The Qvevri Wine Hunter Award 2022. Best Georgian wine hunter Italians in Georgia

By Ketevan Aladashvili 

Château Mukhrani is a magnificent place with its history, palace, and unique wine cellar. This year, it hosted the Merano Wine Festival. For the first time in history, this European festival of wine and gastronomy ventured outside of Italy and came to Georgia. I attended the event as a member of the jury, and there were several interesting, quality, and varietally diverse wines taking part in the festival. The jury tasted 351 samples from 105 producers within the framework of The Qvevri Wine Hunter Award 2022.

For the last couple of years, qvevri wine has been actively promoted in Georgia. The “International Qvevri Wine Competition” has been held since 2017 and has seen both Georgian and foreign participants.

TINA KEZELI | “Georgian Wine” association director: As a way to showcase our six-year history, we decided to strengthen the “International Qvevri Wine Competition”, by holding it in cooperation with Wine Hunter. This is why the competition was called The Qvevri Wine Hunter Award 2022, and it replicated the Wine Hunter concept and its point system. This is a European platform, and winner wines, already being a part of this platform, are expected to gain even more recognition.

Next year, the same system will be applied to the classic wine competition as well. Georgia should promote more of its wines. We should focus on classic wines made with unique Georgian varieties. Merano Wine Festival organizers already tasted some of these wines in Georgia. The results will be revealed in November. We hope that many more companies take part in competitions. The selection will be strict and only high-quality wines will be admitted.

Georgia first took part in Merano Wine Festival in 2007. As a symbolic gesture, we brought a golden replica of the ancient grape pip to the organizers. In 2017, on the anniversary of the festival, we presented them with the oldest Georgian qvevri, which, at the mayor’s decision, will be displayed on the main square of Merano (In November, during the Merano Festival), as the sign of friendship between South Tyrol and Georgia. This will further demonstrate our 8000-year-old traditions and the uniqueness of our winemaking culture.

Helmuth Koecher is the founder and president of Merano Wine Festival and Wine Hunter. He was one of The Qvevri Wine Hunter Award 2022 juries, along with two Italian degustators of international caliber – Guido Invernizzi (Italian Sommelier Association) and Dante del Vecchio (Wine journalist and wine consultation for the Campania region). The point system for the competition was the following: Rosso – 90-92,99, Gold – 93-94.99, Platinum – 95-100. This year, 3 Platinum, 32 Gold, and 113 Rosso medals were awarded.

HELMUTH KOECHER: “If you are interested in wine, you have to have the information about its origins. Georgia’s winemaking history counts 8000 years (Italy’s viticulture is 2500-3000 years old). The unique culture of qvevri wine is the origin of winemaking and it is exemplary for Europe and the whole world. It is the greatest gift that your country gave to the world.”

Italian guests tasted classic wines from different Georgian winemakers outside the competition. “This is high class,”– says Helmuth. He has decided to hold a blind tasting of Italian, French, Spanish, and Georgian wines. “Georgia has the potential to gain superior positions among wines from these countries and become a proper competitor. Let the popularization of Georgia begin!”


“Qvevri wine, especially white, is characterized by high tannin content, which distinguishes it from everything else. Evaluating it, requires knowledge, while the tannins require getting used to. For me, tasting qvevri red was much easier than white, – says GUIDO INVERNIZZI, who considers “Merano Wine Festival” to be the best platform to promote Georgia, its grape varieties, winemaking technologies, and qvevri to Europe.

GOGI DAKISHVILI | Head of the jury of Qvevri Wine Competition: In recent years, the competition has played an important role in the development of Georgian winemaking. When tasting, our main goal is to determine the quality. That’s what the producers are after, to know where they stand vis-a-vis the quality of their wine. Their labor is consequently recognized and rewarded in form of awards. The point system is great because it lets the producer know the quality of his or her wine, regardless of the outcome of the competition. Showing winemakers’ weaknesses and strengths motivates them to produce better wines”.

