| By Nana Jojishvili
Benoit Tarlant
Wine region: Champagne/France
130 Kilometres Northwest of Paris, in the village of Oeuilly, situated on the bank of Marne River lies the Champagne House Tarlant where they make qvevri champagne. A car journey from Eperney to Oeuilly takes 10 minutes, on foot however, if like me, you decide to sightsee the vineyards, it will take 3 hours. The golden bubbles first appeared in a place of great tradition- Champagne House Tarlant in the year 1687. Nowadays, the wine making traditions are carried on by the 12th generation representatives -Benoit Tarlant and his sister Melanie, who cultivate the 16ha vineyard organically.
The vineyards are distributed over 32 areas, on 7 of these, various grape varieties have been planted. The winery only produces Brut Natur type of champagne, 90% of which is aged in casks and 10% in clay vessels.
I tasted Tarlant’s qvevri Champagne for the first time in 2018, Dusseldorf, at “Pro Wine,” at that time I was with a friend of mine who was working on his bachelor’s thesis on qvevri wine and was searching for a winery which brought qvevries from Georgia to Europe and made wine in this very vessel. At first, I found it hard to believe, when at the exhibition, in the Champagne section I noticed a sign written in Georgian – “შამპანური“(Champagne), since due to the regulations I could not imagine how legitimate the existence of champagne in a qvevri could be.
The Road of qvevries from Georgia to Champagne
Benoit Tarlant first tasted Georgian wine in 2012, London, at the “Raw Wine” festival. Later, together with OIC MSc group (OIV MSc in wine management) he visited Georgia. With the help of Georgian friends -Qeti Berishvili (Gogo Wine) and late Soliko Tsaishvili he learned a lot about qvevri wine. Soon after his visit to Georgia, began the long road of Georgian qvevries to Champagne, which he refers to as “the epic journey.” He had no idea how many truck-loaded qvevries, delayed on the road for a very long time, would survive the journey to reach his cellar. This was followed by solving bureaucratic issues with French customs; however, all ended well and so began a great and fascinating road of experiments.
Q: Mr. Benoit, what was your first qvevri champagne like and how was it received by the French?
A: The first qvevri champagne was juicy, with aromas of apricot, almond, and honey, with a creamy structure. To this day, the attitude of the French towards the qvevri champagne is varied. Many oppose this method, some- do not care, as for those, that like me, are of curious nature, they are thrilled after tasting it.
We use short maceration when making qvevri Champagne, we mostly ferment the juice. We give priority to Chardonnay and Pinot Meunier grape varieties. In our cellar, there are 9 qvevries of a 350L, 500L, 700L and 1000L capacity, which came from Imereti, Georgia. In Autumn, during the harvest, we wash the qvevries with hot water and a brush. Because of my physique, I only wash large qvevries, and the smaller ones are washed by my children with whom I will most definitely visit Georgia.
Q: How much is your qvevri champagne and does the number of consumers increase annually?
A: Qvevri champagne consumers belong to a category who are fascinated by innovations, and wine made using different technologies. The price of one bottle is 100 Euros, the demand is stable. The name of our champagne is Argilite. However, on the label “შამპანური ტაღლან, მევენახე 1968 წლიდან” (Champagne Tarlant, Viticulturist From 1968) is written in Georgian font, so aside from the beauty of qvevri Champagne they can also discover the beauty of the Georgian font as well.
It is truly a very peculiar and at the same time thrilling feeling, when at Tarlant’s winery, during a tasting, you see a Champagne bottle in front of you that should have no other connection than that of Champagne, but then you look at the Georgian writing on the label and the Georgian alphabet gives you the sense of being at home. After, Georgia somehow expands and reaches Champagne, and the people you are with, become very familial to you. You realize that these qvevries, in this house in Champagne, where they hold wine culture and tradition in high regard, are very organic and familial too. When the true wizards of wine are telling you that “if the ancient culture of Georgian wine hadn’t existed, there would be no champagne today.”
შამპანის სახლი ტაღლანი
ბენუა ტაღლანი. ღვინის რეგიონი: შამპანი/საფრანგეთი.
პარიზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 130 კილომეტრში, შამპანის სახლ ტაღლანში, რომელიც სოფელ ოიში, მდინარე მარნეს გასწვრივ მდებარეობს, ქვევრის შამპანურს აყენებენ. ეპერნედან ოიემდე მანქანით 10 წუთი დაგჭირდებათ. ფეხით კი, თუ ჩემსავით გზადაგზა ვენახების დათვალიერებას გადაწყვეთ, 3 საათი. დიდი ტრადიციის შამპანურის სახლ ტაღლანში ოქროსფერი ბურთულები 1687 წლიდან გაჩნდნენ. დღეს, აქ, მეღვინეობის ტრადიციებს მეთორმეტე თაობის წარმომადგენელი – ბენუა ტაღლანი და მისი და – მელანი აგძელებენ, რომლებიც 16 ჰექტარ ვენახს ორგანული მიმართულებით ამუშავებენ. ვენახები 32 ადგილზე აქვთ გადანაწილებული, სადაც 7 სხვადასხვა ყურძნის ჯიშია გაშენებული. მეღვინეობა მხოლოდ Brut Natur კატეგორიის შამპანურს აწარმოებს, რომელის 90% კასრებში, 10% კი თიხის ჭურჭელში ვარგდება.
