WINERY MELITONI

| Homeland of Wine Magazine |

RACHA

Melitoni’s winemaking journey began in the late 19th century in the Racha region. Despite the challenges, young Meliton Skhirtladze was determined to make wine in an area where vineyards struggled to grow. His unique vision, courage, and drive for innovation soon transformed his long-time dream into reality, leading him to make wine in his small wine cellar. Soon, Meliton’s passion and the quality of his wine gained recognition not only in his village but throughout the entire region. Over the years, his love for winemaking has been passed down through the generations. Today, the Melitoni company carefully tends to the vineyards left by its founder, while also cultivating new ones, to meet modern and growing demand.

Giorgi Skhirtladze | Winery Melitoni’s Owner and Winemaker

Melitoni produces Aleksandrouli, Khvanchkara, Tetra, Tsolikouri, and Khimshuri from grapes grown in our family’s historic vineyards. With the harvest from our newly established vineyards, we craft PDO Bolnisi wine, along with Khikhvi, Muscat, Cabernet, Sauvignon Blanc, Chardonnay, Malbec, and Aleksandrouli Rosé. We are committed to exploration and innovation as well.

At Winery Melitoni, the team places equal importance on every stage of vine-growing and winemaking. Meticulous care of the vines, hand-picking the grapes, careful transportation, and strict adherence to industry standards—these are the elements that make our wines truly special.

In 2020, old traditional winemaking practices were combined with modern technology through the construction of a high-tech facility, expanding production. This evolution has allowed us to integrate new innovative practices alongside traditional methods, creating unique and diverse flavours.

The first bottles of wine from Melitoni’s new enterprise were produced in 2021, following the initial harvest. Today, we take pride in being loved by wine enthusiasts and connoisseurs who appreciate quality and unique wines from across many parts of the world. Meeting their expectations remains our primary mission.

Our state-of-the-art facility integrates the latest technologies with time-honoured traditions. We craft our wines using both the classic European method and the traditional qvevri technique.

We use modern equipment to craft classic European wines, including stainless steel tanks with temperature control for precise fermentation, pneumatic presses that gently extract grape juice, and automated bottling lines that ensure consistent quality. These technologies enable us to produce wines with refined taste and exceptional quality.

Melitoni’s expanding portfolio includes classic white dry, qvevri amber dry, dry rosé, dry red, semi-sweet red, and semi-dry rosé wines. Our commitment to offering a diverse range of options for wine enthusiasts will continue to shape our winemaking profile in the future.


მეღვინეობა მელიტონი

“მელიტონის” გზა მეღვინეობისკენ 19-ე საუკუნის ბოლოს, რაჭის რეგიონში დაიწყო, როდესაც ახალგაზრდა მელიტონ სხირტლაძემ გადაწყვიტა, სირთულეების მიუხედავად, დაემზადებინა ღვინო ისეთ ადგილას, სადაც ვენახი ვერ ხარობდა. მისმა უნიკალურმა ხედვამ, გამბედაობამ და სიახლეებისკენ სწრაფვამ დიდი ხნის სურვილი მალე რეალობად აქცია – თავის პატარა მარანში ღვინის წარმოება დაიწყო. მალევე მისმა გატაცებამ და ღვინის ხარისხმა აღიარება არა მხოლოდ მელიტონის სოფელში, არამედ რეგიონის მასშტაბითაც მოიპოვა.

წლების მერე, მისი საქმისადმი სიყვარული თაობებს გადაეცა. კომპანია მელიტონი დღეს, ბაბუისგან დანატოვარ ვენახებს უვლის და ახარებს. თუმცა, თანამედროვე და მზარდი მოთხოვნების პასუხად, ფლობს ახალ ვენახებსაც. ძველ, საოჯახო ვენახებში მოწეული ყურძნით “მელიტონი” აწარმოებს ალექსანდროულს, ხვანჭკარას, თეთრას, ცოლიკაურს და ხიმშურს. ახალი ვენახების მოსავლით კი აყენებს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო ბოლნისს, ასევე, ხიხვს, მუსკატს, კაბერნეს, სოვინიონ ბლანს, შარდონეს, მალბეკს, ალექსანდროულ როზეს და აგრძელებს ახალ ცდებსაც.

