| PREMIUM WINES CRAFTED FOR THE WORLD |
Our boutique winery, located in Racha–Lechkhumi—one of Georgia’s oldest winemaking regions—embraces and shapes modern approaches to Georgian winemaking. We produce 40,000 bottles of wine annually with great dedication and care with the purpose of sharing the elegance of Georgian wine with the world. While our facility has the capacity to double production, we prioritize quality over quantity. Each bottle of Naberauli reflects the rich heritage of our unique terroir and tells the story of the stunning region of Racha–Lechkhumi.


Naberauli wines are positioned in the high-price segment of the local market, catering to consumers who appreciate authentic and refined wines. Our focus is primarily on HoReCa (hotels, restaurants, and cafés) and specialized alcohol shops, both in Georgia and abroad.


Naberauli currently exports to France, Germany, the Czech Republic, and Ukraine, but the company’s ambitions go further. Expanding into new markets and reinforcing the brand’s position in existing ones remains a key priority.
Trends in Georgian Wine Exports and Their Impact on the Premium Segment

In recent years, Georgian wine exports have seen notable changes. In 2024, Georgia exported 95 million litres of wine, worth $276.1 million. This represents a 7% increase in revenue and a 6.5% rise in volume compared to the previous year. As a result, the average export price has steadily increased—from $2.48 per litre in 2022 to $2.89 in 2023 and $2.90 in 2024.
This price growth in international markets signals a growing recognition of Georgian wine’s quality. For us, as producers of premium wines, it’s a positive sign. It shows that consumers are willing to pay for high-quality products. At the same time, it motivates us to present Naberauli with strong branding and clear values to solidify our position in the premium segment.
The Unique Character of Racha Wines
Among Georgia’s wine regions, Racha occupies a key position, with Racha wines playing an important role in the country’s wine industry. This small, mountainous region in western Georgia is known for its semi-sweet red wines, particularly Khvanchkara, made from the Aleksandrouli and Mujuretuli grape varieties. The region’s soils and unique microclimate give its naturally semi-sweet wines balanced acidity, refined aromas, and structure. With low yields and high-quality wines, Racha attracts niche markets. The scarcity and artisanal nature of Racha wines make them appealing to both local and international consumers, strengthening the perception of Georgian wine as a premium product.

Challenges of Premium Wine in Export Markets
Despite Georgia’s long, uninterrupted winemaking tradition, establishing Georgian wine in the premium market still presents certain challenges:
Price and Quality Balance – European consumers pay particular attention to the relationship between price and quality. While our wines are sold at competitive prices, with consideration of quality standards, the premium segment in European markets is largely dominated by French, Italian, and Spanish wines.
Awareness of Georgian Wine – Foreign consumers still have limited knowledge of Georgia’s unique grape varieties and traditional winemaking methods. More investment is needed in educational activities, tastings, and collaborations with sommeliers to increase awareness.
Joint Effort – Increasing the recognition of Georgian wine in international markets requires more than just individual producers’ efforts; it demands the combined support of the government and private sector. This is a long-term, complex process that comes with significant costs.
Import and Regulation Challenges – Each market has its own import rules, taxes, and distribution specifics.
The geopolitical environment significantly affects and shapes wine exports. The ongoing Ukraine-Russia conflict has had a notable impact on Georgian wineries, leading to logistical issues that caused some wineries to temporarily halt exports to Ukraine. For premium wine producers, this was both a challenge and a necessity. In the face of destabilized traditional markets, it became strategically important to focus on diversifying markets and tapping into more stable and growing ones.
Impact of Conflict on Wine Exports
The geopolitical environment significantly affects and shapes wine exports. The ongoing Ukraine-Russia conflict has had a notable impact on Georgian wineries, leading to logistical issues that caused some wineries to temporarily halt exports to Ukraine. For premium wine producers, this was both a challenge and a necessity. In the face of destabilized traditional markets, it became strategically important to focus on diversifying markets and tapping into more stable and growing ones.


