Georgia – 8000 years of winery. A 6 months exhibition dedicated to popularization of Georgian wine and grape varieties taking place in Zurich.

An ethnic wine museum Ortsmuseum Hongg, situated in Zurich, Switzerland is hosting a “Georgia – 8000 years of winery” exhibition, where visitors have a chance to see expositions, artifacts, and informational illustrations about Georgian wine culture and history. The exhibition opened with Georgian vine planting ceremony. During the next 6 months, Georgian wine tastings and meetings with industry professionals will be held.

“Georgia – 8000 years of winery” exhibition is organized by the National Wine Agency of Georgia and the Georgian Wine Gallery (GeoHaus GmbH) in Zurich with the support of the Embassy of Georgia to the Swiss Confederation.

The chairman of the National Wine Agency, Levan Mekhuzla, founder of the Georgian Wine Gallery, the ambassador of Georgia to the Swiss Confederation, and the Principality of Liechtenstein, Revaz Lominadze, Zviad Arabidze, and Christian Schorno addressed the visitors on the opening day of the exhibition.

“It is extremely important to pose our identity in Europe and to actively demonstrate that we are an integral part of Europe. In this regard, the promotion of Georgian wine is very important. I am glad that recently, together with the National Wine Agency and other private companies involved in the process of popularization of Georgian wine, we became more active in this direction, and events were carried out,” said the Georgian ambassador to the Swiss Confederation, Revaz Lominadze.

According to the deputy chairman of the National Wine Agency, DAVIT TKEMALADZE, the exhibition is crucial in promoting Georgia, its wine culture, and its history in Switzerland and Central Europe. “Switzerland is a financial, economic, touristic and cultural center of Europe, and holding the “Georgia – 8000 years of winery” exhibition in Zurich is especially important in efforts to raise the awareness about Georgian wine and increase its export potential. Displays at the exhibition create an understanding of the environment where Georgians have made wine for thousands of years.”

The Georgian grape varieties planted at the Ortsmuseum Hongg were selected from Jighaura farms. The director of the Agricultural Scientific-Research Center of the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia, Levan Ujmajuridze states that “the museum, where Georgian wine and grape popularization events will be held regularly for six months, will house several varieties from Jigaura’s collectible plantations: Goruli Mtsvane, Rkatsiteli, Shavkapito, Alexandrouli, and others. The information about Georgian grape varieties presented here will be of great help in popularizing Georgian wine and vines.”

The exhibition was preceded by the opening of the Georgian Wine Gallery in Zurich at the end of 2021, which the Minister of Economy and Sustainable Development of Georgia and Vice Prime Minister, Levan Davitashvili attended as then the Minister of Environment and Agriculture.

LEVAN DAVITASHVILI: “The Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia has supported the opening of the first gallery of Georgian wine in Switzerland. It will make a profound impact on promoting Georgian wine, which has already been becoming accessible in target markets. It is of utmost importance for us to have the Georgian wine present in highly profitable markets. Those wine centers, just like the gallery, actively promote Georgian wine through meaningful engagement of the diaspora for featuring it at both, Swiss and other European markets.”

The idea of opening the gallery, which offers different types of wines from 12 Georgian producers, belongs to Zviad Arabidze, a Georgian businessman living in Zurich. On his initiative, a Sunday school and a library for the Georgian Diaspora were opened and are functioning in Zurich.

As Mr. ARABIDZE told us: “With the history of 8,000 years, it will not be difficult for Georgian wine to establish its place in Switzerland. It is important that the first Georgian wine gallery, opened in Switzerland offers high quality, competitive wine to the customers and introduces the Georgian wine culture and history to the interested parties.”

The Wine Gallery opening was soon followed by the “Georgian Wine Forum” held within the framework of FERNWEH festival. The event of this scale and importance, aimed at promoting the awareness and export of Georgian wine, was the first in Switzerland. The forum was organized with the support of the Ministry of Environment and Agriculture, the National Wine Agency, and the National Tourism Administration, and was organized by the Embassy of Georgia in the Swiss Confederation, the “Georgian Wine Gallery” and the “Georgian Cultural Center” in Switzerland. Wine professionals and interested parties had the opportunity to get acquainted with “Telavi Wine Cellar”, “Chateau Mukhrani”, “Teliani Valley”, “Shilda”, GWS, “Tsinandali Estates”, “Koncho and Company”, “Naberauli” and “Nikolaishvili Wine Cellar” wines. The screening of the scientific-documentary film “Georgia, the homeland of wine” was held within the forum.

