იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული საქართველოში

| ქეთი კვიჭიძე |


ამ ყოველწლიურ კვირეულზე, რომელიც 13-19 ნოემბერს გაიმართა, საუბარს იმით დავიწყებ რომ ეს იტალიის სამთავრობო ინიციატივა გახლავთ (ეკუთვნის საგარეო საქმეთა სამინისტროს), რომელიც წელს მერვედ განხორციელდა და მისი მიზანი მსოფლიოში იტალიის კულინარიული ტრადიციების, ენოგასტრონომიული ცოდნისა და გამორჩეული ნაწარმის პოპულარიზაციაა.

კვირეული, რომლის სლოგანია Extraordinary Italian Taste ან Italian Taste, იმართება ყველგან, სადაც იტალიის საელჩოა და მოიცავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებას. ყოველი წლის გამოშვებას აქვს თავისი მთავარი თემატიკა. წლევანდელი გახლდათ At the Table with Italian Cuisine: Wellbeing with Taste.

კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიებები არა მხოლოდ იტალიური კულინარიული ტრადიციებისა და შესანიშნავი რეცეპტების, არამედ იტალიური ინგრედიენტების მრავალფეროვნებისა და უნიკალური გემოების წარმოჩინებასაც ისახავს მიზნად. ამავე კვირეულის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში ტარდება სემინარები და კონფერენციები (საუკეთესო იტალიური აგრო-სასურსათო პროდუქციის, კვებითი კულტურისა და კვების წესის შესახებ), დეგუსტაციები და შეხვედრები შეფ-მზარეულებთან.

13 ნოემბრის ღონისძიებები


იტალიური სამზარეულოს კვირეული 13 ნოემბერს, პოლენცოს უნივერსიტეტის პროფესორის, მიკელე ფილიპო ფონტეფრანჩესკოს ლექციით “სამზარეულო, როგორც ტურიზმისა და ადგილობრივი განვითარების მამოძრავებელი ძალა” დაიწყო. ღონისძიება, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა, იტალიის საელჩოს მიერ იყო ორგანიზებული, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

ლექციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო იტალიის საელჩოსა და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის მიერ ორგანიზებული კონკურსის „მაკარონის ხელნაკეთობები“ ფარგლებში დანტეს ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ მაკარონისგან შექმნილი სკულპტურების გამოფენა, რომელიც გამარჯვებული ნამუშევრის დაჯილდოებით დასრულდა.

კვირეული ორი ღონისძიებით გაგრძელდა – ტრიუფელის სოკოს ექსპერტად აღიარებული პიემონტელი შეფ-მზარეულის და სახელგანთქმული რესტორნის Dulcis Vitis მეპატრონე ბრუნო ჩინგოლანის მონაწილეობით, რომელმაც იტალიური სამზარეულოს მოყვარულებისთვის კულინარიული შოუ გამართა, მომდევნო დღეს კი იტალიის საელჩოსა და იტალიის ვაჭრობის ხელშეწყობის სააგენტოს სტუმრებს მაღალი სამზარეულოს საკუთარ ხედვა და სპეციალურად შექმნილ მენიუს შესთავაზა.

17 ნოემბრის ღონისძიებები


17 ნოემბერს, ინსტიტუტ Ancel Keys-სთან თანამშრომლობით ორგანიზებული კულინარიული შოუ გაიმართა ორი ახალგაზრდა იტალიელი მზარეულის მონაწილეობით. ღონისძიების სტუმრებს ჩილენტოდან სპეციალურად ჩამოტანილი ინგრედიენტების გამოყენებით დამზადებული კერძებით გაუმასპინძლდნენ.

კვირეულის განმავლობაში, იტალიური სამზარეულოს მოყვარულებს საქართველოს დედაქალაქის რიგ რესტორნებში ახალი იტალიური კერძები და სპეციალური მენიუ დახვდათ.

კვირეულმა უმასპინძლა შეფ-მზარეულ ბრუნო ჩინგოლანის, რომელიც უკვე მესამედ ჩამოვიდა საქართველოში. მისი პირველი პროფესიული სტუმრობა უკავშირდებოდა იტალიის პრეზიტენტის სერჯო მატარელას 2018 წლის ვიზიტს საქართველოში, რომლის დროსაც საგანგებო ვახშამი მოამზადა (რესტორან „ფუნიკულიორში“). შეფი ტრიუფელის სოკოს ექსპერტია და შესაბამისად, წელს გამართულ ღონისძიებებზე ტრიუფელი გამოიყენა.

ჩინგოლანი წარმოშობით ალბადანაა (პიემონტეს რეგიონი). ეს რეგიონი რამდენიმე განსაკუთრებული იტალიური პროდუქტით არის ცნობილი, რომელთა შორის, ერთ-ერთი ტრუფელია. შეფმა ინტერაქტიული მასტერკლასი გამართა, რომელიც კითხვა-პასუხისა და ინფორმაციის გაზიარების რეჟიმში მიმდინარეობდა.

17 ნოემბერს კიდევ ერთი საინტერესო ღონისძიება ვიხილეთ, რომელიც Ancel Keys (ამერიკელი ნუტრაცინისტი 1904-2004) სახელობის ინსტიტუტის წარმომადგენლებმა გამართეს. ინსტიტუტი ჩილენტოში მდებარეობს და მისი კონცეფცია ხმელთაშუა ზღვის დიეტაა. ჩილენტოს პროდუქტების გამოყენებით, შეფებმა ე.წ. Show Cooking-ის პრინციპით რამდენიმე სახეობის იტალიური პასტის მომზადება გვიჩვენეს, გვასწავლეს და დაგვაგემოვნებინეს.

კვირეულის ფარგლებში ჩართულები იყვნენ ადგილობრივი რესტორნები და მაღაზიები, რომლებიც იტალიურ პროდუქტებსა და გემოებს სთავაზობენ მომხმარებლებს.

Total
0
Shares
Prev
QVEVRIES’ EPIC JOURNEY IN EUROPE

QVEVRIES’ EPIC JOURNEY IN EUROPE

| By Nana Jojishvili In today’s industrial environment, qvevri, a vessel

Next
An ode to Khvanchkara

An ode to Khvanchkara

| Giorgi Samanishvili | “Khvanchkara” wine: Red, naturally semi-sweet wine from

You May Also Like