MOUNTAINS AND DESERT – GASTRO PROJECT BETWEEN GEORGIA AND KAZAKHSTAN.

Kazakhstan is a strategic partner of Georgia, so once a person sets foot on its soil, he or she is bound to feel great respect and love for our people. No wonder that their love for Georgian gastronomy is paramount.

A few months ago an idea was born, a project – “Mountains (Georgia) and Desert (Kazakhstan)”, planned and accomplished by an exquisite restaurant in the city of Astana “Qazaq Gourmet”. The project was to showcase the gastronomy of both countries through the four-hands play of chefs – Artem Kantsev (brand-chef of Qazaq Gourmet) and Daduna Ghlonti.

Gastronomy powerfully guides you through the Kazakh desert and Georgian mountains with its flavors.


This project provided a great opportunity for chefs from different countries to learn about both Kazakh cuisine and locally produced goods. Consequently, such occasions cultivate new and valuable networking opportunities and open up new horizons for local businesses.

It is essential for both Georgian and Kazakh gastronomy to be heard and taken beyond borders. This helps to exchange experiences and bring forth new tastes and combinations, which ultimately leads to the stimulation and popularization of gastrotourism between the two countries.

The event was held in Qazaq Gourmet restaurant. This is one of the best restaurants in Astana, with an interesting blend of authentic and modern design elements in its interior. DESERT is the idea of the restaurant’s brand chef Artem Kantsev, who in addition to the chef is an artist and co-author of the book “Gourmet Cuisine of Astana”. Artem is constantly on the lookout for innovation, striving to bring Kazakh flavors to the global stage and creating a symbiosis of local products and individual signature technologies.

Daduna Ghlonti, brand chef and also an artist, presented the Georgian part of the project – MOUNTAINS. There, her creations carried guests to the mountainous regions of Georgia, making the process of showcasing and tasting some of the unique Georgian cuisine even more interesting and enjoyable.

We took spices, corn grits, Ajika, and other traditionally used ingredients from Georgia to give our guests a more authentic and traditional Georgian flavor experience.

Nikoloz Laliashvili, Ambassador Extraordinary and Plenipotentiary of Georgia to the Republic of Kazakhstan attended the evening and spoke about the importance of such projects and cultural exchange between the countries. The meeting was also attended by ambassadors of different countries, and representatives of the UN and the EU.

Our goal remains unchanged and firm – to introduce Georgian cuisine to the world.
So, onward we go. Until the next trip.


მთები და უდაბნო – გასტრონომიული პროექტი საქართველო და ყაზახეთს შორის

ყაზახეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. იქ ჩასული ადამიანი ყოველთვის იგრძნობს დიდ პატივისცემასა და სიყვარულს ჩვენი ერის მიმართ. განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული გასტრონომიის სიყვარულში გამოიხატება.

რამდენიმე თვის წინ გაჩნდა პროექტის იდეა – სახელწოდებით “მთები (საქართველო) და უდაბნო (ყაზახეთი)”, რომელიც ქალაქ ასტანაში, საუკეთესო რესტორანმა “კაზაკ გურმემ” დაგემგა და განახორციელა. პროექტის ფარგლებში უნდა წარმოგვეჩინა ორივე ქვეყნის გასტრონომია ორ ხელში, არტემ კაზანცევის (რესტორან “კაზაკ გურმეს” ბრენდ შეფი) და შეფ დადუნა ღლონტის შესრულებით.

გასტრონომიას დიდი ძალა აქვს. გემოების საშუალებით შესაძლებლობა გვაქვს გამოგზაუროთ ყაზახურ უდაბნოსა და საქართველოს მთებში.

ამ პროექტით, სხვადასხვა ქვეყნის შეფ-მზარეულებს შესაძლებლობა მიეცათ, ყაზახურ სამზარეულოსთან ერთად, ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქტებსაც გასცნობოდნენ. ასეთი ღონისძიებები კი ხელს უწყობს ახალი და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებას, ადგილობრივი ბიზნესისთვის შესაძლებლობების არეალის გაფართოვებას.

როგორც ქართული, ისე ყაზახური გასტრონომიის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათ პოპულარიზაციას საზღვრებს გარეთ, ეს კი ხელს უწყობს გამოცდილებების გაცვლას, ახალი გემოებისა და კომბინაციების დაბადებას. შედეგად კი ვიღებთ გასტრონომიული ტურიზმის სტიმულირებას და პოპულარიზაციას ორ ქვეყანას შორის.

ღონიძიება “კაზაკ გურმეში” გაიმართა. ეს გახლავთ ქალაქ ასტანაში საუკეთესო რესტორანი, რომლის ინტერიერის დიზაინში ავთენტური და თანამედროვე ელემენტების საინტერესო სინთეზს ვხვდებით. “უდაბნო” ამავე რესტორნის ბრენდ შეფ არტემ კანცევის იდეა გახლდათ, რომელიც მზარეულის გარდა, მხატვარია და წიგნის „ასტანის მაღალი სამზარეულო“ თანაავტორი. არტემი მუდმივად სიახლეების ძიებაშია, მიზნად აქვს დასახული ყაზახური გემოების პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე. სწორედ მას უკაშირდება ადგილობრივი პროდუქტებისა და საკუთარი საავტორო ტექნოლოგიების სიმბიოზი.

პროექტის ქართული ნაწილი – “მთები” ბრენდ შეფმა და ასევე მხატვარმა
დადუნა ღლონტმა წარადგინა. დადუნამ საღამოს სტუმრები საქართველოს მთიან რეგიონებში ამოგზაურა, ჩვენი ქვეყნის სამზარეულოს გამორჩეული კერძების პრეზენტაცია საინტერესოდ წარმართა და თითოეულის დაგემოვნება განსაკუთრებით სასიამოვნო გახადა.

ასტანაში სანელებლები, ღერღილი, აჯიკა და სხვადასხვა ტრადიციული ინგრედიენტი საქართველოდან წავიღეთ, რათა სტუმრებისთვის შესაძლებლობა მიგვეცა, გასცნობოდნენ ქართულ ავთენტურ გემოებს.

ვახშამს საქართველოს ელჩი ყაზახეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი პროექტების მნიშვნელობას და კულტურათა გაცვლის აუცილებლობას. დამსწრეთა შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლები.

ჩვენი მიზანი კი კვლავ უცვლელია – გავაცნოთ მსოფლიოს ქართული გასტრონომია. ასე რომ, წინ, მომავალ მოგზაურობამდე.

Total
0
Shares
Prev
YOUNG WINE-MAKERS

YOUNG WINE-MAKERS

| Tazo Tamazashvili

Next
GEORGIAN WINE IN THE GERMAN MARKET

GEORGIAN WINE IN THE GERMAN MARKET

| By Nana Jojishvili | The German wine market is one of the globe’s most diverse

You May Also Like
Total
0
Share