ქართველი მეღვინე ქალები ლონდონში საკუთარ პროდუქციას ღვინის ეროვნული სააგენტოს, GIZ-ისა და საქართველოს საელჩოს დიდ ბრიტანეთში მხარდაჭერით წარადგენენ. ღონისძიება ბრიტანელი ღვინის მაგისტრის სარა ებოტის ორგანიზებით იმართება.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ლონდონში 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით იმართება, რომლის ფარგლებშიც, 20 ქართველი მეღვინე ქალის პროდუქციას ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები, დარგის ადგილობრივი ექსპერტები და ღვინის თემაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლები ეცნობიან.
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართება, სადაც ასევე იქნება წარმოდგენილი ქართველი მეღვინე ქალების პროდუქცია.
ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს ქართული ღვინის პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი აქტივობების განხორციელებას, მათ შორის, ქართველი ქალი მეღვინეების საქმიანობის ხელშეწყობას, რაც ემსახურება დარგის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის წარმოჩენას მსოფლიო მასშტაბით.
ღვინისეროვნულისააგენტო #ქართველიმეღვინექალებილონდონში #ქართულიღვინოლონდონში #საქართველოღვინისსამშობლოა #GeorgianwomenwinemakersinLondon #GeorgiaHomalandofWine #GeorgianwineinLondon