GEORGIA’S RARE GRAPE VARIETIES

Giorgi Barisashvili

The majority of grape varieties of Georgia are rare, grown in ampelographic plots and by population in small volumes. Viticulture-winemaking cultures encountered numerous challenges as a result of the Soviet reign in Georgia. The wide variety of grape and wine was not deemed interesting for industrial production and a vast Soviet market. Truth be told, Georgian wine was only consumed in places where they spoke Russian. All of this harmed the diversity of Georgian grape varieties and its wine. Kvevri, a unique Georgian wine vessel was almost neglected, and hundreds of grape varieties were cut down to two dozen. On the flip side, however, the vineyard area increased to up to 140,000 hectares.

As I already mentioned above, the diversity of Georgian grape varieties was a hindrance to the industrial wine production, as was our wine vessel, kvevri, and our traditional method of making wine. Russian market demanded a low-quality, industrial, mass-produced wine (this has remained unchanged to this day!). Yes, the overall area of vineyards increased, but the vines were planted on unsuitable and unstudied soils. In short, the harvest increased, but the quality of wine did not. This was Georgia’s legacy when it restored its independence in the 1990s.

Giorgi Barisashvili

The taste of wine made from rare Georgian varieties, however, remained in the memory of the Georgian people. As soon as kvevri-made wine, made it to the European market, the revival of forgotten Georgian grape varieties began, along with the restoration of traditional wineries and traditional winemaking methods. Despite the ongoing challenges, a lot has already been accomplished. Wine made from dozens of neglected grape varieties is already bottled, and familiar to the local as well as the foreign public. Nevertheless, the research and study of vines need time. The technology of production of these wines, their aging, the optimal period for harvest, etc. still needs to be explored and analyzed.

აბშილური | ABSHILURI
აღბიჟი | AGBIJI

Even so, we can talk about some of the varieties. One of the most prominent ancient Georgian varieties that were on the brink of extinction is Kakhetian white grape variety called “Grdzelmtevana”. Georgian ampelographic publications carry its full botanical description and wine characteristics. This variety has unusually long bunches, giving it its name (the literal meaning of “Grdzelmtevana” is “long bunches”). Made using the traditional Kakhetian method of kvevri, and aged on chacha until Spring, Grdzelmtevana yields an exceptionally high-quality amber wine. It is amber-colored, velvety, and energetic. Grdzelmtevana wine has high aging potential. It is suitable for aging for a longer period, developing more over time. Grdzelmtevana is a very promising variety and the process of its revival has already started in Kakheti.

The next is “Jvari”, a white grape variety from Kartli. It adapts well to altitudes above sea level, and is frost-resistant, unlike other varieties. That is why it was widespread in the mountainous regions of Kartli in the old days. Jvari flowers are female and need pollination. The wine made from this variety is amber, velvety and harmonious. Good results can also be achieved with this variety when made without chacha. It ages and develops well. This is a very promising variety for mountainous regions of Kartli, 1000m above sea level.

ჯვარი | JVARI
მირზანული თეთრი | MIRZANULI TETRI
ვარდისფერი რქაწითელი | VARDISPERI RKATSITELI


Another prominent grape variety is “Ghrubela”, a white grape from Kartli, with gray color bunches. It was very popular in the Kartli region, used mainly by locals to make light amber wines for their consumption.

One of the varieties close to extinction in the Samegrelo region is a white grape called “Chvitiluri”, the wine from which was said to be popular outside the region as well. Chvitiluri wine should be one of the main wines made from Megrelian grape varieties. Today, there are rather small amounts of the grape planted in Samegrelo, however, some ten years ago it could only be found in the ampelographic collection. The variety is now restored and is actively promoted among the local population. In the old days, wine from Chvitiluri was made with two-week fermentation on chacha, or without chacha at all. Chvitiluri wine is rather harmonious, light, and aromatic. It is a promising grape for high-quality wine production, and due to its nature, can be grown in viticulture regions of France, Italy, and Germany.

თავკვერი | TAVKVERI
ქორქაულა | KORKAULA

In general Georgia grape varieties are suitable for specific areas and yield the highest quality harvest only in those areas, however, they can be reproduced in other countries as well. It is worth mentioning that several Georgian grape varieties are grown in Europe. Unfortunately, there are cases of European viticulturists, making up names for these varieties. This is a mistake! Our grape varieties have the strength to make a name for themselves in the world of viticulture-winemaking. Saperavi, Mtsvane, Rkatsiteli, Chkhaveri, Chvitiluri, Tsitska, Tsolikouri, Aleksandrouli, Ojaleshi, Ghrubela, Kisi… These and other ancient Georgian grape varieties are grand varieties and have great potential locally as well as in foreign viticulture countries of the world.