ტაღლანის ქვევრის შამპანური პირველად 2018 წელს გავსინჯე დიუსელდორფში, პროვაინზე. მაშინ ერთ ჩემს გერმანელ მეგობარს ვახლდი, რომელიც საბაკალავრო ნაშრომს ქვევრის ღვინოზე წერდა. იმ მეღვინეობებს ეძებდა, რომლებმაც ქვევრები საქართველოდან ევროპაში ჩამოიტანეს და ღვინოს სწორედ ამ ჭურჭელში აყენებდნენ.
ცოტა დაუჯერებლად მეჩვენა, როდესაც გამოფენაზე, შამპანურის განყოფილებაში ქართული შრიფტით შესრულებულ წარწერას მოვკარი თვალი – “შამპანურ”, რადგან რეგულაციებიდან გამომდინარე, ვერ ვიფიქრებდი, რამდენად კანონზომიერი შეიძლება ყოფილიყო ქვევრის შამპანურის არსებობა.
ქვევრების გზა საქართველოდან შამპანამდე
ბენუა ტაღლანმა ქართული ღვინო პირველად 2012 წელს, ლონდონში, ნატურალური ღვინის ფესტივალ Raw Wine-ზე გასინჯა, მოგვიანებით კი OIV Msc ჯგუფთან ერთად (OIV MSc in Wine Managment) საქართველოს ესტუმრა. ქართველი მეგობრების – ქეთი ბერიშვილის (Gogo Wine) და აწგარდაცვლილი სოლიკო ცაიშვილის დახმარებით, ქართული ქვევრის და ღვინის შესახებ ბევრი შეიტყო. საქართველოში სტუმრობიდან მალევე დაიწყო ქართული ქვევრების გრძელი გზა შამპანამდე, რომელსაც ის „ეპიკურ მოგზაურობას‘‘ უწოდებს. სატვირთო მანქანით წაღებული ქვევრებიდან, რომლებიც ძალიან დიდხანს აღმოჩნდა გზაში, ბატონმა ბენუამ არ იცოდა, მარნამდე რამდენი ჩააღწევდა მთელი. ყველაფერი კარგად დამთავრდა და ტაღლანის მარანში დაიწყო დიდი და საინტერესო ექსპერიმენტები.
Q: ბატონო ბენუა, როგორი იყო თქვენი პირველი ქვევრის შამპანური და როგორ მიიღეს ის ფრანგებმა?
A: პირველი ქვევრის შამპანური იყო წვნიანი, გარგრის, ნუშის და თაფლის არომატებითა და კრემოვანი სტრუქტურით. ფრანგების დამოკიდებულება ქვევრის შამპანურის მიმართ დღემდე არაერთგვაროვანია: ბევრი ეწინააღმდეგება ამ მეთოდს, ზოგისთვის – სულ ერთია, ხოლო ისინი, ვინც ჩემსავით ცნობისმოყვარეები არიან, დაგემოვნებისას აღფრთოვანებულები რჩებიან.
ქვევრის შამპანურის დაყენებისას ნაკლებ მაცერაციას ვიყენებთ და უფრო მეტად წვენზე ვადუღებთ. უპირატესობას ვანიჭებთ შარდონეს და პინო მუნიეს ვაზის ჯიშებს. მარანში 9 ქვევრი გვაქვს – 350, 500, 700, 1000 ლიტრის მოცულობის, რომლებიც დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ კი იმერეთიდინაა. შემოდგომით, რთველის დაწყებისას, ქვევრებს ცხელი წყლითა და ჯაგრისით ვრეცხავთ. ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე, მხოლოდ დიდ ქვევრებს ვრეცხავ, პატარებს კი ჩემი შვილები, რომლებთან ერთადაც საქართველოს აუცილებლად ვესტუმრები.
Q: რა ღირს თქვენი ქვევრის შამპანური და იზრდება თუ არა ყოველწლიურად მისი მომხმარებლების რაოდენობა?
A: ქვევრის შამპანურის მომხმარებელი იმ კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც სიახლეები და განსხვავებული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები აინტერესებს. ერთი ბოთლის ფასი 100 ევროა, მოთხოვნა კი სტაბილური. ჩვენს შამპანურს “არჟილიტე” ჰქვია, თუმცა ეტიკეტზე ქართული შრიფტით აწერია „შამპანური ტაღლან, მევენახე 1968 წლიდან“; ასე რომ, ქვევრის შამპანურის გარდა, მათ შეუძლიათ ქართული შრიფტის სილამაზეც აღმოაჩინონ.
მართლაც ძალიან უცნაური და ამავე დროს, ამაღელვებელი შეგრნებაა, როცა ტაღლანის მეღვინეობაში დეგუსტაციის დროს, წინ გიდევს შამპანურის ბოთლი, რომელსაც შამპანის გარდა თითქოს სხვა არაფერთან უნდა ჰქონდეს კავშირი; მაგრამ დახედავ ეტიკეტზე ქართულ წარწერას და ქართული ანბანი სახლში ყოფნის შეგრძნებას გიქმნის. მერე საქართველო რაღაცნაირად დიდდება და შამპანამდე აღწევს; ეს ხალხი კი, ვისთან ერთადაც ხარ, შენთვის ძალიან ახლობელი ხდება. ხვდები, რომ ეს ქვევრები, შამპანის ამ სახლისთვისაც, სადაც უდიდეს პატივს სცემენ ღვინის კულტურასა და ტრადიციებს, ძალიან ორგანული და ახლობელია. და სადაც ღვინის ნამდვილი ჯადოქრები გეუბნებიან: „რომ არა ქართული ღვინის უძველესი კულტურა, დღეს არ იქნებოდა შამპანური”.