SAPERAVI’S GREAT AMERICAN JOURNEY

Rodolfo Neirotti, Jr. DipWSET | Co-founder and member of 2N Trade LLC | Wine importer | Master of Wine Candidate

Georgian grape varieties are not yet popular among U.S. consumers, not yet at least. Therein lies the opportunity for Georgia – to bring something novel, different, authentic but at the same time approachable to these consumers. A niche of U.S. consumers knows Saperavi and Rkatsiteli, however, the number of customers who know the other autochthonous Georgian varieties is minuscule. For varietals to stand a chance at becoming popular, there must be high quality to price ratio examples under $15 and $20 in the market with thought-out branding and market entry strategy.

Rodolfo Neirotti, Jr. DipWSET | Co-founder and member of 2N Trade LLC | Wine importer | Master of Wine Candidate

Incidentally, it is difficult to speak of the typical U.S. consumer – there is tremendous variation in geography, demographics, and socio-economics. Most U.S. customers do have some things in common:
o They want wines without notable flaws.
o Quality matters in relation to price, in particular above $15 and very much so above $20.
o They’re looking for brands and names they can recognize and (somewhat) pronounce.
o Wines should be food-friendly but also approachable without a meal.
o The more costly the wine, the more the U.S. consumer wants a relatable story/experience to associate with the wine – this is one opportunity to stand out for Georgian wine.”

Therefore, Georgia has a foothold in the U.S. market that’s grown by increased demand for all things relating to the lifestyle of the southern Mediterranean and points further east. The potential for Georgian wine is very real but there must be a (largely) unified goal that’s shared by quality exporting producers.”

“There is a growing interest in recent years in skin contact, amber wines. There is less curiosity about Qvevri reds, but I think it’s simply a function of these not having been marketed and somehow seeming less novel.”

Top 3 things for Georgian producers, that want to sell wines in the United States:

1

You have to deliver consistently high quality and a value proposition if consumers are to remain loyal.

2

The market is incredibly competitive and flooded with compelling options (viz. value) at different price points – entering and succeeding in the U.S. market is a significant undertaking that takes investment, experience, coordination, and staying power.

3

U.S. wine consumers rally behind varietals and styles, often from places they’ve visited – in the absence of this, well-told stories and experiences are key to gaining market share. Be ready to work hard, the U.S. market is attractive but demanding – this is very different from the captive market Georgia enjoys at home where food and wine are part of everyday life.


როდოლფო ნიეროტტი, Jr. DipWSET |
2N Trade LLC-ის თანადამფუნებელი და წევრი | იმპორტიორი | Master of Wine-ის კანდიდატი

ჯერჯერობით, ქართული ჯიშები დიდი პოპულარობით არ სარგებლობს ამერიკაში და სწორედ ეს ქმნის კარგ შესაძლებლობას საქართველოსთვის – წარუდგინოს და გააცნოს აქაურ მომხმარებელს ახალი, განსხვავებული და ამავე დროს, ავთენტური და მისაღები პროდუქტი.

საფერავსა და რქაწითელს ამერიკელების გარკვეული ნაწილი უკვე იცნობს, თუმცა ძალიან მცირეა ისეთი მომხმარებლების რაოდენობა, რომელთათვისაც სხვა ქართული ენდემური ჯიშები და მათგან წარმოებული ღვინოებია ცნობილი. არადა, საქართველო სწორედ ამით არის მდიდარი. იმისათვის, რომ ეს ჯიშები პოპულარული გახდეს, საჭიროა, ბაზარზე წარმოდგენილი ნიმუშები გამოირჩეოდეს მაღალი ხარისხითა და მისაღები ფასით (15 $ და 20 $-ის ქვემოთ საფასო კატეგორია), რასაც აუცილებლად უნდა დაემატოს როგორც კარგად გააზრებული ბრენდირება, ისე ბაზარზე შემოსვლის სტრატეგია.