საქართველოს მცირედგავრცელებული
ვაზის ჯიშები

საქართველოს ვაზის ჯიშების უმრავლესობა მცირედგავრცელებული ჯიშებია, რომლებიც გვხვდება ამპელოგრაფიულ ნაკვეთებში და ასევე მოსახლეობაშიც ერთეული ნარგაობის სახით. ჩვენს ქვეყანაში, რუსული კომუნისტური რეჟიმის დამყარების შედეგად, ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგების კულტურას ურთულესი პერიოდი დაუდგა. ვაზისა და ღვინის სფეროების დიდი მრავალფეროვნება მასობრივი, ინდუსტრიული წარმოებისთვის და საბჭოთა კავშირის ბაზრის დაკმაყოფილებისათვის საინტერესო არ აღმოჩნდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ იმხანად ქართულ ღვინოს სვამდნენ მხოლოდ იქ, სადაც ლაპარაკობდნენ რუსულად. სწორედ ეს ყოველივე ქართული ვაზის მრავალფეროვან ჯიშებზე და მათგან დაყენებულ ღვინოებზე უარყოფითად აისახა. იმავე პერიოდში თითქმის უგულებელყოფილი იქნა ქართული უნიკალური საღვინე ჭურჭელი – ქვევრი, ხოლო ქართულ ვაზის ჯიშთა დიდი მრავალფეროვნება, რაც ასეულობით ჯიშს წარმოადგენდა, ორ ათეულამდე შემცირდა. თუმცა, მთლიანობაში გაიზარდა სავენახე ფართობები, რამაც დაახლოებით 140 000 ჰექტარი შეადგინა.

როგორც აღვნიშნე, ინდუსტრიული ღვინის წარმოებისათვის ქართულ ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნება ხელისშემშლელი პირობა იყო, ისევე როგორც ჩვენი საღვინე ჭურჭელი – ქვევრი და ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული წესი. რუსულენოვანი ბაზარი ითხოვდა დაბალხარისხიან, ინდუსტრიული, მასობრივი წარმოების ღვინოს (ამ ბაზრის პრინციპი დღემდე არ შეცვლილა და ასეა!). მართალია, სავენახე ფართობები ძალიან გაიზარდა, მაგრამ იმ დროს ვენახები გაშენდა ვაზისათვის შეუფერებელ და გამოუკვლეველ ნიადაგებზე, სადაც მართალია, შესაძლებელი იყო მაღალი მოსავლის მიღება, თუმცა არა მაღალხარისხიანი ღვინისა. აი, ასეთი რთული მემკვიდრეობა გადაეცა ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 1990-იან წლებში.

ქართული იშვიათი ვაზის ჯიშებიდან დაყენებული ღვინის გემო ქართველ კაცს ყოველთვის ახსოვდა. ამიტომაც, გავიდა თუ არა ქვევრში დაყენებული ღვინო ევროპის ბაზარზე, ტრადიციული მარნებისა და ქვევრში ღვინის დაყენების საქმის აღორძინების პარალელურად, მივიწყებული ჯიშების კვლავ გავრცელების პროცესიც მაშინვე დაიწყო. მართალია, ეს საქმე დღემდე შეფერხებით მიმდინარეობს, მაგრამ ამ მცირე ხანში ჩვენს ქვეყანაში მაინც ბევრია გაკეთებული. ათეულობით მივიწყებული ვაზის ჯიშის ღვინო ბოთლებშია ჩამოსხმული, რასაც უკვე კარგად იცნობს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოეთის ღვინის მომხმარებელი საზოგადოება. თუმცა, მეღვინეობასთან მიმართებაში ჯიშების ძირეულ შესწავლას დრო ესაჭიროება. შესასწავლი და გამოსაკვლევია ასეთი ჯიშების ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ღვინის დავარგება-დაძველების საკითხი, რთველის ოპტიმალური პერიოდი და სხვა.

ეხლა კი შევეხოთ რამდენიმე მათგანს: ძველ ქართულ, გადაშენების პირას მყოფ ვაზის ჯიშთაგან ერთ-ერთი გამორჩეულია კახეთის თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში – „გრძელმტევანა“. ქართულ ამპელოგრაფიულ გამოცემებში მოგვეპოვება მისი სრული ბოტანიკური აღწერა და მისი ღვინის დახასიათებაც. ჯიშს უჩვეულოდ გრძელი მტევნები აქვს, საიდანაც წარმოდგა მისი დასახელება. გრძელმტევანა განსაკუთრებით მაღალხარისხიან ქარვისფერ ღვინოს იძლევა ქვევრში, სრულ ჭაჭაზე გაზაფხულამდე დავარგების შემთხვევაში, ანუ ტრადიციული კახური მეთოდით დაყენების დროს. ღვინოს აქვს ქარვისფერი შეფერილობა, არის ხავერდოვანი და ასევე ენერგიულიც. გრძელმტევანას ღვინოს გააჩნია დაძველების კარგი უნარი. გამოდგება ხანგრძლივი დაძველებისთვისაც – ამ პროცესის დროს მისი ღვინო კიდევ უფრო ვითარდება. გრძელმტევანა ძალზე პერსპექტიული ჯიშია და მისი აღდგენა კახეთში ფეხს უკვე იკიდებს.