Strategic Development Plan
Strong Brand Positioning – Focus on the uniqueness of the terroir, traditional winemaking methods (such as wine aging in qvevri), and quality.
Collaboration and Events – Partnering with sommeliers, participating in international wine exhibitions, and organizing tastings.
Enhancing Digital Marketing – Utilizing social media, collaborating with influencers, and running targeted online campaigns.
Strategic Partnerships – Collaborating with influential importers, distributors, and high-end restaurants.
As global recognition of Georgian wine grows, our motivation to be actively represented in the premium segment strengthens. By blending tradition and innovation, we aim to introduce the world to the best of Georgian wine.
რაჭის საგანძური
პრემიალური ღვინოები, რომლებიც მსოფლიოსთვის იქმნება
რაჭა-ლეჩხუმში, საქართველოს მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს რეგიონში არსებული ჩვენი ბუტიკური ტიპის მარანი ქმნის და აყალიბებს თანამედროვე ხედვებს ქართულ მეღვინეობაში. წლიურად 40 000 ბოთლ ღვინოს ვაწარმოებთ, დიდი სიყვარულითა და განსაკუთრებული ზრუნვით, რათა ღვინის მცოდნეებსა და მოყვარულებს მთელ მსოფლიოში გავაცნოთ პრემიალური ქართული ღვინოები და მათი ელეგანტურობა. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოს სიმძლავრე მოცულობის გაორმაგების შესაძლებლობას გვაძლევს, უპირატესობას ჩვენთვის სწორედ ხარისხი წარმოადგენს და არა რაოდენობა. ნაბერაულის თითოეული ბოთლი ასახავს ჩვენი უნიკალური ტერუარის მდიდარ მემკვიდრეობას და გიყვებათ ისტორიას საქართველოს ულამაზეს რეგიონზე – რაჭა-ლეჩხუმზე.
ადგილობრივ ბაზარზე ნაბერაულის ღვინოები მაღალ საფასო სეგმენტში პოზიციონირებს და გათვლილია ავთენტური და სრულყოფილი ღვინოების მოყვარულ და მაძიებელ მომხმარებელზე. ძირითადად, ფოკუსირებული ვართ HoReCa-ს და სპეციალიზირებულ ალკოჰოლის მაღაზიებზე, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ნაბერაული ღვინის ექსპორტს საფრანგეთში, გერმანიაში, ჩეხეთსა და უკრაინაში ახორციელებს, თუმცა კომპანიის ამბიცია ამით არ სრულდება. პრიორიტეტად რჩება ახალი საექსპორტო მიმართულებების ათვისება და არსებულ ბაზრებზე ბრენდის პოზიციების გამყარება.
ქართული ღვინის ექსპორტის ტენდენციები და მათი გავლენა პრემიალურ სეგმენტზე
ბოლო წლებში, ქართული ღვინის ექსპორტმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. 2024 წელს, საქართველომ ექსპორტზე 95 მილიონი ლიტრი ღვინო გაიტანა, რომლის ღირებულებამ $276.1 მილიონი შეადგინა. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 7%-ით გაზრდილ შემოსავალს და 6.5%-ით გაზრდილ მოცულობას ასახავს. ამ ტენდენციამ საშუალო საექსპორტო ფასის ზრდა განაპირობა – 2022 წელს, ერთი ლიტრის ფასი $2.48 იყო, 2023 წელს ფასი $2.89-მდე გაიზარდა, ხოლო 2024 წელს $2.90-ს მიაღწია.
საერთაშორისო ბაზრებზე ფასის ასეთი ზრდა მაღალი ხარისხის ქართული ღვინის მზარდ აღიარებაზე მეტყველებს. ეს პოზიტიური სიგნალია ჩვენთვის – პრემიალური ღვინის მწარმოებლებისთვის. მომხმარებლების ინტერესი მაღალი კლასის პროდუქტის მიმართ ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან ფული გადაიხადონ ხარისხში. ამავდროულად, ეს გვავალდებულებს, წარმოვაჩინოთ ჩვენი ღვინო ძლიერი ბრენდინგითა და ღირებულებებით, რათა სრულად გავამართლოთ პრემიალურ სეგმენტში ნაბერაულის პოზიციონირება.
რაჭული ღვინოების უნიკალური ხასიათი
