MERANO WINE FESTIVAL

| BY KETEVAN ALADASHVILI |

Georgia has strong winemaking traditions and when the roots and traditions are strong, the only thing needed for progress is innovation, Georgian winemakers understand this very well.

The 31st edition of the Merano Wine Festival took place in the Italian city of Merano in November. For the second consecutive year, Association Georgian Wine showcased Georgia and its wines at the festival.

Before the event, Georgian Wine Association hosted the international wine festival in June at the newly renovated orangery of Chateau Mukhrani. Approximately a hundred prominent producers and small wineries from Georgia, Italy, and Turkey converged in a single venue.

For the second time, the Merano Wine Festival expanded beyond Italy, making its way to Georgia. Among a series of seminars and master classes conducted on the same day, were Helmuth Köcher’s session- PDO Amphora wines from Italy’s Piedmont region, Giorgi Samanishvili’s – Red wines from various regions of Georgia, and Patrick Honeff’s – Organic Viticulture and Natural Fermentation.

During the discussion with Helmuth Köcher, (founder of the Merano Wine Festival) at Chateau Mukhrani, we delved into the topic of Georgian wine quality. Mr. Köcher noted that this year was truly exceptional in this regard.

“Years ago, discovering Georgia and its wines was a remarkable experience for me. Over time, I’ve consistently observed the improvement in wine quality. Each year, at the Merano Wine Festival, I get the chance to sample and assess new, intriguing wines from Georgian producers. The varietal diversity is worth mentioning as well, which adds immense appeal to Georgia as a winemaking country. As a representative of Georgian wine in Italy and across Europe, I extensively discuss your country’s centuries-long history, winemaking, and diverse array of grape varieties.”

The Merano Wine Festival serves as a top platform for showcasing Georgian wine internationally. At this event hosted in Chateau Mukhrani, two boutique wineries, Rtoni from Kakheti and Melitoni from Racha, represented by their founder and winemaker Giorgi Skhirtladze, participated for the second time.

In our discussion, he emphasized the significance of small wineries forging ties with international exporters and wine professionals—an opportunity the festival readily offers, resulting in wineries’ increased awareness and better focus on maintaining quality standards.

The festival held in Chateau Mukhrani also gave the opportunity to the wineries of Eastern and Western Georgia to showcase wines crafted from the varieties of their respective regions. Among them was Baia’s Wine, a winery from the village of Obcha in the Baghdati district, represented by its winemaker, Baia Abuladze.

“Hosting the Merano Wine Festival in Georgia attracts numerous guests, who, upon discovering Georgian wine, will be genuinely interested in exploring our country’s culture. This year’s festival brought forth notably engaging visitors, leading to increased recognition of our winery—a direct outcome of the previous year’s event, which serves as a significant motivation for us”– Said Baia.

Giorgi Ghvardzelashvili, the founder and winemaker behind the Ghvardzelashvili’s Marani, (the winery specializes in crafting natural wines). “This year marked our debut at the Merano Wine Festival,’ where we presented our wines to professional tasters, importers, and local consumers. We listened to and acknowledged their viewpoints—a crucial process for the growth and advancement of small wineries. Encouraged by this year’s positive outcomes, we’re actively preparing for the next year to showcase an even more captivating selection of high-quality wines at the Merano Wine Festival.”

One of the prominent participants of the festival was the company Tbilvino, unveiling a new product this year: Vardisperi Rkatsiteli (pink Rkatsiteli). For the second consecutive year, the company showcased its premium wines at the Merano Wine Festival. Mariam Jandieri notes that Tbilvino seizes this opportunity to present their wines to sommeliers, wine writers, winemakers, gourmets, and wine enthusiasts attending the festival. This gathering allows for shared discussions, evaluations, and for spending an enjoyable evening in one space. The positive feedback received during the festival holds significant value for us.