შემდეგია ქართლის თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში „ჯვარი“. იგი კარგად ეგუება ზღვის დონიდან სიმაღლეს და სხვა ჯიშებთან შედარებით არის ყინვაგამძლე. სწორედ ამიტომ ძველად, ქართლის რეგიონის მთიან ადგილებში არაერთგან გვხვდებოდა მისი ვენახები. ჯვარის ვაზის ყვავილები ფუნქციონალურად მდედრობითი სქესისაა, რისთვისაც მას ესაჭიროება დამამტვერიანებელი. ამ ჯიშისგან მიიღება ქარვისფერი, ხავერდოვანი და ჰარმონიული ღვინო. ასევე კარგ შედეგს იძლევა მისგან უჭაჭოდ დაყენებული ღვინოც, რომელიც კარგად ძველდება და ვითარდება. ქართლის რეგიონის მაღალმთიანი ადგილებისათვის, რომელიც წარმოადგენს 1000 მეტრის სიმაღლეს, ჯვარი საკმაოდ პერსპექტიული ჯიშია.


კიდევ ერთი გამორჩეული საღვინე ვაზის ჯიში ქართლის თეთრყურძნიანი „ღრუბელაა“, რომელსაც რუხი შეფერილობის მტევნები აქვს. ეს ჯიში ძველად ქართლის რეგიონში საკმაოდ გავრცელებული ყოფილა, საიდანაც მოსახლეობა აყენებდა საკუთარი მოხმარების მსუბუქ ქარვისფერ ღვინოს.

სამეგრელოს რეგიონში გადაშენების პირას მყოფი ჯიშებიდან აღსანიშნავია ადგილობრივი თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში „ჭვიტილური“, რომლის ღვინოც თავის დროზე განთქმული ყოფილა არა მარტო ამ რეგიონში. ჭვიტილურის ღვინოს ადგილობრივი ვაზის ჯიშების ღვინოებიდან ერთ-ერთი პირველი ადგილი უნდა მიეცეს. ჭვიტილური სამეგრელოში ამჟამად ძალზე მცირედი ნარგაობის სახით არის წარმოდგენილი, თუმცა ათიოდე წლის წინ, ამ ჯიშს მხოლოდ საკოლექციო ამპელოგრაფიულ ნაკვეთებში თუ შევხვდებოდით. სადღეისოდ, ჯიში აღდგენილია და ეტაპობრივად მიმდინარეობს მისი მოსახლეობაში გავრცელება. ჭვიტილურის ვენახიდან ძველ დროში აყენებდნენ უდედო, ანუ უჭაჭო ღვინოს. ასევე ჭაჭაზე ორი კვირის განმავლობაში დადუღებულ ღვინოსაც. ამ ჯიშის ყურძნისაგან დაყენებული ღვინო მეტად ჰარმონიული, მსუბუქი და არომატულია. მაღალხარისხიანი ღვინის მისაღებად ეს ძალზე პერსპექტიული ვაზის ჯიშია და მისი ბუნების შესწავლიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაშენდეს საფრანგეთის, იტალიისა და გერმანიის მევენახეობის რეგიონებში.

საერთოდ, ქართული ვაზის ჯიშები კონკრეტული ადგილების ჯიშებია და მაქსიმალური ხარისხის მოსავალს მხოლოდ ამავე ადგილებზე იძლევა, თუმცა მათი გამრავლება მეღვინეობის სხვა ქვეყნებშიც არის შესაძლებელი. აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოდან არაერთი ქართული ვაზის ჯიშია გატანილი ევროპაში. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მათ ევროპელი მევენახეები სპეციალურად არქმევენ არა ნამდვილ, არამედ სხვა, მოგონილ სახელებს, რაც არასწორია! ჩვენს ვაზის ჯიშებს ნამდვილად შესწევთ ძალა, რომ თქვან თავისი ახალი სიტყვა მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობაში. საფერავი, მწვანე, რქაწითელი, ჩხავერი, ჭვიტილური, ციცქა, ცოლიკოური, ალექსანდროული, ოჯალეში, ღრუბელა, ქისი… ეს და სხვა უძველესი ვაზის ქართული ჯიშები ნამდვილად დიდი ჯიშებია და გააჩნიათ პოტენციალი როგორც ადგილზე, ისე უცხოეთის მევენახეობის ქვეყნებშიც.

Total
0
Shares
Prev
Georgia – 8000 years of winery. A 6 months exhibition dedicated to popularization of Georgian wine and grape varieties taking place in Zurich.

Georgia – 8000 years of winery. A 6 months exhibition dedicated to popularization of Georgian wine and grape varieties taking place in Zurich.

An ethnic wine museum Ortsmuseum Hongg, situated in Zurich, Switzerland is

Next
PERFECT PAIRINGS OF MESKHETIAN WINE & MESKHETIAN CUISINE

PERFECT PAIRINGS OF MESKHETIAN WINE & MESKHETIAN CUISINE

Tazo Tamazshvili | Sommelier: When we speak of rare and extinct endemic Georgian

You May Also Like