The Mayor of Bern Alec von Graffenried attended the opening of the forum and got acquainted with the history of Georgian winemaking and wine, presented by Georgian wine companies. “The FERNWEH festival in Bern aims to introduce the culture of foreign countries to the locals. I got acquainted with Georgia, which has an 8-thousand-year tradition and history of wine production in qvevri, and wines from different regions of your country. I wish good luck to Georgian wine in Switzerland. We are looking forward to Georgian wines participating in relevant events in the future”.


“საქართველო – 8000 წლის მეღვინეობა”. ციურიხში ქართული ღვინისა და ვაზის ჯიშების პოპულარიზაციის მიზნით ექვსთვიანი გამოფენა მიმდინარეობს

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში, ეთნო ღვინის მუზეუმში Ortsmuseum Hongg გამოფენა „საქართველო – 8000 წლის მეღვინეობა“ მიმდინარეობს, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ქართული ღვინის კულტურასთან და ისტორიასთან დაკავშირებულ ექსპონატებს, არტეფაქტებსა და საინფორმაციო-საილუსტრაციო მასალას გაეცნოს.

გამოფენა ქართული ვაზის დარგვის ცერემონიალით გაიხსნა, 6 თვის განმავლობაში კი ექსპოზიციის ფარგლებში ქართული ღვინოების წარდგენა-დეგუსტაციები და სფეროს პროფესიონალებთან თემატური შეხვედრები მოეწყობა.

„საქართველო – 8000 წლის მეღვინეობა“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ციურიხში მდებარე „ქართული ღვინის გალერეის“ (GeoHaus GmbH) ორგანიზებით და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით დაიგეგმა და განხორციელდა.

ექსპოზიციის გახსნის ღონისძიებაზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ, „ქართული ღვინის გალერეის” დამფუძნებელმა, საქართველოს ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში და ლიხტენშტეინის სამეფოში, რევაზ ლომინაძემ, ზვიად არაბიძემ და ციურიხის ეთნომუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ქრისტიან შორნომ მიმართეს.

„აუცილებელია ევროპაში ჩვენი იდენტობის აქტიურად პოზიციონირება და იმის წარმოჩენა, რომ ჩვენ ევროპის განუყოფელი ნაწილი ვართ. ამ თვალსაზრისით, ქართული ღვინის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვარ, რომ ბოლო პერიოდში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან და ქართული ღვინის პოპულარიზაციის პროცესში ჩართულ კერძო კომპანიებთან ერთად მოხდა ამ მიმართულებით გააქტიურება და ღონისძიებების განხორციელება,” – აღნიშნა საქართველოს ელჩმა შვეიცარიის კონფედერაციაში, რევაზ ლომინაძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნული გამოფენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს, ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის ზრდისთვის შვეიცარიასა და ცენტრალურ ევროპაში. „შვეიცარია ევროპის ფინანსურ, ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენს, ამიტომ ქალაქ ციურიხში გამოფენის „საქართველო – 8000 წლის მეღვინეობა“ გამართვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდისთვის. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ექსპონატები დამთვალიერებელს წარმოდგენას უქმნის იმ გარემოზე, სადაც ქართველები ღვინოს ათასწლეულების განმავლობაში წურავენ.”

Ortsmuseum Hongg-ის სამუზეუმო სივრცეში დარგული ქართული ვაზის ჯიშები ჯიღაურას საკოლექციო მეურნეობიდან არის შერჩეული. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამეცნერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე აღნიშნავს, რომ „მუზეუმში, სადაც ექვსი თვის განმავლობაში სისტემატურად ჩატარდება ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციის ღონისძიებები, ადგილი დაიმკვიდრა ჯიღაურას საკოლექციო ნარგაობებიდან გადმოტანილმა რამდენიმე ჯიშმა: გორული მწვანე, რქაწითელი, შავკაპიტო, ალექსანდროული და სხვა. ქართული ვაზის ჯიშების შესახებ აქ წარმოდგენილი ინფორმაცია მნიშვნელოვნად წაადგება ქართული ღვინისა და ვაზის პოპულარიზაციას.”

