DMO-იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით, 2023 წლის 5-8 ოქტომბერს, იმერეთში იმერული ღვინის კონკურსი ჩატარდება.

კონკურსის მიზანია, საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა – იმერული ყურძნის ჯიშების, იმერული ღვინისა და ზოგადად იმერეთის როგორ მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონის ცნობადობის ამაღლება.

საკონკურსო ნიმუშების დეგუსტირებას მოახდენს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისაგან შემდგარი ჟიური. ღვინის გასინჯვისას დაცული იქნება კომპანიის ანონიმურობა.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა:
კონკურსზე შესაძლებელია წარდგენილ იქნას 100%-ით იმერული ყურძნის ჯიშისგან ან/და ჯიშებისაგან ნებისმიერი ტექნოლოგიით წარმოებული ღვინო, ან კანონმდებლობით დასაშვები 15%-მდე სხვა ჯიშის ყურძნის შერევით წარმოებული ღვინო, საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან. კონკურსში მონაწილე შეიძლება იყოს: ღვინის საწარმო, ინდივიდუალური მეღვინე, კოოპერატივი ან მეღვინეთა გაერთიანება.
კონკურსში მონაწილე კომპანიამ თუ კერძო პირმა ნიმუშები შემდეგი სახით უნდა წარადგინოს:

  • ღვინო უნდა იყოს ბოთლში ჩამოსხმული, მზად რეალიზაციისათვის;
  • წარდგენილი ღვინის მინიმალური, დარჩენილი რაოდენობა არ უნდა იყოს 100 ბოთლზე ნაკლები;
  • ბოთლის ეტიკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • მწარმოებელი კომპანიის სრული დასახელება;
  • ბრენდის დასახელება;
  • ღვინის დასახელება;
  • ჩამოსხმის წელი;
  • ყურძნის ჯიში;
  • რეგიონი/ქვეყანა;
  • მოცულობა.
  • წარმოდგენილი უნდა იყოს ერთი დასახელების ღვინის 4 ნიმუში ( ბოთლი= 0.75ლ)
    ნიმუშების მოტანამდე საჭიროა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა : https://forms.gle/g8KMQXyYE8AQTEkCA

ნიმუშები უნდა გამოიგზავნოს DMO-იმერეთის ოფისში, მისამართზე: ქ.ქუთაისი, რუსთაველის გამზირი 9ა. 20 აგვისტოდან 23 სექტემბრის ჩათვლით, 12:00-დან 17:00 საათამდე. ნიმუშებს თან უნდა დაურთოთ გადარიცხვის ფურცელი.
საყურადღებო ინფორმაცია:

  • ნიმუშები, რომლებიც არ შეესაბამება საკონკურსო წესებს, უკან არ გაიგზავნება.

ნიმუშის საფასური და გადახდის მეთოდი:
იმერული ღვინის ასოციაციის წევრებისთვის კონკურსში მონაწილეობის მიღება უფასოა, სხვა შემთხვევაში: ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 80 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

მიმღების სახელი: ა(ა)იპ ქუთაისის ტურიზმის ცენტრი
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში: 750237519
დანიშნულება: იმერული ღვინის კონკურსის საფასური
თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს 2023 წლის 20 სექტემბრის ჩათვლით.


On October 5-8, 2023, the Imeretian Wine Competition is being held in Imereti, organized by DMO-Imereti and the Imereti Wine Association.


The purpose of the competition is to raise the awareness of Imeretian grape varieties, Imeretian wine and in general the viticulture and winemaking region of Imereti.

The competition samples will be tasted by a jury consisting of Georgian and foreign experts. The anonymity of the company will be protected during the wine tasting.

Prerequisite for participation in the competition:
Wine made from 100% Imeretian grape variety and/or varieties, using any technology, or wine made by mixing up to 15% of other grape varieties permitted by law, from any region of Georgia can be presented at the competition. A participant in the competition can be: a wine enterprise, an individual winemaker, a cooperative or a union of winemakers.
The company or private person participating in the competition must submit the samples in the following form:

  • Wine must be bottled, ready for sale;
  • The minimum remaining amount of presented wine should not be less than 100 bottles;
  • The bottle label should include the following information:
  • Full name of the manufacturing company;
  • Brand name;
  • Name of the wine;
  • Year of bottling;
  • Grape variety;
  • Region/Country;
  • Volume.
  • 4 samples of wine of the same name must be presented (bottle = 0.75 l)
    Before bringing the samples, you need to fill out the registration form:
    https://forms.gle/g8KMQXyYE8AQTEkCA

Samples should be sent to DMO-Imereti office, address: Kutaisi city, Rustaveli Avenue 9a.
From August 20 to September 23, from 12:00 to 17:00. Samples must be accompanied by a transfer slip.
Important information:

  • Samples that do not comply with the competition rules will not be sent back.

Sample fee and payment method:
Participation in the competition is free for members of the Imeretian Wine Association, in other cases: The sample submission fee is 80 GEL including VAT.

Name of recipient: Kutaisi Tourism Center NNLE
Receiving Bank: State Treasury
Bank Code: TRESGE22
Receiver account: 750237519
Purpose: Fee for the Imeruli wine competition
The amount must be deposited by September 20, 2023.

Total
0
Shares
Prev
THE JOURNEY THROUGH BABANEURI’S MARANI WITH BIG WINE FAMILY

THE JOURNEY THROUGH BABANEURI’S MARANI WITH BIG WINE FAMILY

The history of “Babaneuri’s Marani” starts in 2004, when the Idoidze family

Next
შიდა ქართლის ამოუწურავი შესაძლებლობები და ღვინოების დახვეწილი ობერტონები

შიდა ქართლის ამოუწურავი შესაძლებლობები და ღვინოების დახვეწილი ობერტონები

| გიორგი სამანიშვილი / ენოლოგი | ქართლი, აღმოსავლეთ საქართველოს ძალზე

You May Also Like

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, ქართული ღვინის