Patrick Honnef , Technical Director/CEO at Chateau Mukhrani, is one of the hosts of the festival. We discussed this year’s event in the newly unveiled orangery and made some evaluations and assessments. “Four years ago, I was attending Merano Wine Festival in Italy- it was a true celebration featuring exceptional wines and gastronomy. In that moment, I was inspired to bring the extensive experience of the festival to Georgia. The ideal setting for this endeavor was Chateau Mukhrani—a location directly linked to wine and culture. For the second consecutive year, Chateau Mukhrani plays host to the Merano Wine Festival, providing us with a remarkable opportunity to curate an authentic celebration of Georgian wine, gastronomy, and culture. The unexpected success of last year’s festival, with a significant influx of visitors and considerable interest, especially in the seminars held during the event, exceeded our expectations.”

Piermichele Capulli, a wine journalist from Winenews.tv, renowned for actively reviewing Italian and international wines, made his first visit to Georgia this year. He familiarized himself with Georgian wines during the festival hosted at Chateau Mukhrani and by day’s end shared his impressions with us as well:

“Hosting the festival in Georgia offers an excellent chance to explore the country where winemaking culture dates back 8000 years. It is important, as how can we appreciate wine, adore it, and write about it if we have no idea where its homeland is? Exploring Georgian wines here, within your homeland, is truly remarkable. It allows us to discern the unique distinctions setting apart your varieties and the wines crafted from them, from those of other countries. On the other hand, we lack this opportunity in Italy since Georgian wine isn’t extensively represented in our country yet. It’s quite astonishing that the modern era of Georgian winemaking began merely 30 years ago, following the Soviet Union’s collapse. The rapid progress is striking, as today, your wines stand at a level comparable to those of the leading European countries, including Italy and France. However, it took more than 70 years for Italy to reach this stage. Georgia has very strong winemaking traditions and when the roots and traditions are strong, the only thing needed for progress is innovation. Georgian winemakers understand this very well.”

Tina Kezeli/Executive Director of Georgian Wine Association: “The second edition of the Merano Wine Festival in Georgia experienced considerable growth and diversity. This served as the cornerstone for the Italian organizer’s decision to establish the festival into an annual event in Georgia.”

In November, Georgia made an impressive showing at the festival held in the city of Merano, Italy. Georgian Wine Association presented various wine producers including: Qvevri Wine Cellar, Juso, Babunidze Wines, Katewine, Natenadze Wine Cellar, Do-Re-Mi, Vardiashvili Family Wine, Nasrashvili Family Winery, and Mamiseuli. Additionally, other wineries and companies like Barbales Marani, Marbano, Muze, Winery Ikalto, Amoa, GWS, Chateau Mukhrani, Nino Meris, and Morcheuli.

A special video dedicated to the Merano Wine Festival held in Georgia, and Georgian wine, was featured on the big screen during the festival. Georgian Wine Association also highlighted Georgian gastronomy by introducing gourmet Georgian basket in Merano. We hosted an exhibition showcasing Georgian products and arranged a section dedicated to Georgian souvenirs.


MERANO WINE FESTIVAL

საქართველოს მეღვინეობის ძალიან ძლიერი ტრადიციები აქვს. როდესაც მძლავრია ფესვები და ტრადიციები, ერთადერთი, რაც განვითარებისთვის არის საჭირო ინოვაციაა,რაც ქართველ მეღვინეებს კარგად ესმით.

იტალიის ქალაქ მერანოში, ნოემბერში, რიგით 31-ე „მერანოს ღვინის ფესტივალი“ გაიმართა. მეორე წელია, ფესტივალზე საქართველოს და ქართულ ღვინოებს ასოციაცია ,,ქართული ღვინო“ წარადგენს.

