ASADELI

| David Mikhelidze’s family wine cellar |

David Mikhelidze’s family wine cellar, nestled in the village of Balghodjiani, Kvareli district, boasts an 80-year legacy that David upholds. David has been making wine since 2016, and his vineyards of Rkatsiteli and Saperavi are located in the same village.

Part of the vineyards were passed down to David by his father and grandfather, and David planted the rest himself. He expanded the vineyard acreage to add Kakhuri Mtsvivani to the existing varieties last year.

In the future, the winemaker plans to grow Kakhuri Mtsvane and Kisi. For now, David produces three types of wine – Rkatsiteli, Kisi, and Saperavi. He makes Rkatsiteli and Kisi using the traditional method in qvevri and both qvevri and classical methods to craft Saperavi.

Due to the soil and climate conditions characteristic of Balghodjiani village, Asadeli wines are distinguished by exceptional aromas and flavourful qualities.

The annual production of Asadeli is 7000 bottles. Recently, David also completed the construction of a cellar in Tbilisi, which will allow him to increase the production volume to 20,000 bottles. Asadeli exports wines and Chacha to Germany, Portugal, Holland, Italy, and Iceland.


ასადელი

| დავით მიხელიძის საოჯახო მარანი |

დავით მიხელიძის საოჯახო მარანი ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანში მდებარეობს. მარანს 80 წლის ისტორია აქვს, რომელსაც დავითი აგრძელებს. ღვინოს 2016 წლიდან აწარმოებს. ვენახები ამავე სოფელში აქვს – რქაწითელი და საფერავი, რომელთა ნაწილი მამა-პაპისეულია, ნაწილი კი თავად გააშენა. გასულ წელს, ვენახების ფართობი გაზარდა და ჯიშებს კახური მცვივანიც შემატა. მომავალში მეღვინე კახური მწვანისა და ქისის გაშენებასაც გეგმავს.

დავითი სამი სახეობის ღვინოს აწარმოებს – რქაწითელს, ქისს და საფერავს. რქაწითელს და ქისს კახური ტრადიციული მეთოდით, ქვევრში, საფერავს კი როგორც ქვევრში, ისე კლასიკური მეთოდით. ბალღოჯიანისთვის დამახასიათებელი ნიადაგებიდან და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე „ასადელის“ ღვინოები განსაკუთრებული არომატებითა და გემური თვისებებით გამოირჩევა.

“ასადელის” წლიური წარმოება 7000 ბოთლს შეადგენს. ახლახან დავითმა თბილისში მარნის მშენებლობაც დაასრულა, რაც შესაძლებლობას მისცემს წარმოება 20 000 ბოთლამდე გაზარდოს.

„ასადელის“ ღვინოები და ჭაჭა ექსპორტზე გერმანიაში, პორტუგალიაში, ჰოლანდიაში, იტალიასა და ისლანდიაში გადის.

Total
0
Shares
Prev
GEORGIAN WINE IN THE GERMAN MARKET

GEORGIAN WINE IN THE GERMAN MARKET

| By Nana Jojishvili | The German wine market is one of the globe’s most diverse

Next
Grape Varieties Prevalent in Kvemo Kartli

Grape Varieties Prevalent in Kvemo Kartli

| IRMA MDINARADZE

You May Also Like
Total
0
Share