ღვინოსა და ვაზზე საუბრისას შეუძლებელია, კახეთი არ ვახსენოთ, რეგიონი, სადაც საუკუნეების განმავლობაში მეღვინეობის კულტურა უმაღლეს ხარისხში აიყვანეს. სწორედ ამ რეგიონის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთთან არის დაკავშირებული ჩვენი ღვინის ბრენდის – „მუზეს“ დაარსება.
იტყვიან, „ღვინო არის მზის მოგონება, რომელიც ბოთლში ჩასახლდაო”. „მუზეს” შთაგონების წყაროდაც სწორედ მზე იქცა. პანდემიურ 2020 წელს ბიზნესის დაწყება დიდ გამბედაობას უკავშირდებოდა, თუმცა ყველა დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად, კომპანია არ შეუშინდა გამოწვევებს და სულ რაღაც ორ წელიწადში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საქართველოს მცირე მარნებს შორის.
„მუზეს” დამფუძნებელი იოსებ ჯიმშელაძეა, რომელიც ბავშვობიდან ეზიარა ღვინის დაყენების ოჯახურ ტრადიციას და ბრენდის შექმნის იდეით შეპყრობილმა დამოუკიდებელ ბიზნეს-საქმიანობას ჩაუყარა საფუძველი. საოჯახო საკუთრებაში არსებულ მარანს რესტავრაცია-რეკონსტრუქცია 2020 წელს ჩაუტარდა, რის შედეგადაც მიიღო ახალი სიცოცხლე, ისეთივე ახალი, როგორც თავად Muzzé-ს ბრენდია.
მუზეს მევენახეობა-მეღვინეობა
კომპანია “მუზეს” საკუთრებაში 20 ჰექტარი ვენახია. ყურძნის საჰექტრო რაოდენობა 6-7 ტონას შეადგენს. ტერიტორიაზე არის როგორც ძველი ვაზი, ასევე ახალშენი.
მეღვინეობა მდებარეობს გარე კახეთში, რომელიც მშრალ სუბტროპიკულ ზონას მიეკუთვნება. ზღვის დონიდან 700 მეტრია, ჰავა – მშრალი, ნალექის წლიური რაოდენობა კი 500-600 მმ-ა. ნიადაგი შავმიწაა და ჰუმუსით მდიდარი.
მეღვინეობა ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას. ეს არის ადგილი, სადაც ტურისტები დაუვიწყარ გამოცდილებას იღებენ. ღვინის ტურიზმის მთელი ხიბლი ხომ მის კომპლექსურობაშია – ღვინოსთან ერთად ეცნობი გეოგრაფიულ ადგილს, ისტორიას, კულტურას, ხალხს, ვენახებს, მარანს, აგემოვნებ ქვეყნის კონკრეტული კუთხის ტრადიციულ კერძებს, ხვდები ადამიანებს, რომლებმაც ეს ღვინო დაწურეს.
მოსავალი/ასორტიმენტი
“მუზესთვის” მთავარი პრიორიტეტი ხარისხია, რომლის სრულყოფისთვის ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს – ავტომატიზებული სარწყავი საშუალებებით დაწყებული, ღვინის დაყენების ტექნოლოგიებით დასრულებული. ვენახში არ გამოიყენება ჰერბიციდები, სასუქები, მარანში კი ღვინო მუდმივი ყურადღების ქვეშ არის.
მეღვინეობას კახეთის რეგიონის ძირითადი ჯიშები – საფერავი, რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, ასევე უცხოური ჯიში – კაბერნე აქვს გაშენებული. ვენახები მანავის მიკროზონაში მდებარეობს, ამიტომაც კომპანიას ძალზე იშვიათი და საუცხოო “მანავის მწვანე” აქვს.
მუზე წარმოდგენილია ფართო ასორტიმენტით: ტრადიციული (ქვევრის) მეთოდით დამზადებული საფერავი, რქაწითელი, კახური მწვანე, ხიხვი, ქისი და კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებული კაბერნე. ყურძენი იკრიფება ტექნიკური სიმწიფის პერიოდში. თითოეული მტევანი ხელით არის გადარჩეული და მუშავდება დაკრეფიდან არაუმეტეს ორი საათის განმავლობაში.