The wines that the founder of Wine Hunter, Hemluth Koecher evaluates become successful not only in Italy but the whole world. His participation in our competition is crucial. These gentlemen are on the hunt for the best wines, hence the name “Wine Hunter”. Their goal is to discover the best wines to offer to the customers. I want to express my gratitude to the “Georgian Wine” association and the National Wine Agency for holding this unique competition in Georgia”.

LEVAN MEKHUZLA | Chairman of National Wine Agency: “Merano Wine Festival” holds a unique niche in the world of exhibitions and focuses only on unique and high-quality wines. I’d like wines made from unique Georgian varieties to be the calling card of our country”.

TINATIN JAJANIDZE | Director of Georgian wine laboratory: This year, small producers were especially interested in the competition. Some of them even presented their first wines, which is a good stimulus for their future development. These competitions serve as a motivator for winemakers. They contribute to the development of qvevri wine culture and help producers in finding buyers.

The competition was held following international standards. The jury members knew only the wine region but not the grape variety of the wines they tasted. The competition revealed an important detail about Imeretian and Kartli wines, in that they are in no way inferior to Kakhetian wines. This strengthens our belief that Imereti and Kartli, which are currently on the rise, and developing rapidly, will have their say in the winemaking world”.

This year’s Platinum medal went to Khikhvi (2019) from “Shumi”. This wine has already won numerous other awards. Khikhvi is a unique grape variety that makes a high-quality wine, with distinct varietal aromas. According to the director of “Shumi” Akaki Tsopurashvili, winning the highest award of The Qvevri Wine Hunter Award 2022 is a great way for this wine to become even more known, appreciated, and loved by the consumer.

Rkatsiteli (2020) from “Babunidze Wines” is one of the winners of Gold medals. Rkatsiteli is one of the most prominent and well-known Georgia varieties that makes an aromatically rich, full-bodied wine in qvevri, with notes of ripe quince, dried fruits, and yellow fruit. This small winery makes 4 types of wine in qvevri. Their yearly output is 10 000 bottles.

Winery “Mtevino” which produces 12 types of wine (both traditional and classic), added two medals from this year’s International Qvevri Competition to their arsenal: Rkatsiteli Qvevri – Gold, Rkatsiteli-Mtsvane – Rosso. “Mtevino” makes 5 wines in qvevri using a traditional method: Rkatsiteli, Mtsvane, Rkatsiteli-Mtsvane, Kisi, Saperavi (Khashmi). The company started only 5 years ago and has already won 14 awards in international competitions.

Kisi 2020 from Ketevan Aladashvili’s KATEWINE is one of the jury’s chosen wines and the winner of this year’s Gold medal. The readers of our magazine are already familiar with Ketevan’s wines. Homeland of Wine has the honor to congratulate one of the most outstanding women winemakers on the enormity of her success.


საუკეთესო ღვინოებზე მონადირე იტალიელები საქართველოში

შატო მუხრანი გამორჩეული ადგილია თავისი ისტორიით, მუხრანბატონისეული სასახლითა და უნიკალური მარნით. წელს, სწორედ აქ ჩატარდა „მერანოს ღვინის ფესტივალი“. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ღვინისა და გასტრონომიის ევროპული ფესტივალი გასცდა იტალიის ფარგლებს და საქართველოში ჩამოვიდა. ღონისძიებაში კონკურსის ჟიურის წევრის სტატუსით ვიყავი ჩართული, რომელშიც წელს არაერთი საინტერესო, ხარისხობრივად და ჯიშური მრავალფეროვნებით გამორჩეული ღვინო მონაწილეობდა. The Qvevri Wine Hunter Award 2022-ის ფარგლებში ჟიურიმ 105 მწარმოებლის 351 ნიმუში შეაფასა.

საქართველოში, ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია ბოლო წლებია, აქტიურად მიმდინარეობს. 2017 წლიდან ტარდება „ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი“, რომელსაც ქართველებთან ერთად, უცხოელი მონაწილეებიც ჰყავს.