ღონისძიებას წინ უძღვოდა შატო მუხრანის განახლებულ ორანჟერეაში ასოციაცია ქართული ღვინის მიერ ივნისში ჩატარებული ღვინის საერთაშორისო ფესტივალი, სადაც ერთ სივრცეში თავი მოიყარა ასამდე მსხვილმა მწარმოებელმა და მცირე მარანმა როგორც საქართველოდან, ისე იტალიიდან და თურქეთიდან. ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც „მერანოს ღვინის ფესტივალი“ გასცდა იტალიის ფარგლებს და საქართველოში გადმოინაცვლა. იმავე დღეს გაიმართა რამდენიმე სემინარი და მასტერკლასი (ჰელმუტ კოხერი – „ამფორაში დაყენებული ადგილწარმოშობის ღვინოები იტალიის პიემონტის რეგიონიდან“; გიორგი სამანიშვილი – „წითელი ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან“; პატრიკ ონეფი – „ორგანული მევენახეობა და ბუნებრივი დუღილი“).

შატო მუხრანში, ჰელმუტ კოხერთან („მერანოს ღვინის ფესტივალის“ დამფუძნებელი) საუბარისას, ქართული ღვინის ხარისხის საკითხს შევეხეთ. ბატონმა კოხერმა აღნიშნა, რომ წელი ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეული იყო. „წლების წინ, საქართველოს და ქართული ღვინის გაცნობა ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩენა გახლდათ. მას შემდეგ მუდმივად ვადევნებ თვალს და ვხედავ, როგორ იზრდება ღვინის ხარისხი. ყოველ წელს, „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ შესაძლებლობა მაქვს, ქართველი მწარმოებლების ახალი და საინტერესო ღვინოები დაგაგემოვნო და შევაფასო. ცალკე აღნიშვნის ღირსია ჯიშური მრავალფეროვნება, რაც საქართველოს, როგორც მეღვინეობის ქვეყანას, დიდ ხიბლს სძენს. მოგეხსენებათ, ქართულ ღვინოს როგორც იტალიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში წარმოვადგენ, ბევრს ვსაუბრობ თქვენს ქვეყანაზე, მის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე, მეღვინოებასა და ყურძნის ჯიშებზე.“

„მერანოს ღვინის ფესტივალი“ ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმაა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მეღვინეობა „რტონი“ (კახეთი) და „მელიტონი“ (რაჭა) – ორი მცირე მეღვინეობაა, რომელთა დამფუძნებელმა და მეღვინე გიორგი სხირტლაძემ უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა შატო მუხრანში გამართულ „მერანოს ღვინის ფესტივალზე“. ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მცირე მარნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კავშირების დამყარება უცხოელ ექსპორტიორებთან და ღვინის პროფესიონალებთან, რის შესაძლებლობასაც ფესტივალი იძლევა. შედეგად კი იზრდება მეღვინეობების ცნობადობა, მეტია ზრუნვა ხარისხზეც.

ფესტივალმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მეღვინეობებს ამჯერადაც მისცა საშუალება წარმოედგინათ მათივე რეგიონის ჯიშებისგან წარმოებული ღვინოები. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ „ბაიას ღვინო“ – მეღვინეობა ბაღდათის რაიონის სოფელ ობჩადან და მისი მეღვინე ბაია აბულაძე: „მერანოს ღვინის ფესტივალის“ საქართველოში ჩატარება ნიშნავს ბევრ სტუმარს, რომლებსაც ქართული ღვინის გაცნობის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის მონახულება და კულტურის გაცნობაც აუცილებლად დააინტერებთ. წლევანდელ ფესტივალზე ბევრად საინტერესო ვიზიტორები გვყავდა და ჩვენი მარნის ცნობადობაც უფრო შესამჩნევი იყო, რაც წინა წლის ფესტივალის შედეგია და დიდი მოტივაციაა ჩვენთვის,“ – გვითხრა ბაიამ.

