Prevalent Autochthonous Wine Grape Varieties in the Viticulture Zone of Lechkhumi

| HOMELAND OF WINE MAGAZINE |

| By Irma Mdinaradze. Agriculture Ph.D., Associate professor at Caucasus International University. Chief Specialist, Viticulture analysis and regulation department, LEPL National Wine Agency |

Lechkhumi, one of Georgia’s most stunning and unique regions, has seen viticulture and winemaking thrive for centuries despite its limited land size. The zone is renowned for its exceptional wines, which owe their quality to the region’s distinctive ecological and soil conditions, as well as its rich, long-standing traditions. The renowned geographer and historian Vakhushti Batonishvili described Lechkhumi as a mountainous region that, despite its terrain, is rich in vineyards and fruits.

Today, the Lechkhumi viticulture zone is recorded with 329 hectares of vineyards, showcasing a range of notable autochthonous wine grape varieties, including:

Usakhelouri (syn.: Okureshuli) is an autochthonous red grape variety within the Racha-Lechkhumi vine variety group, predominantly found in the Lechkhumi viticulture zone. The distinguished historian Ivane Javakhishvili links the name of this variety to the village of Usakhelo, situated on the right bank of the Lajanura River in Lechkhumi.

The variety is characterised by a moderate yield (typically 5.0-7.0 tons per hectare) and a late ripening period—grapes in Lechkhumi typically ripen at the end of September or the first half of October. The sugar content of the grape juice ranges from 21.0% to 26.0%, while the titratable acidity is between 6.5 and 9.0 g/L.

Usakhelouri is a premium wine grape variety used to produce dry, naturally semi-dry, and naturally semi-sweet wines. The wine is noted for its intense dark cherry colour, pleasant varietal aroma, substantial body, and harmonious taste. Notably, Usakhelouri is used to craft the PDO wine Okureshis Usakhelouri.

Orbeluri (syn.: Orbeluri Ojalashi, Orbelis Ojalashi, Lechkhumis Ojalashi) is an autochthonous red grape variety belonging to the Racha-Lechkhumi vine variety group and is mainly found in the Lechkhumi viticulture zone. The variety is characterised by a moderate to high yield (typically 7.0-8.0 tons per hectare) and a late ripening period—grapes in Lechkhumi ripen at the end of September or the first half of October. The sugar content of the grape juice ranges from 18.5% to 21.3%, while the acidity is between 5.5 and 6.8 g/L.

Wine made from Orbeluri using the classic method is noted for its good colour, lightness, moderate extraction, and pleasant taste.

Aleksandrouli (syn.: Kabistoni, Kabistona) is an autochthonous red grape variety that belongs to the Racha group of vine varieties. It is primarily found in the Racha viticulture zone, with some presence in the viticulture zones of Kakheti and Lechkhumi. According to existing literary sources (N. Ketskhoveli, M. Ramishvili, D. Tabidze, 1960), Aleksandrouli was formerly known as Kabistoni or Kabistona before it was renamed Aleksandrouli.

The variety is noted for a moderate yield (typically 4.0-6.0 tons per hectare) and late ripening—grapes in the Racha and Lechkhumi viticulture zones ripen at the end of September or the first half of October. The sugar content of the grape juice ranges from 21.0% to 28.0%, while the acidity is between 5.5 and 7.0 g/L.

Aleksandrouli is a premium quality wine grape variety used to produce both naturally semi-sweet and dry wines. Notably, it is used, along with Mujuretuli, to make the naturally semi-sweet PDO wine Khvanchkara, which was historically known as Kipiani’s Wine. In Racha, Aleksandrouli was traditionally used to produce a type of wine called Chkepa, crafted without chacha (pomace), and known for its golden colour and pleasant taste.

Mujuretuli is an autochthonous red grape variety from the Racha-Lechkhumi vine variety group, primarily found in the Racha viticulture zone. It also appears, though less commonly, in the viticulture zones of Lechkhumi, Kakheti, and other areas. The variety is known for its moderate yield (usually 6.0-8.0 tons per hectare) and late ripening, with grapes maturing at the end of September or the first half of October in Racha and Lechkhumi. The grape juice has a sugar content ranging from 21.0% to 28.0%, and the acidity falls between 6.0 and 7.0 g/L.