“ასოციაცია ქართული ღვინის” დირექტორი თინა კეზელი: 6-წლიანი ისტორიის ფონზე, გადავწყვიტეთ, უფრო გაგვეძლიერებინა “ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი” და წელს ის Wine Hunter-თან თანამშრომლობით ჩაგვეტარებინა. ამიტომაც ეწოდა კონკურსს The Qvevri Wine Hunter Award 2022, რომელმაც ზუსტად გაიმეორა Wine Hunter-ის კონცეფცია და ქულების სისტემა. ეს გახლავთ სრულად ევროპული პლატფორმა, ამიტომ გამარჯვებულ ღვინოებსა და მეღვინეობებს ბევრად მეტი აღიარება ელით, რადგან ისინი უკვე ამ პლატფორმის ნაწილი არიან.

მომავალში, ამავე სისტემით ვგეგმავთ კლასიკური ღვინოების კონკურსის ჩატარებას, რადგან მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ქვევრზე კონცენტრირება საქართველოს გარე გზავნილისთვის აღარ არის საკმარისი. ყურადღება უნდა გავამახვილოთ უნიკალურ ქართულ ჯიშებსა და კლასიკური მეთოდით დაყენებულ ღვინოებზეც. საქართველოში, “მერანოს ღვინის ფესტივალის” ორგანიზატორების ვიზიტის ფარგლებში, ასეთი ღვინოების ნაწილი უკვე გაისინჯა. შედეგები ნოემბერში გახდება ცნობილი. იმედი გვაქვს, კონკურსში ბევრი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. შერჩევა მკაცრი იქნება და მხოლოდ მაღალი ხარისხის ღვინოები დაიშვება. 

“მერანოს ღვინის ფესტივალზე” მონაწილეობა საქართველომ პირველად 2007 წელს მიიღო. სიმბოლური იყო, რომ მაშინ ორგანიზატორებს უძველესი წიპწის ოქროს ასლი ჩავუტანეთ. 2017-ში, ფესტივალის საიუბილეო წელს კი უძველესი ქართული ქვევრი გადავეცით, რომელიც მერანოს მერის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ტიროლსა და საქართველოს შორის მეგობრობის ნიშნად, ქალაქის მთავარ მოედანზე დაიდგმება (ნოემბერში, მერანოს ფესტივალის მსვლელობისას). ეს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს ჩვენს 8000-წლიან ტრადიციასა და მეღვინეობის კულტურის უნიკალურობას“.

ჰემლუტ კოეჩერი მერანოს ღვინის ფესტივალისა და Wine Hunter-ის დამფუძნებელი და დირექტორია, რომელთან ერთად The Qvevri Wine Hunter Award 2022-ის ჟიურის წევრებს შორის ღვინის ორი საერთაშორისო დონის იტალიელი დეგუსტატორი – გუიდო ინვერნიცი (იტალიის სომელიეთა ასოციაცია) და დანტე დელ ვეჩიოც Dante del Vecchio (ღვინის ჟურნალისტი და კამპანიას რეგიონის ღვინის კონსულტანტი) იყვნენ. კონკურსის ქულების სისტემა ასეთი გახლდათ: როსო – 90-92,99, ოქრო – 93-94.99,  პლატინა – 95-100. წლევანდელ კონკურსზე 3 პლატინის, 32 ოქროს და 113 როსოს მედალი გაიცა. 

„თუ გაინტერესებთ ღვინო, მაშინ მისი წარმოშობის შესახებაც უნდა გქონდეთ ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება საქართველოს მეღვინეობის 8000-წლიან ისტორიას. (ეს ისტორია იტალიაში 2500-3000 წელს ითვლის). ქვევრის ღვინის უნიკალური კულტურა მეღვინეობის დასაბამია და მისაბაძი ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის, – აღნიშნა ჰელმუტ კოეჩერმა – ეს არის უდიდესი საჩუქარი, რომელიც თქვენმა ქვეყანამ მსოფლიოს გაუკეთა.