მუზეს ღვინოების კოლექცია ყოველწლიურად ივსება ახალი და საინტერესო სახეობებით. კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს ვიზუალურ კომპონენტს. მისი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა შექმნას საკუთარი, უნიკალური სტილი და ხელწერა, რომელიც იქნება ბრენდის წარმატების გარანტი. ღვინის ეტიკეტს აქვს განსაკუთრებული და განსხვავებული დიზაინი, რომელზეც გამოსახულია მეღვინეობა მუზეს ლოგო. ეტიკეტის ფერთა გამა კი შერჩეულია ღვინის ფერისა და მისი გემოვნური მახასიათებლების გათვალისწინებით.
ღირებულებები
“მუზე” დაარსების დღიდან მიჰყვება და იცავს მთავარ ღირებულებებს, რომელთა შორის, პირველი და უმთავრესი – ხარისხია. ამ საკითხში კომპანია კომპრომისზე არ მიდის და დაუღალავად ცდილობს განავითაროს პრემიუმ კატეგორიის ღვინოების ხაზი. მეორე – ყველაფერი განსაკუთრებული იქმნება საერთო სულისკვეთებით და საუკეთესო შედეგებიც სწორედ ერთობლივი მუშაობითა და მონდომებით მიიღწევა.
“მუზე” – ეს არის ტრადიციისა და თანამედროვეობის სინთეზი, რომლითაც თითოეულ მომხმარებელს ვაჩვენებთ, თუ როგორ შეიძლება პატივი ვცეთ და შევინარჩუნოთ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები, ამავე დროს კი ფეხი ავუწყოთ თანამედროვეობას და შევქმნათ რაღაც ახალი და ძალიან განსაკუთრებული.
Muzzé – a bridge between tradition and modernity
It is impossible to talk about wine or vine without mentioning Kakheti, a region where the culture of winemaking has reached its highest form. The inception of our wine brand “Muzze” takes place in this very region, near the village of Kakabeti, Sagarejo municipality.
As the saying goes: “Wine is the memory of the sun that has now settled in a bottle”. Indeed, the sun became the inspiration for “Muzzé”. Starting a business during the 2020 pandemic was courageous. In just two years, despite many barriers, hardships, and challenges the company became one of the important small wineries in Georgia.
Ioseb Jimsheladze is the founder of “Muzzé”. Being involved in family winemaking from an early age, motivated him to create his brand and start his own business. The family-owned wine cellar was restored and repaired in 2020, starting a new chapter in its life – as new as the Muzzé brand itself.
Muzzé viticulture-winemaking
Muzzé owns 20 hectares of vineyard. The total volume of grapes is around 6-7 tonnes. The area is populated with old as well as new vine plants. Muzzé winery is located on the outskirts of Kakheti, in the dry sub-tropical zone. It is located 700 meters above sea level. The climate is dry, with a yearly precipitation of 600-700 mm. The soil is black and rich in humus.
Muzzé winery supports the development of wine tourism. It is an unforgettable place for tourists. The beauty of wine tourism is in its complexity – together with wine you get to know the geography, history, culture, vineyards, wine cellars, the many traditional dishes, and the people that made the wine.
Vintage/Assortment
Quality is the priority for Muzzé and it uses everything available to perfect it, from drip irrigation systems to winemaking technologies. No herbicides or fertilizers are used in the vineyards and the wine is under constant control in the wine cellar. The winery grows main Kakhetian varieties, such as Saperavi, Rkatsiteli, Kakhuri Mtsvane, Kisi, Khikhvi, as well as foreign varieties, such as Cabernet. The vineyards are located in the microzone of Manavi, enabling the winery to produce the rarest and most outstanding wine – “Manavis Mtsvane”.
Muzzé offers a wide variety of wines: Saperavi, Rkatsiteli, Kakhuri Mtsvane, Khikhvi, and Kisi made using the traditional (qvevri) method, as well as Cabernet, made using classic technologies. The grapes are harvested during the period of their technical maturity. Each bunch is selected by hand and processed within two hours of harvest.
Muzzé’s wine collection grows each year, offering new and exciting varieties.
The company pays a lot of attention to its visual side. One of its missions is to create its own, unique style and signature, that will guarantee its success. The wine label has a special design that depicts Muzzé winery logo, while its color palette is selected according to the wine color and its taste characteristics.
Values
Since its inception, Muzzé protects and adheres to its core values, the first and foremost of which is – quality. The company doesn’t compromise in this regard and tirelessly strives to develop a line of premium wines. Second – everything is created with a common spirit, and the best results are achieved by joint work and determination.
“Muzzé” is a synthesis of tradition and modernity that shows our customers how you can respect and preserve century-old traditions while keeping up with modernity and creating something new and very special.