Mujuretuli is a premium quality wine grape variety used to craft dry and naturally semi-sweet wines. Notably, it is used, along with Aleksandrouli, to produce the naturally semi-sweet PDO wine Khvanchkara.

Tskhvediani Tetra (syn.: Tskhvediani Tetri) is an autochthonous white grape variety from the Lechkhumi vine variety group, with a limited presence in the Lechkhumi viticulture zone.

The variety is characterised by an above-average yield and a medium ripening period—grapes in the Lechkhumi viticulture zone reach full ripeness by mid-September. The sugar content of the grape juice ranges from 22.0% to 23.0%, while the acidity is between 5.0 and 6.0 g/L. Tskhvediani Tetra is used to produce a white, dry, light wine.

Tsolikouri (syn.: Obchuri Tsolikouri, Tsolikauri, Melkos Tsolikouri, Kokhidze Tsolikouri, Kobakhidze Tsolikouri) is a leading autochthonous white grape variety that belongs to the Imereti vine variety group and is widely distributed not only in the Imereti viticulture zone but throughout western Georgia. This variety is noted for its moderate to high yield (typically 7-10 tons per hectare), some resistance to certain fungal diseases (such as powdery mildew), and a late ripening period—grapes typically ripen in the second half of October in western Georgia. The sugar content of the grape juice ranges from 19.0% to 25.0%, depending on the region, while the titratable acidity ranges from 7.5 to 9.5 g/L.

Tsolikouri is a premium quality wine grape variety that can be used to produce a wide range of wines, using both classic (European) and Imeretian methods. Notably, it is used to make original PDO wines, such as Sviri (alongside Tsitska and Krakhuna) and Tvishi.


ლეჩხუმის მევენახეობის ზონაში გავრცელებული ვაზის ადგილობრივი საღვინე ჯიშები

ირმა მდინარაძე | სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი,
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობა-მეღვინეობის ანალიზისა და რეგულირების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. |

ლეჩხუმი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი და გამორჩეული მხარეა. მცირემიწიანობის მიუხედავად, აქ მევენახეობა და მეღვინეობა ოდითგანვე კარგად იყო განვითარებული. ზონა გამოირჩევა მაღალი ხარისხის ორიგინალური ღვინოებით, რასაც მრავალსაუკუნოვან ტრადიციებთან ერთად, ამ მხარისათვის დამახასიათებელი ეკოლოგიური და ნიადაგობრივი პირობები განაპირობებს. ცნობილი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: „არამედ არს ლეჩხუმი მთის ადგილად თქმული, გარნა არს ვენახიანი, ხილიანი…“

დღევანდელი მდგომარეობით, ლეჩხუმის მევენახეობის ზონაში აღწერილია 329 ჰექტარი ვენახი და ძირითადად გავრცელებული ადგილობრივი საღვინე ვაზის ჯიშებია:

უსახელოური (სინ.: ოყურეშული) ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია, მიეკუთვნება რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშების ჯგუფს და ძირითადად გავრცელებულია ლეჩხუმის მევენახეობის ზონაში. ცნობილი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილი მოცემული ჯიშის სახელწოდებას ლეჩხუმში მდინარე ლაჯანურას მარჯვენა მხარეზე მდებარე სოფელ უსახელოს უკავშირებს.

ჯიში ხასიათდება საშუალო (საშუალოდ 5,0-7,0 ტ/ჰა) მოსავლიანობით და საგვიანო სიმწიფის პერიოდით – ლეჩხუმში ყურძენი სექტემბრის ბოლოს/ ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქრიანობა 21,0-26,0 %, ხოლო ტიტრული მჟავიანობა 6,5-9,0 გ/ლ ფარგლებშია.

