georgian wines.
As for the position of amber wine in the local market, interest and demand for this style are growing. Industrial wine lacks history and soul, whereas Georgian wine is rich in both. It is also important to highlight the significant role that Georgian restaurants in America—such as Chama Mama, Old Tbilisi, Cheeseboat, and Chito Gvrito—play in promoting Georgian wine and gastronomy.
If New York is any indicator, guests are increasingly seeking lighter, fresher wines. I would love to try brighter, more delicate Saperavi, for example, as I believe it has enough character, acidity, and aroma to pull off this style. The same applies to Imeretian wine, which, compared to Kakhetian wine, spends less time in contact with skins (chacha), resulting in a lighter , fresher profile. During their visit to Imereti, our founder and partner particularly enjoyed the region’s light, lively wines.
Finally, just as Glou-Glou wines from the Rhône and Languedoc gained popularity in New York in the 2010s, Georgian wine has the potential to experience a similar rise in this market.”
მიშლენის ვარსკვლავის მფლობელი რესტორანი The Four Horsemen მუსიკალურმა პროდიუსერმა ჯეიმს მერფიმ მეგობრებთან ერთად 2015 წელს დააფუძნა. რესტორნის შეფი ნიკ კაუტროლა გახლავთ.
ნიუ იორკის ღვინის ბაზრის შესახებ ამავე რესტორნის სომელიესა და ღვინის დირექტორ უილ ფაიფერს ვესაუბრე, რომელიც ქართულ ღვინოს The Four Horsemen-თან თამშრომლობამდეც იცნობდა ღვინის ბარ Terroir Tribeca-დან, სადაც ღვინის საკმაოდ დიდი სორტიმენტი ჰქონდათ.
„მსურდა, ქართული ღვინო The Four Horsemen-ის ღვინის ბარათშიც გვქონოდა, რადგან ის ნამდვილად უნივერსალურია. როგორც ქვევრის ქარვისფერი, ისე მსუბუქსხეულიანი თეთრი ღვინოები ჩვენი რესტორნის კერძებს კარგად ეხამება. მაგალითად, სეზონურ სალათებს, რომლებსაც ინგრედიენტებად ინტენსიური გემოს ყველი და თხილეული აქვს, ძალიან უხდება ქართული ქარვისფერი ღვინოები.
მახსოვს, როდესაც ჩვენი დამფუძნებელი და ღვინის დირექტორი, აწგარდაცვლილი ჯასტინ ჩეარნო საქართველოში მოგზაურობიდან რომ დაბრუნდა, როგორი აღფრთოვანებული იყო ქართული ღვინოებით.
დღეს, ჩვენთან ინტენსიური არომატებისა და მდიდარი გემოების ღვინოს (რაც ქართულ ღვინოს ნამდვილად ახასიათებს) ბევრი ახალგაზრდა მომხმარებელი ჰყავს. ასეთი ღვინოების ფასი 65-75 დოლარამდეა, რაც რესტორნის ღვინის ბარათისთვის სრულიად მისაღებია. ღვინის ბარათში გვაქვს ღვინოები (Orange Wines) სლოვაკეთიდან, სლოვენიიდან, ჩეხეთიდან, საფრანგეთიდან, ამერიკიდან და ესპანეთიდან. ყველაზე დიდი ნაწილი კი იტალიურ ღვინოებზე მოდის. ჩვენი რესტორნის სტუმრებს ხშირად ვახსენებ, რომ საქართველო ქარვისფერი ღვინის სამშობლოა და ფრიულიში, ვენეტოში და სლოვენიაში სწორედ საქართველოს შემდეგ დაიწყეს მაცერაციის მეთოდით ღვინის დაყენება.
რაც ეხება აქაურ ბაზარზე ქარვისფერი ღვინის პოზიციებს – ასეთი ღვინოზე ინტერესისაც და მოთხოვნაც მზარდია. ინდუსტრიულ ღვინოებს ისტორია და სული აკლია, ქართულ ღვინოს კი ორივე უხვად აქვს. ისიც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ თქვენი ღვინისა და გასტრონომიის პოპულარიზაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამერიკაში ქართული რესტორნები – Chama mama, Old Tbilisi, Cheeseboat, Chito Gvrito.
ნიუ იორკი ღვინის ბაზარზე ინდიკატორის როლს ასრულებს. აქ, დღეს, განსაკუთრებული მოთხოვნა ცინცხალ, მსუბუქ ღვინოებზეა. ამიტომაც ვისურვებდი, გამესინჯა მაგალითად, ნაკლებსხეულიანი, მსუბუქი, ნაზი ტიპის საფერავი. ეს არის ჯიში, რომელსაც, თავისი უსაზღვრო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ნამდვილად შეუძლია მიაღწიოს სასურველ შედეგს ამერიკის ბაზარზე – იყოს ცოცხალი, მსუბუქი და ამავდროულად ხასიათიანი. იგივე შემიძლია ვთქვა იმერულ ღვინოზე, რომელიც კახურთან შედარებით ნაკლები დროით რჩება ჭაჭაზე, უფრო მსუბუქი და ცინცხალია. ჩვენს დამფუძნებელსა და პარტნიორს, იმერეთში სტუმრობისას ამ რეგიონის ცოცხალი, მსუბუქი და ხალისიანი ღვინოები ძალიან მოეწონა.
