2023 წელს, ქართული ღვინის პოპულარიზაცია საერთაშორისო სტრატეგიულ ბაზრებზე აქტიურად გაგრძელდება


ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2023 წელს ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ჩინეთში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში აქტიურად იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულ სტრატეგიულ ბაზრებზე სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ორგანიზაციები განახორციელებენ. ამასთან ერთად, ქართველი მწარმოებლები მონაწილეობას მიიღებენ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაში.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს.


აღნიშნული თანხიდან, 2 მილიონი ლარი მიმართულია „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამისკენ“, რომლის ფარგლებში მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება მხოლოდ იმ კომპანიებისთვის განხორციელდება, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა და, ამასთან ერთად, აკმაყოფილებენ პროგრამით განსაზღვრულ სხვა პირობებს.


პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართება საქართველოს მასშტაბით, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის.
მიმდინარე წელს, პირველი ღონისძიება, სადაც ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი, საერთაშორისო გამოფენა „VinExpo Paris”-ია, რომელიც 13-15 თებერვალს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება. გამოფენაში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია მიიღებს მონაწილეობას. მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობა ზრდის ქართული ღვინის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით და მეწარმეებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობას აძლევს.

Total
0
Shares
Prev
ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, ქართული ღვინის

Next
ევროკავშირი და FAO მავნებლების კონტროლის ეკო-მეგობრულ პრაქტიკას ამკვიდრებენ უკეთესი და მეტი ქართული ღვინის წარმოებისთვის

ევროკავშირი და FAO მავნებლების კონტროლის ეკო-მეგობრულ პრაქტიკას ამკვიდრებენ უკეთესი და მეტი ქართული ღვინის წარმოებისთვის

2022 წელს, „გაეროს“ „სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ“ (FAO),

You May Also Like

როდესაც ღვინის დაყენების ტრადიციულ იმერულ ტექნოლოგიას ვაანალიზებთ, ვხვდებით, რამხელა სიბრძნეს ფლობდნენ ჩვენი წინაპრები

ზვიად შალამბერიძე | იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული: იმერეთის რეგიონის

Total
0
Share