უსახელოური მაღალი ხარისხის საღვინე ვაზის ჯიშია. იგი გამოიყენება მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად. ღვინო ხასიათდება ინტენსიური (მუქი ალუბლისფერი) შეფერილობით, ჯიშური სასიამოვნო არომატით, საკმაო სხეულითა და ჰარმონიული გემოთი. აღსანიშნავია, რომ უსახელოურისგან მზადდება დაცული ადგილწარმო-შობის დასახელების ღვინო „ოყურეშის უსახელოური“.

ორბელური (სინ.: ორბელური ოჯალეში, ორბელის ოჯალეში, ლეჩხუმის ოჯალეში) ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია, მიეკუთვნება რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშების ჯგუფს და ძირითადად გავრცელებულია ლეჩხუმის მევენახეობის ზონაში.
ჯიში ხასაითდება საშუალო ან საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით (საშუალოდ 7,0-8,0 ტ/ჰა) და საგვიანო სიმწიფის პერიოდით – ლეჩხუმში ყურძენი სექტემბრის ბოლოს/ ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქრიანობა 18,5-21,3 %, ხოლო მჟავიანობა 5,5-6,8 გ/ლ ფარგლებშია.

კლასიკური ტექნოლოგიით დაყენებული ორბელურის ღვინო ხასიათდება კარგი შეფერილობით, სიმსუბუქით, საშუალო ექსტრაქტულობით და სასიამოვნო გემოთი.

ალექსანდროული (სინ.: კაბისტონი, კაბისტონა) ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია, მიეკუთვნება რაჭის ვაზის ჯიშების ჯგუფს და ძირითადად გავრცელებულია რაჭის მევენახეობის ზონაში, ასევე, მცირედ არის გავრცელებული კახეთისა და ლეჩხუმის მევენახეობის ზონებში. არსებული ლიტერატურული წყაროების (ნ. კეცხოველი, მ. რამიშვილი, დ. ტაბიძე, 1960) თანახმად, ალექსანდროული ძველად ცნობილი იყო კაბისტონის ან კაბისტონას სახელწოდებით და შემდეგ დაერქვა ალექსანდროული.

ჯიში ხასიათდება საშუალო მოსავლიანობით (საშუალოდ 4,0-6,0 ტ/ჰა) და საგვიანო სიმწიფით – რაჭისა და ლეჩხუმის მევენახეობის ზონებში ყურძენი სექტემბრის ბოლოს/ ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქრიანობა 21,0-28,0 %, ხოლო მჟავიანობა 5,5-7,0 გ/ლ ფარგლებშია.

ალექსანდროული მაღალი ხარისხის საღვინე ვაზის ჯიშია. იგი გამოიყენება ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და ასევე მშრალი ღვინოების დასამზადებლად. აღსანიშნავია, რომ ალექსანდროულისგან (მუჯურეთულთან ერთად) მზადდება დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“, რომელიც ძველად ცნობილი იყოს სახელწოდებით: „ყიფიანის ღვინო“. ასევე ცნობილია, რომ ალექსანდროულს რაჭაში უჭაჭოდ ე.წ. „ჩქეფად“ აყენებდნენ, რომელიც ოქროსფერი შეფერილობითა და სასიამოვნო გემოთი ხასიათდებოდა.

მუჯურეთული ადგილობრივი წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია, მიეკუთვნება რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშების ჯგუფს და ძირითადად გავრცელებულია რაჭის მევენახეობის ზონაში, ხოლო მცირედ არის გავრცელებული ლეჩხუმისა და კახეთის მევენახეობის ზონებში და სხვა.

ჯიში ხასიათდება საშუალო მოსავლიანობით (საშუალოდ 6,0-8,0 ტ/ჰა) და საგვიანო სიმწიფით, რაჭის და ლეჩხუმის მევენახეობის ზონებში ყურძენი სექტემბრის ბოლოს/ოქტომბრის პირველ ნახევარში მწიფდება. ყურძნის წვენში შაქრიანობა 21,0-28,0 %, ხოლო მჟავიანობა 6,0-7,0 გ/ლ ფარგლებშია.