გამოფენას წინ უძღვოდა ციურიხში 2021 წლის ბოლოს ქართული ღვინის გალერეის გახსნა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი დაესწრო, რომელიც იმ დროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს იკავებდა.

ლევან დავითაშვილი: „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის პირველი გალერეა გაიხსნა, რომელიც ჩვენი ღვინის პოპულარიზაციაში საკუთარ წვლილს შეიტანს. სამიზნე ბაზრებზე ქართული ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაღალი მსყიდველობის შესაძლებლობის ბაზრებზე მისი პოზიციონირება. ისეთი ცენტრები, როგორიც ახალი გალერეაა, დიასპორის ჩართულობით, ხელს უწყობს ქართული ღვინის წარმოჩენას როგორც შვეიცარიაში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში.”

გალერეის, რომელიც ამ ეტაპზე, მყიდველს 12 ქართველი მწარმოებლის სხვადასხვა სახეობის ღვინოს სთავაზობს, გახსნის იდეა ციურიხში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენ ზვიად არაბიძეს ეკუთვნის. მისივე ინიციატივით გაიხსნა და ფუნქციონირებს ციურიხში საკვირაო სკოლა და ბიბლიოთეკა ქართული დიასპორისთვის.

როგორც ბატონმა ზვიადმა გვითხრა “8000-წლიანი ისტორიის ქართულ ღვინოს შვეიცარიაში ადგილის დამკვიდრება არ გაუჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია, შვეიცარიაში გახსნილმა ქართული ღვინის პირველმა გალერეამ მომხმარებელს მაღალი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ღვინო შესთავაზოს და დაინტერესებულ პირებს ქართული ღვინის კულტურა და ისტორია გააცნოს.”

ღვინის გალერეის გახსნას მალევე მოჰყვა ქალაქ ბერნში, ფესტივალ FERNWEH-ის ფარგლებში გამართული „ქართული ღვინის ფორუმი“. მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიება, რომელიც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობისკენ იყო მიმართული, შვეიცარიაში პირველი გახლდათ. ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს, „ქართული ღვინის გალერეის“ და შვეიცარიაში „ქართული კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა. ღვინის პროფესიონალებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასცნობოდნენ „თელავის ღვინის მარნის“, „შატო მუხრანის“, „თელიანი ველის“, „შილდას“, GWS-ის, „წინანდლის მამულის“, „კონჭო და კომპანიის“, „ნაბერაულისა“ და „ნიკოლაიშვილების ღვინის მარანის“ ღვინოებს. ფორუმის ფარგლებში სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმის „საქართველო ღვინის სამშობლო“ ჩვენება გაიმართა.

ფორუმს ბერნის მერი ალეკ ფონ გრაფენრიდი დაესწრო და ქართული მეღვინეობის ისტორიას და ქართული ღვინის კომპანიების მიერ წარმოდგენილ ღვინოებს გაეცნო. მანვე აღნიშნა: „ბერნში მიმდინარე ფესტივალი FERNWEH უცხო ქვეყნების კულტურის ადგილობრივებისთვის გაცნობას გულისხმობს. გავეცანი საქართველოს, რომელსაც ქვევრში ღვინის წარმოების 8000-წლიანი ტრადიცია და ისტორია აქვს და თქვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის ღვინოებს. წარმატებებს ვუსურვებ ქართულ ღვინოს შვეიცარიაში, რომელსაც მომავალში კვლავაც ველით შესაბამის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად.“

Total
0
Shares
Prev
MORCHEULI WINES ANS SPIRITS 

MORCHEULI WINES ANS SPIRITS 

The founders of Wine Factory are three friends, each with their own, unique

Next
GEORGIA’S RARE GRAPE VARIETIES

GEORGIA’S RARE GRAPE VARIETIES

Giorgi Barisashvili The majority of grape varieties of Georgia are rare, grown

You May Also Like
Total
0
Share