გიორგი ღვარძელაშვილი , ”ღვარძელაშვილის მარნის“ დამფუძნებელი და მეღვინე (მარანი ნატურალურ ღვინოებს აწარმოებს): „წელს, პირველად მივიღეთ მონაწილეობა „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ და ჩვენი მარნის ღვინოები პროფესიონალ დეგუსტატორებს, იმპორტიორებს, ადგილობრივ მომხმარებლებს გავაცანით. მოვისმინეთ და გავიზიარეთ მათი მოსაზრებები. მსგავსი პროცესი მნიშვნელოვანია მცირე მარნების ზრდისა და განვითარებისთვის. წლევანდელი დადებითი შედეგებიდან გამომდინარე, აქტიურად ვემზადებით მომავალი წლისთვის, რათა კიდევ უფრო საინტერესო და მაღალი ხარისხის ღვინით წარვდგეთ.“

ფესტივალის მონაწილე მსხვილ მწარმოებლებს შორის გახლდათ კომპანია „თბილღვინო“, რომელმაც ახალი პროდუქტი – ვარდისფერი რქაწითელი გაგვაცნო. მეორე წელია, კომპანია „მერანოს ღვინის ფესტივალზე“ პრემიალურ ღვინოებს წარადგენს და როგორც მარიამ ჯანდიერი გვეუბნება, „თბილღვინო“ იყენებს ამ შესაძლებლობას და აცნობს ღვინოებს სომელიეებს, ღვინის მწერლებს, მეღვინეებს, გურმანებს და ფესტივალის სტუმარ ღვინის მოყვარულებს, რომლებიც იკრიბებიან ერთ სივრცეში აზრებისა და შეფასებების გასაზიარებლად, სასიამოვნო საღამოს გასატარებლად. ჩვენთვის ღირებულია ის დადებითი უკუკავშირები, რასაც ფესტივალის მსვლელობისას ვიღებთ.“

„შატო მუხრანის“ გენერალური მენეჯერი პატრიკ ონეფი ფესტივალის ერთ-ერთი მასპინძელია, რომელთანაც ახალგახსნილ ორანჟერეაში გამართული ღონისძიების შესახებ ვისაუბრეთ და შეფასებებიც გავაკეთეთ. „ოთხი წლის წინ ვიყავით იტალიაში, “მერანოს ღვინის ფესტივალზე” – ეს იყო ნამდვილი დღესასწაული, საუკეთესო ღვინოებითა და გასტრონომიით. მაშინვე გამიჩნდა სურვილი, ფესტივალის მრავალწლიანი გამოცდილება საქართველოშიც გადმოგვეტანა. ამისთვის საუკეთესო ლოკაცია სწორედ შატო მუხრანი გახლდათ – ადგილი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ღვინოსთან და კულტურასთან.

მეორე წელია, „მერანოს ღვინის ფესტივალის“ მასპინძლები ვართ და გვაქვს შესაძლებლობა მოვაწყოთ ქართული ღვინის, გასტრონომიისა და კულტურის ნამდვილი ზეიმი. შარშან გამართული ფესტივალი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, არც კი ველოდით. ძალიან ბევრი ვიზიტორი გვყავდა, ინტერესიც დიდი იყო, მათ შორის, ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული სემინარების მიმართ.“

პიერმიკელე კაპულილი ღვინის ჟურნალისტია winenews.tv-დან. წამყვანი იტალური ვებ-გვერდი აქტიურად მიმოიხილავს როგორც იტალიურ, ისე მსოფლიო ღვინოებს. წელს, პიერმიკელე საქართველოს პირველად ესტუმრა და შატო მუხრანში გამართული ფესტივალის ფარგლებში ქართულ ღვინოებს გაეცნო. დღის ბოლოს შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარა: “ფესტივალის საქართველოში ჩატარება საუკეთესო შესაძლებლობაა, აღმოვაჩინოთ ქვეყანა, სადაც მეღვინეობის კულტურა 8000 წლის წინ იღებს სათავეს – ეს მნიშვნელოვანია, რადგან როგორ შეიძლება შევაფასოთ ღვინო, გვიყვარდეს და ვწერდეთ მის შესახებ, თუკი არ ვიცით, სად არის მისი სამშობლო.

