Minadze’s Marani Phersvi

Irakli Minadze: “We are the 4th generation winemakers continuing with our family tradition. The idea of starting a winery, which we then turned into a business, belongs to my great-grandfather Tarasi Minadze (1878-1978). Apart from the family business, Tarasi tempered steel and made analogs of the winepress machine brought from France. One of the first ones he made is in our home kept as a token of appreciation.

Tarasi passed down his love of the vine to his grandson – my father. Inspired by the many stories my father used to tell us about Tarasi, we went on to continue the family business. It is both a source of pride and a great responsibility.

We make wine from Tsolikouri, Krakhuna, Tsitska, Dzelshavi, and Otskhanuri Sapere grapes and use traditional Imeretian churi. These authentic Imeretian grapes best reveal their varietal characteristics on these lands. Dzelshavi (or Dzvelshavi), for instance, is one of the eldest Georgian grapes. It is a medium-growth, high-yield, dark red grape, with juicy pulp and thin skin. Imeretian Dzelshavi is light red, with a pink hue, attractive, cheerful, zesty, and thin-bodied.

As of today, we have up to 15 rare Georgian varieties growing in our collection slot. Our winery makes natural wines (2800 bottles annually), and they are mostly available on the natural wine market. “Phersvi” wines are available in four countries apart from Georgia: the US, France, Poland, and Germany.

We have been actively involved in wine tourism as well in the last couple of years. The guests to our winery will have the possibility to tour the premises, taste our wines with Imeretian dishes and learn about Supra.”


მინაძის მარანი “ფერსვი”

ირაკლი მინაძე: „მეოთხე თაობა ვართ, რომლებიც ჩვენს ოჯახში მეღვინეობის ტრადიციას ვაგრძელებთ. თავდაპირველად, მეღვინეობის დაწყება და შემდგომ ჩვენ მიერ მისი ბიზნესის სახით გაგრძელება დიდ ბაბუას – ტარასი მინაძეს (1878-1978) უკავშირდება.

საოჯახო მეურნეობების გაძღოლის გარდა, ტარასი ფოლადის წრთობაზე მუშაობდა და საფრანგეთიდან საქართველოში ჩამოტანილი ყურძნის საჭყლეტი დანადგარის პირველ ანალოგებს ამზადებდა. ერთ-ერთი პირველი ანალოგი ჩვენს სახლში საპატიო ნივთის სტატუსს დღემდე დამსახურებულად ატარებს.

ტარასის სიყვარული ვაზისადმი ბაბუიდან შვილიშვილს – მამაჩვენს გადაეცა. დიდ ბაბუაზე მამაჩვენის მოყოლილი ისტორიებით შთაგონებულმა და შეყვარებულმა ტარასის შვილთაშვილებმა კი მისი ღვაწლის გაგრძელება სამართალმემკვიდრულ ვალად ჩავთვალეთ. ეს არის საქმე, რომელიც სიყვარულთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

ღვინოს ცოლიკოურის, კრახუნას, ციცქას, ძელშავისა და ოცხანური საფერეს ჯიშის ყურძნებისგან ვაწარმოებთ, ტრადიციული იმერული წესით ჭურში. ეს ავთენტური იმერული ჯიშებია, რომლებიც ჩვენს მიწებზე კარგად წარმოაჩენენ თავიანთ ჯიშურ მახასიათებლებს. მაგალითად, ძელშავი (იგივე ძველშავი) უძველეს ქართულ ვაზთა ჯგუფს მიეკუთვნება. არის საშუალო ზრდის, უხვმოსავლიანი, მუქი წითელი, წვნიანი რბილობით და თხელი გარსით.იმერულად დაყენებული ძელშავი ღია წითელი, მოვარდისფრო შეფერილობის, მსუბუქი, ხალისიანი, საზაფხულო და ნაკლებადსხეულიანი ღვინოა. ამ დროისთვის, საკოლექციო ადგილში გაშენებული გვაქვს თხუთმეტამდე ნაკლებად გავრცელებული ქართული ვაზის ჯიში.

ჩვენი მეღვინეობა ბუნებრივ ღვინოებს აწარმოებს (წელიწადში 2800 ბოთლი), შესაბამისად, ისინი უმეტესად სწორედ ბუნებრივი ღვინის ბაზარზე შეგხვდებათ. საქართველოს გარდა, „ფერსვის“ ღვინოები ოთხ ქვეყანაშია წარმოდგენილი: აშშ, საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია.

ბოლო წელია, აქტიურად ჩავებით ღვინის ტურიზმშიც. ჩვენი მარნის სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, დაათვალიერონ მეურნეობა, დააჭაშნიკონ ჩვენი ღვინოები ავთენტურ გარემოში, იმერულ კერძებთან შეხამებით და გაეცნონ ქართული სუფრის ფენომენს.“

Total
0
Shares
Prev
Chronicles of Autumn in “Shalos Marani” vineyards

Chronicles of Autumn in “Shalos Marani” vineyards

The marvelous colors of Autumn seem brighter in of Shalos Marani vineyards,

Next
NioSebi Winery

NioSebi Winery

It has been two years since Nini Jokhadze and Soso Bokuchava established their

You May Also Like

იმერეთი გამორჩეული მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში, რომელსაც დიდი ისტორია და ტრადიციები აქვს და დღეს, ეს რეგიონი კვლავ აღმავლობის გზაზე დგას

გიორგი სამანიშვილი | ენოლოგი: იმერეთი, კახეთის შემდგომ, უმნიშვნელოვანესი მხარეა

Total
0
Share