საქართველოს მეღვინეობის რეგიონებს შორის – რაჭას, ჩვენი ქვეყნის ღვინის ინდუსტრიაში კი – რაჭულ ღვინოებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. დასავლეთ საქართველოს ეს პატარა, მთიანი რეგიონი განსაკუთრებით ნახევრადტკბილი წითელი ღვინოებით არის ცნობილი, მათ შორის, ხვანჭკარით, რომელიც ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ყურძნის ჯიშებისგან მზადდება. რაჭის ნიადაგები და უნიკალური მიკროკლიმატი განაპირობებს აქაურ, ბუნებრივად ნახევრადტკბილ ღვინოებში დაბალანსებულ მჟავიანობას, დახვეწილ არომატებსა და სტრუქტურას. ეს რეგიონი დაბალი მოსავლიანობითა და მაღალი ხარისხის ღვინოებით გამოირჩევა, რაც იზიდავს კიდეც ნიშურ ბაზრებს. რაჭის ღვინოების სიმცირე და არტიზანული ხასიათი მიმხიდველს ხდის მათ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებისთვის და აძლიერებს ქართული ღვინის, როგორც პრემიალური პროდუქტის აღქმას.
პრემიალური ღვინის გამოწვევები საექსპორტო ბაზრებზე
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვანი უწყვეტი ტრადიცია გააჩნია, პრემიალური ღვინის ბაზრებზე ქართული ღვინის დამკვიდრება მაინც გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება:
ფასისა და ხარისხის ბალანსი – ევროპელი მომხმარებლები განსაკუთრებულ ყურადღებას ღვინის ფასისა და ხარისხის შეფარდებას აქცევენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ღვინოები (ხარისხის მოთხოვნების გათვალისწინებით), კონკურენტულ ფასად იყიდება, ევროპულ ბაზრებზე პრემიალური სეგმენტი ძირითადად, ფრანგული, იტალიური და ესპანური ღვინოებითაა გაჯერებული.
ქართული ღვინის ცნობადობა – უცხოელ მომხმარებლებს ჯერ კიდევ მცირე ინფორმაცია აქვთ ქართული უნიკალური ჯიშებისა და ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდების შესახებ. საჭიროა მეტი ინვესტიცია საგანმანათლებლო აქტივობებში, დეგუსტაციებში და სომელიეებთან თანამშრომლობაში.
გაერთიანებული ძალისხმევა – საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა, ინდივიდუალური მწარმოებლების ძალისხმევაზე მეტად, სწორედ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ერთობლივ მხარდაჭერას მოითხოვს, რადგან ეს ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესია და შესაბამის ხარჯებთანაც არის დაკავშირებული.
იმპორტისა და რეგულაციების სირთულე – ყველა ბაზარს იმპორტის განსხვავებული წესები, გადასახადები და დისტრიბუციის სპეციფიკა აქვს.
კონფლიქტის გავლენა ღვინის ექსპორტზე
გეოპოლიტიკური გარემო მნიშვნელოვნად მოქმედებს და განსაზღვრავს ღვინის ექსპორტს. უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტი საგრძნობლად აისახა ქართულ მარნებზე. გამოიკვეთა მათ შორის, ლოჯისტიკური პრობლემები, რის გამოც, ზოგიერთმა მარანმა დროებით შეაჩერა ექსპორტი უკრაინაში. პრემიალური ღვინის მწარმოებლებისთვის ეს იყო გამოწვევაც და აუცილებლობაც, ტრადიციული ბაზრების დესტაბილიზაციის ფონზე, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ბაზრების დივერსიფიკაციასა და უფრო მდგრადი და მზარდი ბაზრების ათვისებაზე ეფიქრათ.
სტრატეგიული განვითარების გეგმა
ბრენდის ძლიერი პოზიციონირება – აქცენტი ტერუარის უნიკალურობაზე, ღვინის დამზადების ტრადიციულ მეთოდებზე (ქვევრში ღვინის დაყენება) და ხარისხზე.
თანამშრომლობა და ღონისძიებები – სომელიეებთან პარტნიორობა, საერთაშორისო ღვინის გამოფენებში მონაწილეობა და დეგუსტაციების ორგანიზება.
ციფრული მარკეტინგის გაძლიერება – სოციალური მედიის, ინფლუენსერებთან თანამშრომლობისა და მიზნობრივი ონლაინ-კამპანიების გამოყენება.
სტრატეგიული პარტნიორობა – გავლენიან იმპორტიორებთან, დისტრიბუტორებთან და მაღალი კლასის რესტორნებთან თანამშრომლობა.
ქართული ღვინის გლობალური აღიარების ზრდასთან ერთად, ჩვენი მოტივაცია – აქტიურად ვიყოთ წარმოდგენილი პრემიალურ სეგმენტში – უფრო მყარდება. ტრადიციებისა და ინოვაციების შერწყმით ვგეგმავთ, მსოფლიოს ქართული ღვინის საუკეთესო გემო გავაცნოთ. ახალი შესაძლებლობებისკენ!