Mirianis Marani

The winemaking counts 4 generations in Mirian Iosebashvili’s winery. The grandfather of the young winemaker, Jumber Iosebashvili, was one of the most famous viticulturist-winemaker in the Imereti region. He learned viticulture and winemaking at an early age and made it his lifelong profession. The wine that he made went on to participate in many festivals and competitions.

Mirian tells us that his grandfather taught him how to love and take care of the vineyard when he was a kid. Every morning, he and his grandfather went into the fields, where Mirian learned what it meant to have a vineyard. He completely took over the business at the age of 16 and has been making wine since then. He continues to make Imeretian wine following his family traditions.

Mirian owns 2 hectares of vineyards at this stage. He plans to expand in the future. His varieties are Tsolikouri, Krakhuna, Tsitska, Dzelshavi, Otskhanuri Sapere, Mgaloblishvili, and the winery’s specialty – Kundza. All of these varieties are light, and moderately tart, with citrus notes.

“The rare varieties that I use are Mgaloblishvili and Kundza. I am also experimenting with saplings from other unique varieties. I discovered Kundza in my vineyard in 2016. It was 68 years old (from my great-great-grandfather Diomide Iosebashvili). I didn’t have any information about it, so I did extensive research, using both written and spoken knowledge, and I bottled my first Kundza wine in 2016. Back then, I had only 90 bottles of it, but later, when I started thinking about expanding my production I increased it to 2000”.

In recent years, as the promotion of the rare Imeretian varieties began, the winery started gaining popularity. Local wine lovers and foreign visitors became frequent guests at the young winemakers. Mirian and his family offer wine tastings and Imeretian cooking masterclasses to their guests.


მირიანის მარანი

მირიან იოსებაშვილის მარანში მეღვინეობის ტრადიცია ოთხ თაობას ითვლის. ახალგაზრდა მეღვინის ბაბუა – ჯუმბერ იოსებაშვილი ერთ-ერთი ცნობილი მევენახე-მეღვინე იყო იმერეთის რეგიონში, რომელმაც ადრეულ ასაკში ისწავლა ვენახის მოვლა, ღვინის დაყენება და ეს საქმიანობა ცხოვრების მთავარ მიზნად აქცია. მის მიერ დაყენებული ღვინოები წარმატებით მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალსა და კონკურსზე.

მირიანი გვიყვება, რომ ღვინის და ვენახის სიყვარული ბაბუამ ბავშვობიდანვე გაუღვივა. დილით, ვენახში წასულს ხელს ჩაჰკიდებდა და ვაზის მოვლასა და მის სიყვარულს ასწავლიდა. 16 წლისამ სრულად გადმოიბარა საქმიანობა და მას შემდეგ აგრძელებს ოჯახურ ტრადიციასა და სხვადასხვა იმერული ჯიშისგან ღვინის დაყენებას ტრადიციული მეთოდით ჭურში.

ამ ეტაპზე, ვენახი ორ ჰექტარზე აქვს გაშენებული. სამომავლოდ, ახალი ვენახის გაშენებასაც გეგმავს. იმერული ჯიშებიდან აწარმოებს ცოლიკოურს, კრახუნას, ციცქას, ძელშავს, ოცხანურ საფერეს, მგალობლიშვილსა და მარნის საფირმო ჯიშს – კუნძას. ყურძნის ეს ჯიშები გამოირჩევა სიმსუბუქით, ზომიერი სიმჟავითა და ციტრუსის ტონებით.

„იშვიათი იმერული ჯიშებიდან მგალობლიშვილი და კუნძა მაქვს გაშენებული. ასევე მაქვს საექსპერიმენტოდ სხვადასხვა უნიკალური ჯიშის ნამყენები, რომელთა გაშენებასაც სამომავლოდ ვაპირებ. კუნძას ჯიშის ვაზი 2016 წელს, საკუთარ ვენახში აღმოვაჩინე, რომლის ასაკიც 68 წლის იყო (ამ ჯიშის ვენახი ჰქონდა დიდ ბაბუას – დიომიდე იოსებაშვილს). კუნძაზე ინფორმაციას არ ვფლობდი, ამიტომ მომიწია ამ ჯიშის შესწავლა ენციკლოპედიებსა და სხვადასხვა წყაროებში მოძიებული მასალების, ასევე, ბაბუას თაობის წარმომადგენლების ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით. კუნძას ჯიშისგან დაყენებული ღვინო პირველად 2016 წელს ჩამოვასხი – მხოლოდ 90 ბოთლი, შემდგომ კი წარმოების გაფართოებაზე დავიწყე ზრუნვა და დღეს, 2000 ბოთლამდე ღვინოს ვაწარმოებ.“

ბოლო წლებში მარნის ცნობადობაც გაიზარდა და იშვიათი იმერული ჯიშების პოპულარიზაციამაც იმატა, რამაც ღვინის ადგილობრივი მოყვარულებისა და უცხოელი ვიზიტორების ინტერესი ახალგაზრდა მეღვინის მარნის მიმართ განსაკუთრებით გაზარდა. მირიანი და მისი ოჯახი სტუმრებს ღვინის დეგუსტაციებს და იმერული კერძების მასტერკლასებს სთავაზობენ.

Total
0
Shares
Prev
NioSebi Winery

NioSebi Winery

It has been two years since Nini Jokhadze and Soso Bokuchava established their

Next
Cellar WINEGENIUS

Cellar WINEGENIUS

The host of this beautiful Imeretian oda (house) is Aleksandre Paikidze – an

You May Also Like
Total
0
Share