მეღვინეობა “მელიტონის” გუნდი ვაზის მოყვანისა და ღვინის დამზადების პროცესის ყველა ეტაპს თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს. ვაზის საგულდაგულოდ მოვლა, ხელით დაკრეფა, სწორი და ფრთხილი ტრანსპორტირება და დაყენების ყველა სტანდარტის დაცვა – ეს ის ელემენტებია, რაც ჩვენს ღვინოებს განსაკუთრებულს ხდის.

2020 წელს, ძველი, ტრადიციული მეღვინეობის თანამედროვე ტექნოლოგიებთან შერწყმა მოხდა: აშენდა მაღალტექნოლოგიური ქარხანა, რამაც წარმოება გაფართოვა. ამ ევოლუციამ მოგვცა შესაძლებლობა, ძველ ტრადიციულ მეღვინეობასთან ერთად, ახალი ინოვაციური პრაქტიკა დაგვენერგა ახალი გემოების შესაქმნელად.

“მელიტონის” ახალი საწარმოს ღვინო 2021 წელს – პირველი რთველის შემდეგ ჩამოისხა. დღეს კი უკვე ვამაყობთ იმით, რომ მსოფლიოს არაერთ წერტილში ვაყვარებთ თავს ღვინის გურმანებს და ხარისხიანი და საინტერესო ღვინის დამფასებელ აუდიტორიას, მათი მოლოდინების გამართლება კი ჩვენი მთავარი მისიაა.

ჩვენი თანამედროვე ქარხანა უახლეს ტექნოლოგიებს და ძველ ტრადიციებს აერთიანებს. ღვინოს ვამზადებთ როგორც კლასიკური ევროპული მეთოდით, ასევე, ტრადიციულად, ქვევრით.

კლასიკური, ევროპული ღვინოების დასამზადებლად ვიყენებთ თანამედროვე აღჭურვილობას: ტემპერატურის კონტროლირებად უჟანგავი ფოლადის ავზებს, რაც ზუსტი ფერმენტაციის კონტროლის საშუალებას გვაძლევს; პნევმატურ პრესებს, რომლებიც ფრთხილად წურავს ყურძნის წვენს; და ავტომატურ ბოთლვის ხაზებს, რომლებიც უზრუნველყოფს ხარისხს თითოეულ ბოთლში. ამ ტექნოლოგიების გამოყენებით ვაწარმოებთ ღვინოებს დახვეწილი გემოთი და გამორჩეული ხარისხით.

მელიტონის მზარდი პორტფელი უკვე შეიცავს თეთრ კლასიკურ მშრალ, ქვევრის ქარვისფერ მშრალ, ვარდისფერ მშრალ, წითელ მშრალ, წითელ ნახევრად ტკბილ, ვარდისფერ ნახევრად მშრალ ღვინოებს. ღვინის გურმანებისთვის მდიდარი არჩევანის შექმნა მომავალშიც განსაზღვრავს მეღვინეობის პროფილს.


Kvatskhuti Village | + 995 599 351 188
[email protected] | www.melitoni.ge

Total
0
Shares
Prev
Ana Dokhnadze’s Adventure in Naberauli’s TRULY Rachvelian Wines

Ana Dokhnadze’s Adventure in Naberauli’s TRULY Rachvelian Wines

| HOMELAND OF WINE MAGAZINE | By Nana Jojishvili Racha-Lechkhumi is one of the

Next
AN ARCHAIC CORNER OF VINE AND WINE TRADITION
AN ARCHAIC CORNER OF VINE AND WINE TRADITION

AN ARCHAIC CORNER OF VINE AND WINE TRADITION

| Homeland of Wine Magazine | By Giorgi Barisashvili In Georgia, we encounter

You May Also Like
Total
0
Share