დაბოლოს, 2010 წელს, როგორც Glou-Glou ღვინოები რონიდან და ლანგვიდოკიდან გახდა მოთხოვნადი ნიუ იორკში, ქართულ ღვინოს აქვს შესაძლებლობა, ასეთივე დიდი აღმასვლა განიცადოს აქაურ ბაზარზე.“
Epilogue
Interviews with wine professionals across five continents have once again highlighted the diversity of the global wine market. Consumer interest, beyond price, depends on factors such as age, wine culture, domestic production levels, and local cuisine. The global market remains receptive to Georgian wine, particularly qvevri wines, while Georgia’s total vineyard area continues to expand each year. However, it is crucial to acknowledge the challenges facing the global wine industry.
According to the OIV’s April 2024 report, 2023 was a challenging year for the global wine sector, characterized by lower production volumes and rising prices. This trend has been driven by economic pressures, climate change, and a growing preference for healthier lifestyles. In recent years, difficult climate conditions, global wine oversupply, and intense competition have led to vineyard reductions in several traditional Old World wine-producing countries. Meanwhile, vineyard expansion has accelerated in non-traditional wine regions, particularly in Asia. In northern Europe, climate change has already had a notable impact, with high-quality English sparkling wines exemplifying this shift.
Global export market trends in 2023 show that rising wine export prices led to a sharp decline in export volume. A total of 99 million hectolitres of wine were exported, marking a decrease from the previous year. Meanwhile, total export value rose to €36 billion, with the average price per litre reaching a record €3.62. In the same year, global wine consumption stood at 221 million hectolitres—2.6% lower than the previous year.
According to the National Wine Agency of Georgia, Georgian wine exports in 2024 reached 71 countries, recording year-on-year growth. The total export volume amounted to 94,753,071 litres.
Expanding into new markets and establishing a lasting presence is a significant challenge for any producer. However, the rising quality of Georgian wine, the traditional qvevri winemaking method, the growing demand for natural wines, and the interest of professionals and knowledgeable wine enthusiasts in Georgian grape varieties have all contributed to its success.
Despite strong competition, Georgian wine continues to attract consumers, expand into new countries and secure its place in the world’s largest wine markets.
ეპილოგი
ხუთივე კონტინენტის ქვეყნებში ღვინის პროფესიონალებთან ინტერვიუებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად განსხვავებულია ღვინის ბაზარი და რომ მომხმარებლის ინტერესი, ფასის გარდა, დამოკიდებულია ასაკზე, ღვინის მოხმარების კულტურაზე, ქვეყანაში ღვინის წარმოების რაოდენობასა და ქვეყნის სამზარეულოზე. ქართული ღვინისთვის, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინისთვის მსოფლიოს ბაზრები ღიაა. ქართული ვენახების საერთო რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მსოფლიო ღვინის სფეროში არსებული გამოწვევები.
OIV-ის 2024 წლის აპრილში გამოქვეყნებულ ანგარიშის მიხედვით, მსოფლიო ღვინის სექტორისთვის 2023 გამოწვევების წელი იყო. ამავე წელს, მსოფლიო მაშტაბით ღვინის წარმოების დაბალი მაჩვენებელი და გაზრდილი ფასები დაფიქსირდა. ამ პროცესს ამყარებს მსოფლიოში არსებული ეკონომიკური, კლიმატური და ცხოვრების ჯანმრთელი სტილის ტენდეციები. ბოლო წლებში გართულებულმა კლიმატურმა პირობებმა, მსოფლიოში ღვინის ჭარბმა წარმოებამ და მაღალმა კონკურენციამ ძველი მსოფლიოს რამოდენიმე ტრადიციულ ქვეყანაში ვენახების შემცირება გამოიწვია. ამის ფონზე, არატრადიციულ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი აზიაში ვენახების გაშენება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. გლობალური დათბობის შედეგად, ევროპის ჩრდილოეთით ეს პროცესი კარგა ხანია დაწყებულია, რისი საუკეთესო მაგალითიც მაღალხარისხიანი ინგლისური ცქრიალა ღვინოებია.
თუ გადავხედავთ 2023 წელს მსოფლიო საექსპორტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებს, ვნახავთ, რომ ამ წელს საექსპორტო ღვინის გაძვირება დაფიქსირდა, რამაც ექსპორტის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. საერთო ჯამში, ექსპორტირებულმა ღვინომ 99 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია. ამის ფონზე, დაფიქსირდა საექსპორტო ღვინის ღირებულების ზრდა, რამაც 36 მილიარდ ევროს მიაღწია. ექსპორტირებული ღვინის საშუალო ფასი ლიტრზე 3,62 ევრო იყო, რაც რეკორდული მაჩვენებელად შეფასდა. იგივე წელს, ღვინის საერთო მოხმარებამ მსოფლიოში 221 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც 2,6 % ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქართული ღვინის ექსპორტი 2024 წელს მსოფლიოს 71 ქვეყანაში განხორციელდა და წინა წელთან შედარებით ზრდით დამთავრდა. საერთო ექსპორტმა კი 94.753.071 ლიტრი შეადგინა.
ახალი ბაზრების ათვისება და შემდგომ ამ ბაზრებზე თავის დამკვიდრება ყველა მწარმოებლისთვის დიდი გამოწვევაა. თუმცა, როგორც ჩანს, ქართული ღვინის გაზრდილმა ხარისხმა, ქვევრის ტრადიციულმა ტექნოლოგიამ, ნატურალური ღვინის მომხმარებლების რაოდენობის ზრდამ, ქართული ყურძნის ჯიშებით პროფესიონალებისა და ღვინის მცოდნე მომხმარებლების დაინტერესებამ განაპირობა ის, რომ ქართული ღვინო დიდი კონკურენციიის პირობებშიც ახერხებს იპოვნოს თავისი მომხმარებელი, აითვისოს ახალი ქვეყნები და დაიმკვიდროს ადგილი მსოფლიოს უდიდეს ბაზრებზე.