მუჯურეთული მაღალი ხარისხის საღვინე ვაზის ჯიშია. გამოიყენება მშრალი და ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოების დასამზადებლად. აღსანიშნავია, რომ მუჯურეთულისგან (ალექსანდროულთან ერთად) მზადდება დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „ხვანჭკარა“.

ცხვედიანის თეთრა (სინ.: ცხვედიანის თეთრი) ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშია, მიეკუთვნება ლეჩხუმის ვაზის ჯიშების ჯგუფს და მცირედ არის გავრცელებული ლეჩხუმის მევენახეობის ზონაში.

ჯიში ხასიათდება საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით და საშუალო სიმწიფის პერიოდით – ლეჩხუმის მევენახეობის ზონაში ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებიდან შედის. ყურძნის წვენში შაქრიანობა 22,0- 23,0 %-მდე გროვდება, ხოლო მჟავიანობა 5,0-6,0 გ/ლ ფარგლებშია.ცხვედიანის თეთრასგან მზადდება თეთრი მშრალი მსუბუქი ღვინო.

ცოლიკოური (სინ.: ობჩური ცოლიკოური, ცოლიკაური, მელქოს ცოლიკოური, კოხიძის ცოლიკოური, კობახიძის ცოლიკოური) ადგილობრივი თეთრყურძნიანი ვაზის წამყვანი ჯიშია, მიეკუთვნება იმერეთის ვაზის ჯიშების ჯგუფს და ფართოდ არის გავრცელებული არამარტო იმერეთის მევენახეობის ზონაში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში.

ჯიში ხასიათდება საშუალო ან საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით (საშუალოდ 7-10 ტ/ჰა), ზოგიერთი სოკოვანი დაავადებების (ჭრაქი) მიმართ გარკვეული გამძლეობით და საგვიანო სიმწიფის პერიოდით – დასავლეთ საქართველოში უპირატესად ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მწიფდება. ყურძნის წვენში, ზონების მიხედვით, შაქრიანობა 19,0-25,0 %, ხოლო ტიტრული მჟავიანობა 7,5-9,5 გ/ლ-ის ფარგლებშია.

ცოლიკოური მაღალი ხარისხის საღვინე ვაზის ჯიშია – შესაძლებელია დამზადდეს ფართო სპექტრის ღვინოები, როგორც კლასიკური (ევროპული), ასევე იმერული ტექნოლოგიით. აღსანიშნავია, რომ ცოლიკოურისგან მზადდება ადგილწარმოშობის დასახელების ორიგინალური ღვინოები: „სვირი“ (ციცქასა და კრახუნასთან ერთად) და „ტვიში“.


გამოყენებული ლიტერატურა:
მიროტაძე ა., 1939. რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჯიშები.
კეცხოველი ნ., რამიშვილი მ., ტაბიძე დ., 1960. საქართველოს ამპელოგრაფია.
რამიშვილი მ., 1986. ამპელოგრაფია.
ჯავახიშვილი ი., 1986. თხზულებანი თორმეტ ტომად. ტომი V.
ცერცვაძე ნ., 1987. საქართველოში გავრცელებული ვაზის ჯიშების სარკვევი.
კობაიძე თ. 2014 ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი. თბილისი.
უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლისაშვილი ლ., 2022. ქართული ვაზის ჯიშები.
https://catalog.elkana.org.ge/index.php?pageid=61
https://wine.gov.ge/

Total
0
Shares
Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Prev
VINEYARD DOLIDZE

VINEYARD DOLIDZE

| Homeland of Wine Magazine | In terms of viticulture and winemaking, Guria is

Next
Ana Dokhnadze’s Adventure in Naberauli’s TRULY Rachvelian Wines

Ana Dokhnadze’s Adventure in Naberauli’s TRULY Rachvelian Wines

| HOMELAND OF WINE MAGAZINE | By Nana Jojishvili Racha-Lechkhumi is one of the

You May Also Like
Total
0
Share