არ შეიძლება ვისაუბროთ ამერიკელ მომხმარებელზე, როგორც ერთ მთლიანობაზე, რადგან დიდია განსხვავება გეოგრაფიული, დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით. თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლის გამოკვეთა შეგვიძლია.
ეს მომხმარებელი:
o ირჩევს ღვინოს შესამჩნევი ხარვეზების გარეშე.
o მისთვის ხარისხი მნიშვნელოვანია ფასთან მიმართებაში, მითუმეტეს, თუ ფასი 15 $ ან 20 $ აჭარბებს.
o ირჩევს ისეთ ბრენდებსა და დასახელებებს, რომელთა ამოცნობა და წარმოთქმა შეუძლია.
o მისთვის ღვინო ცალკეც სასიამოვნოდ დასაგემოვნებელი უნდა იყოს და კერძებთანაც კარგად წყვილდებოდეს.

o რაც უფრო მაღალია ღვინის ფასი, მით მეტად სურს, იცოდეს ამ ღვინის და ამ ბრენდის ისტორია. სწორედ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა საქართველოსთვის, რადგან თქვენ მეღვინეობის დიდი ისტორიაც გაქვთ და დიდი ტრადიციებიც.

ასე რომ, ქართულ ღვინოს აშშ-ს ბაზარზე დამკვიდრების შესაძლებლობა ნამდვილად აქვს, მთავარია, არსებობდეს ერთიანი მიზანი, რომელსაც გაიზიარებენ ხარისხიანი ღვინის მწარმოებელ-ექსპორტიორები.

ბოლო წლებში, განსაკუთრებით მზარდია ქარვისფერი ღვინის მიმართ ინტერესი, რასაც ქვევრის წითელი ღვინო აშკარად ჩამორჩება. ვფიქრობ, ამის მიზეზი ბაზარზე მისი ნაკლები პოზიციონირებაა, ამიტომაც, ეს ღვინო ამერიკელებისთვის სიახლეს ჯერ არ წარმოადგენს.

3 მნიშვნელოვანი რჩევა ქართველ მწარმოებლებს, რომელთაც აშშ-ში ღვინის გაყიდვა სურთ:

1

მაღალი ხარისხისა და ღირებულებების (ისტორია, ტრადიცია) შეთავაზება, რაც განაპირობებს მომხმარებლის ლოიალობას.

2

აქ დიდი კონკურენციაა. არც თავის დამკვიდრებაა ადვილი საქმე, ამიტომ ამერიკის ბაზარზე შემოსვლა და წარმატების მოპოვება მოითხოვს ინვესტიციებს, გამოცდილებას, კოორდინაციასა და გამძლეობას.

3

აქაური მომხმარებელი უპირატესობას მისთვის კარგად ნაცნობი რეგიონების ღვინოებს ანიჭებს (სადაც ნამყოფია და იცის ისტორია). ამის არარსებობის შემთხვევაში კი, არანაკლებ როლს ასრულებს მეღვინეობის ტრადიციებზე კარგად მოთხრობილი ისტორია. ასე რომ, ბევრი მუშაობისთვის მზად უნდა იყოთ. აშშ-ს ბაზარი მიმზიდველია, მაგრამ ძალიან მომთხოვნი და ის ძალიან განსხვავდება ქართული ბაზრისგან, სადაც კერძი და ღვინო ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

Total
0
Shares
Prev
“CHAMA MAMA” | SAPERAVI’S GREAT AMERICAN JOURNEY

“CHAMA MAMA” | SAPERAVI’S GREAT AMERICAN JOURNEY

Tamara Chubinidze, Chama Mama’s founder, and her team are the creators of

Next
„გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ 15 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, უკვე მეოთხედ გაიმართება.

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ 15 ოქტომბერს, გურჯაანში, ახტალის პარკში, უკვე მეოთხედ გაიმართება.

კახეთის მთავარი მოვლენა „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ 15 ოქტომბერს, გურჯაანში,

You May Also Like
Total
0
Share