ქართული ღვინოების გაცნობა აქ, თქვენსავე ქვეყანაში, განსაკუთრებით შთამბეჭდავია – შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ის განსხვავებები, რაც თქვენს ჯიშებს და მათგან წარმოებულ ღვინოებს სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევს. მეორე მხრივ, ამის შესაძლებლობა იტალიაში არ გვაქვს, რადგან ქართული ღვინო ჯერ კიდევ არ არის ჩვენთან ფართოდ წარმოდგენილი.

ყველაზე გამაოგნებელი ის არის, რომ ქართული მეღვინეობის ახალი ერა 30 წლის წინ, საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ დაიწყო. პროცესი, როგორც ჩანს, ძალიან სწრაფად წარიმართა, რადგან დღეს, თქვენი ღვინოები იმავე საფეხურზეა, რომელზეც წამყვანი ევროპული ქვეყნების – თუნდაც იტალიის, ანდა საფრანგეთის. არადა, იტალიას იმისთვის, რომ ამ საფეხურისთვის მიეღწია, 70 წელზე მეტი დასჭირდა. საქართველოს მეღვინეობის ძალიან ძლიერი ტრადიციები აქვს. როდესაც მძლავრია ფესვები და ტრადიციები, ერთადერთი, რაც განვითარებისთვის არის საჭირო – ინოვაციაა. ქართველ მეღვინეებს ეს ძალიან კარგად ესმით.“

თინა კეზელი | „ასოციაცია ქართული ღვინის“ აღმასრულებელი დირექტორი: „საქართველოში მეორედ ჩატარებული „მერანოს ღვინის ფესტივალი“ ბევრად მასშტაბური და მრავალფეროვანი იყო. სწორედ ამან დაუდო საფუძველი იტალიური მხარის გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნული ფესტივალი საქართველოში ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

ნოემბერში, იტალიაში, ქალაქ მერანოში გამართულ ფესტივალზე საქართველო გრანდიოზულად წარდგა. „ასოციაცია ქართულმა ღვინომ“ შემდეგი ღვინის მწარმოებლები წარადგინა: „ქვევრის ღვინის მარანი“, „ჯუსო“, „ბაბუნიძის ღვინოები“, „ქეთევაინ“, „ნათენაძის ღვინის მარანი“, „დო-რე-მი“, „ვარდიაშვილის ოჯახის ღვინო“, „ნასრაშვილის საოჯახო მეღვინეობა“, „მამისეული“. ფესტივალზე ასევე წარდგნენ შემდეგი მარნები და კომპანიები: „ბარბალეს მარანი“, „მარბანო“, „მუზე“, „მეღვინეობა იყალთო“, „ამოა“, GWS, „შატო მუხრანი“, „ნინო მერის“ და „მორჩეული“.

სპეციალურად მომზადდა ვიდეორგოლი საქართველოში ჩატარებული „მერანოს ღვინის ფესტივალისა“ და ქართულ ღვინის შესახებ, რომლის ჩვენებაც ფესტივალის ფარგლებში დიდ ეკრანზე მიმდინარეობდა.

„ასოციაცია ქართულმა ღვინომ“ ქართულ გასტრონომიასაც დაუთმო ყურადღება და მერანოში წარადგინა გურმე: ქართული კალათა. გავმართეთ ქართული პროდუქტების გამოფენა და მოვაწყეთ ქართული სუვენირების კუთხეც.”

Total
0
Shares
Prev
Grape Varieties Prevalent in Kvemo Kartli

Grape Varieties Prevalent in Kvemo Kartli

| IRMA MDINARADZE

Next
KVEMO KARTLI’S WINERIES

KVEMO KARTLI’S WINERIES

| Homeland of Wine Magazine | Bolnisi is one of the oldest centers of Georgian

You May Also Like