ჩვენ რამდენიმე  ქართული მეღვინეობის კლასიკური მეთოდით დაყენებული ღვინოები კონკურსგარეშეც გავსინჯეთ და შემიძლია გითხრათ, რომ  საქმე ნამდვილად გვაქვს მაღალ კლასთან, –  ასეთია ჰელმუტის შეფასება, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთისა და საქართველოს ღვინოების ბრმა დეგუსტაცია ჩაატაროს. „საქართველოს აქვს პოტენციალი, მოიპოვოს მოწინავე ადგილი ამ ქვეყნების ღვინოებს შორის და ღირსეული კონკურენციაც გაუწიოს მათ. ასე რომ, ვიწყებთ საქართველოს პოპულიზაციას!“ 

„ქვევრის ღვინო, განსაკუთრებით თეთრი ჯიშებისგან წარმოებული, მაღალი ტანინებით ხასიათდება, რაც გამოარჩევს კიდეც სხვა ქვეყნის ღვინოებისგან. მის შეფასებას ცოდნა სჭირდება, მის ტანინებს კი – შეჩვევა. ამიტომაც ქვევრის წითელი ღვინის დაგემოვნება ბევრად გამიადვილდა, ვიდრე თეთრის”, – ამბობს გუიდო ინვერნიცი,  რომელიც თვლის, რომ იტალიური „მერანოს ღვინის ფესტივალი“ საუკეთესო პლატფორმაა, რომლის მეშვეობითაც საქართველოს, ყურძნის ქართულ ჯიშებს, ღვინის დაყენების ტექნოლოგიასა და ქვევრს ევროპა უკეთ გაიცნობს.

გოგი დაქიშვილი | ქვევრის ღვინის კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე: “ბოლო წლების განმავლობაში, კონკურსმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული მეღვინეობის განვითარებაში. ღვინის შეფასებისას, ჩვენი მთავარი მიზანი მისი ხარისხის განსაზღვრაა. მწარმოებლებისთვისაც სწორედ ეს არის საინტერესო – იცოდნენ, „სად  არიან“ და რა ხარისხის ღვინოს აწარმოებენ. ამას მოსდევს მათი შრომის შეფასება და დაფასება, რაც ჯილდოებში აისახება. ქულებით შეფასების სისტემა იმითაც არის კარგი, რომ მეღვინე (მიუხედავად იმისა, გაიმარჯვა თუ არა კონკურსში), მათი მეშვეობით იგებს, როგორი ხარისხით გამოირჩევა მისი ღვინო. როდესაც მწარმოებელს აჩვენებ მის სუსტ და ძლიერ მხარეს, ეს აუცილებლად ხდება იმის საწინდარი, რომ უკეთესი ღვინო აწარმოოს. ეს მათ წახალისებასაც ემსახურება და მომხმარებლებში ცნობადობის ამაღლებასაც. 

Wine Hunter-ის დამფუძნებლის ჰელმუტ კოეჩერის მიერ შეფასებული ღვინოები ყოველთვის წარმატებულია არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ამიტომ ჩვენს კონკურსში მისი ჩართულობა ძალიან  მნიშვნელოვანია. „ვაინ ჰანტერი“ ღვინოზე მონადირეს ნიშნავს და ეს ხალხი მართლაც ნადირობს კარგ ღვინოზე. მათი მიზანია, საუკეთესო ღვინოების აღმოჩენა და მომხმარებელისთვის შეთავაზება. მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო  “ასოციაცია ქართული ღვინოს“ და ღვინის ეროვნულ სააგენტოს ამ უნიკალური ფესტივალის საქართველოში ჩატარებისთვის.“ 

ლევან მეხუზლა | ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე: „მერანოს ღვინის ფესტივალს” მსოფლიო ფესტივალებს შორის უნიკალური ნიშა უჭირავს და აქცენტს  მხოლოდ გამორჩეულ და მაღალხარისხიან ღვინოებზე აკეთებს, რაც ჩვენთვის  განსაკუთრებით საინტერესოა. ვისურვებდი, საქართველოს სახე და სავიზიტო ბარათი სწორედ უნიკალური ქართული ჯიშებისგან დამზადებული, განსაკუთრებული ღვინოები იყოს.“ 

თინათინ ჯაჯანიძე | საქართველოს ღვინის ლაბორატორიის დირექტორი: „წელს, კონკურსისადმი განსაკუთრებული ინტერესი მცირე მწარმოებლებმა გამოიჩინეს. რამდენიმემ თავისი პირველი ღვინოც კი წარმოდგვიდგინა, რაც დიდი სტიმულია მათი სამომავლო განვითარებისთვის.  ასეთი კონკურსები ხელს უწყობს როგორც ქვევრის ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებას, ისე მეღვინეების წახალისებას და ეხმარება მათ შემსყიდველის მოძიებაში. 

