A LEGACY ETCHED WITHIN MEMORY RESIDES IN KATEWINE-WINES

| Homeland of Wine |

These red-haired ladies are the Aladashvili sisters of the winery KATEWINE: Tamar, Ketevan and Nino. Since their childhood, all three of them shared a deep connection with Kakheti. It was from that time that tending to the vineyard, growing grapes, and making wine became an integral part of their lives. Years later, KATEWINE winery was established, which came to unite all family members, hence the essence of the legacy etched in their childhood memories found its way into the wines – Rkatsiteli, Kisi, Saperavi.

Ketevan resembles her self-made wine- Kisi. As you swirl the glass, the initial sensation is a delicate, and harmonious blend of varietal aromas, but with the first sip, you will detect the tannins, especially those from the stems and seeds, that give such strength and body to this exceptional wine. Similarly, beneath Ketevan’s pleasant and harmonious exterior lies a determined, hardworking, and diligent winemaker.

Crafted in qvevri, KATEWINE Kisi is made from Kisi grapes grown in Argokhi, using the traditional Kakhetian method, and fermented in contact with the skins and stems. After, the wine is racked from qvevri to oak barrels and aged for two months. This amber-hued wine presents subtle notes of raisin, dried fig, and apricot.

Rkatsiteli is Tamar. This wine is made from Rkatsiteli grapes grown in Kakheti, fermented in contact with the skins and stems for six months. The straw-colored wine presents notes of ripe quince, dried fruit, and yellow fruits.

Saperavi is Nino. This wine is made from grapes of the Saperavi variety in qvevri, using traditional Kakhetian technology in contact with the skins. Aged in a barrel, it is characterized by a strong varietal aroma, with pronounced red fruit and berry notes.

Saperavi is grown in the village of Gremi (Telavi district), Rkatsiteli, Kakhuri Mtsvane and Khikhvi- in Saniore, and Rkatsiteli in Telavi. KATEWINE produces four types of qvevri wine crafted using the traditional method – Kisi, Mtsvane, Rkatsiteli, Saperavi.

Last year was special for KATEWINE, in addition to their classic labels, the winery appeared on the market with new ones as well and exported all three varieties to Poland. In the same year, Kisi 2020 won a gold medal at MUNDUS VINI and pét-nat has been added to the winery’s selection – with a diverse bouquet of tropical fruit flavours and pronounced on the palate fruity notes. Soon, production will be expanded with Rkatsiteli crafted with the European method and Rosé.


ეს ჟღალი ქალბატონები მეღვინეობა KATEWINE-ს დები ალადაშვილები არიან: თამარი, ქეთევანი და ნინო. კახეთთან კავშირი სამივეს ბავშვობიდან ჰქონდა. იმ დროიდან გახდა ვენახის მოვლა, ყურძნის მოყვანა და მეღვინეობა მათი ცხოვრების ნაწილი. წლების შემდეგ დაიწყო KATEWINE – მეღვინეობა, რომელიც ოჯახის ყველა წევრს აერთიანებს. ასე გადავიდა ბავშვობის მეხსიერებაში ჩარჩენილი მემკვიდრეობა ღვინოებში – რქაწითელში, ქისში, საფერავში.

ქეთევანი მისსავე ღვინოს ჰგავს – ქისს. როდესაც ჭიქას დაატრიალებთ, პირველად ნაზი, ჯიშური, ჰარმონიული არომატები ამოდის, დაგემოვნებისას კი შეიგრძნობთ ტანინებს, მათ შორის კლერტის და წიპწის, ასეთ სიძლიერეს და სხეულს რომ ანიჭებს ამ ღვინოს. ასეთია ქეთიც – სასიამოვნო და ჰარმონიული, რის მიღმაც ქალი მეღვინის ძლიერი ხასიათი, უდიდესი შრომა და ძალისხმევა დგას.

KATEWINE-ს ქისი დამზადებულია არგოხში მოყვანილი ქისის ჯიშის ყურძნისგან ქვევრში, კახური ტრადიციული მეთოდით ჭაჭაზე და დამწიფებულ კლერტზე. ქვევრიდან ამოღების შემდეგ ორი თვე დავარგებულია მუხის კასრში. ქარვისფერი შეფერილობის ღვინო ხარიათდება ქიშმიშის, ლეღვის ჩირის და გარგრის ტონებით.

რქაწითელი – ნინოა. ღვინო დამზადებულია კახეთში მოყვანილი რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან, ექვსი თვე ჭაჭა-კლერტზე. ჩალისფერი შეფერილობის ღვინო ხასიათდება მწიფე კომშის, ჩირების და ყვითელი ხილის ტონებით.
საფერავი – თამარია. ღვინო დამზადებულია საფერავის ჯიშის ყურძნისგან ქვევრში, კახური ტრადიციული ტექნოლოგიით ჭაჭაზე. დავარგებულია კასრში, ხასიათდება ძლიერი ჯიშური არომატით, მკვეთრად გამოხატული წითელი ხილის და კენკრის ტონებით.

დებს თელავის რაიონის სოფელ გრემში გაშენებული აქვთ საფერავი, სანიორეში რქაწითელი, კახური მწვანე და ხიხვი, თელავში კი – რქაწითელი. აწარმოებენ ღვინის ოთხ სახეობას – ქისი, მწვანე, რქაწითელი, საფერავი – ტრადიციული მეთოდით ქვევრში.

გასული წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა KATEWINE-სთვის: მეღვინეობა კლასიკურის გარდა, ახალი ეტიკეტებითაც გამოჩნდა ბაზარზე და პოლონეთში სამივე სახეობის ექსპორტი განახორციელა. იმავე წელს MUNDUS VINI-ზე ქისი 2020-მა ოქროს მედალი მოიპოვა. მეღვინეობის სორტიმენტს დაემატა პეტ ნატი – მრავალფეროვანი ბუკეტით, ტროპიკული ხილის არომატებითა და გემოში მკვეთრად გამოხატული ხილის ტონებით. წარმოება მალე ევროპულად დამზადებული რქაწითელითა და როზეთიც გაფართოვდება.

Total
0
Shares
Prev
Experimental Pairs of Kartli’s Wines and Dishes

Experimental Pairs of Kartli’s Wines and Dishes

/ FOOD & WINE / By Tazo Tamazashvili | Best Sommelier of Georgia 2018 /

You May Also Like

ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გამოფენაში „ProWein-2023“ ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან

Total
0
Share