The Qvevri Wine Hunter Award 2022 საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მიმდინარეობდა. ჟიურის წევრებისთვის ცნობილი იყო მხოლოდ ღვინის რეგიონი და არა ყურძნის ჯიში, რომლისგან წარმობულ ღვინოსაც აფასებდნენ. კონკურსის მსვლელობისას გამოიკვეთა, რომ იმერეთისა და ქართლის რეგიონის ღვინოები არაფრით ჩამოუვარდებოდა კახეთისას. ეს ამყარებს ჩვენს იმედს, რომ ორივე რეგიონი, რომლებიც სწრაფი ტემპით ვითარდება და მეღვინეობის კუთხით აღმავლობასაც განიცდის, მალე აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.“

წლევანდელ ფესტივალზე პლატინის მედლის მფლობელი კომპანია „შუმის“ ხიხვი (2019) გახდა. ამავე ღვინოს უკვე აქვს მოპოვებული არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო. აკაკი ცოფურაშვილი, კომპანია „შუმის“ დირექტორი ამბობს, რომ The Qvevri Wine Hunter Award 2022-ზე უმაღლესი ჯილდოს მოპოვება კარგი საშუალებაა, ეს ღვინო კიდევ უფრო უკეთ გაიცნოს, დააფასოს და შეიყვაროს მომხმარებელმა. 

,,ბაბუნიძის ღვინოები“ ერთ-ერთია იმ მარნებს შორის, რომლის რქაწითელმა (2020)  წლევანდელ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა. ეს ჯიში საქართველოში ყველაზე გავრცელებულია და ქვევრში ტრადიციული მეთოდით დაყენებისას მისგან არომატებითა და გემური თვისებებით მდიდარი, სხეულიანი და ტანინებით გაჯერებული ღვინო დგება, მწიფე კომშის, ჩირებისა და ყვითელი ხილის ტონებით.

ეს მცირე მარანი ოთხი სახეობის ღვინოს აწარმოებს ტრადიციული მეთოდით ქვევრში. წლიური წარმადობა 10 000 ბოთლია. 

12 დასახელების (როგორც ტრადიციული, ისე კლასიკური მეთოდით) ღვინო აქვს კომპანია „მტევინოს“, რომლის ჯილდოებს წლევანდელ “ქვევრის საერთაშორისო კონკურსზე” კიდევ 2 მედალი შეემატა: რქაწითელი ქვევრი – ოქრო, რქაწითელი-მწვანე – როსო. ქვევრის ტრადიციული მეთოდით „მტევინო“ 5 დასახელების ღვინოს აწარმოებს: რქაწითელი, მწვანე, რქაწითელი-მწვანე, ქისი, საფერავი (ხაშმის). კომპანია 5 წელია, რაც ბაზარზე გამოჩნდა და მის ანგარიშზე უკვე 14 საერთაშორისო კონკურსზე მოპოვებული ჯილდოებია. 

ქეთევან ალადაშვილის მეღვინეობა KATEWINE-ს ქისი 2020 ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც წლევანდელ კონკურსზე ჟიურის რჩეული და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ქეთევანის ღვინოების შესახებ ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის. გვაქვს პატივი, ამ ერთ-ერთ გამორჩეულ ქალ მეღვინეს Homeland of Wine-ს სახელით მივულოცოთ ეს წარმატება. 

Total
0
Shares
Prev
ZURAB KVIRIASHVILI VINEYARDS

ZURAB KVIRIASHVILI VINEYARDS

“Zurab Kviriashvili Vineyards” Ltd which was founded in 2002 is

Next
Selected Racha wines from
Tariel Lomtadze’s Marani

Selected Racha wines from
Tariel Lomtadze’s Marani

Tariel Lomtadze’s Marani is located in Racha, in the village of Khvanchkara

You May Also Like