კახა ჭოტიაშვილი: ვენახის გაშენება და მასზე ზრუნვა იგივეა, რაც ზრუნვა შენი ქვეყნისა და შვილების მომავალზე

ჩვენი მეღვინეობის მიზანი თავიდანვე გვქონდა გააზრებული, როდესაც იშვიათი და მივიწყებული ჯიშების მოძიება და გაშენება დავიწყეთ. თუმცა გამოგიტყდებით, არ გვეგონა, რა რთულ და ამავე დროს, ამოუწურავ საქმეს შევეჭიდეთ. ეს იმდენად საინტერესო და ხანგრძლივი საქმეა, რომელსაც ერთი თაობა არ ეყოფა.

ცოტა ხნის წინ ვფიქრობდი, რატომ მიეცა მივიწყებას უნიკალური ქართული ვაზის სახეობები და მათგან წარმოებებს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი დარჩა. თუმცა, თუ ამ ამბავს სხვა კუთხიდან შევხედავთ, შეიძლება ითქვას, გაგვიმართლა კიდეც – ახლა უფრო მეტი ინტერესი გვამოძრავებს, თითოეულ ძველ და მივიწყებული ვაზთან და მისგან დაყენებულ ღვინოსთან მუშაობა მეტი სტიმულია, რაც ასე საინტერესოს ხდის ჩვენ საქმიანობას, თან როდესაც მეღვინეობაში შვილებიც არიან ჩართული, რომლებსაც დიდი ენერგია და ხალისი შემოაქვთ.

უტა, რომელსაც უკვე 6 წელია, თავისი სახელობის ღვინო აქვს, აქტიურად არის ჩართული საქმეში და პროფესიადაც მეღვინეობა
აქვს არჩეული.

ნიცა სულ რაღაც 5 წლის იყო, როცა მოინდომა, თავისი ვარდისფერი ღვინო ჰქონოდა, რომელსაც მზის სხივების სურნელი ექნებოდა. ის თავად ზრუნავს დიზაინზე, ფუნჯით და სპეციალური საღებავებით ხატავს თავისივე შერჩეულ ღვინის ბოთლებზე. უყვარს ფოტოების გადაღება, რა დროსაც ძალიან თავდაჯერებულია.

ილიასაც აქვს თავისი ღვინო. ჯერ 4 თვის იყო, როდესაც ხელში მეჭირა და საწნახელში ყურძენს ვწურავდით – ასე გვეხმარებოდა. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა ღვინისთვის „ილიას პირველი მოსავალი“ დაგვერქმია.

როდესაც ღვინოს სინჯავ, მისი ფერიდან მზის სხივების სურნელსა და სითბოს იგრძნობ; მის ბუკეტსა თუ გემოს კარგად რომ ჩაუღრმავდები, ზუსტად მოგიყვება როგორ და რა გულით იზრუნეს შემქმნელებმა ვენახისა და ღვინის მოვლაზე, ანდა სად გაიზარდა ვენახი და როგორი იყო წელი – მზით, წვიმით, ქარით ან თუნდაც სეტყვით. ყურძენი, რომელიც დაწურვის შემდეგ დუღს და ჯერ კიდევ მაჭარია, როგორ ჰგავს ბავშვს, რომელსაც ღამეც უნდა უთენო. თუ მოეფერები და იზრუნებ, აუცილებლად გასახელებს.

ვენახის გაშენება და მასზე ზრუნვა იგივეა, რაც ზრუნვა შენი ქვეყნისა და შვილების მომავალზე, მით უმეტეს, როდესაც გაქვს ისეთი უნიკალური ვაზის ჯიშები, როგორიც არის საფერავი, თავკვერი, თამარის ვაზი, ციცქა, ალექსანდროული, უსახელოური, ჩხავერი, საწური, ოჯალეში, ავასირხვა და კიდევ ბევრი, რომელთა რაოდენობა 500-ს აღემატება.

დიდი იმედი მაქვს, ჩვენი შვილები გააგრძელებენ საქმეს და ამით ოჯახსაც და ქვეყანასაც ასახელებენ.


KAKHA TCHOTIASHVILI: LOOKING AFTER THE VINEYARD MEANS LOOKING OUT FOR THE FUTURE OF YOUR CHILDREN, AND YOUR COUNTRY

we knew our winery’s goal when we were getting into selecting and growing rare and forgotten grape varieties. The job is hard, but we had no idea about its endlessness. One generation is not enough to understand its curiosities and depths.

While thinking about the reasons unique Georgian varieties were forgotten, leaving winemakers with but a few to work, I suddenly realized that we are lucky – today, there is more interest that motivates us, and there are more stimuli to work with each variety and its wine. This makes the job exciting, especially when your children are beside you, working with you, bringing energy and joy.

Uta, whose eponym wine is now six years old, is actively involved in the winery. He has chosen winemaking as his profession.


Nitsa was only five years old when she asked to have her rosé wine that would smell of sunshine. She is responsible for the design and uses brushes and special paint to draw on bottles she selects. She loves photography and is already very confident with it.

Ilia has his wine as well. Just four months old, he was in my arms during wine pressing, contributing to the process. That was when “Ilia’s first vintage” wine was born.

When you taste the wine, you detect the smell of sunshine and its warmth; explore its bouquet and aroma, which will tell you about the care of the winemaker for its vineyard and its making, about where it was grown and what was the year like – sunny, rainy, windy or with hail. Juice that ferments after pressing is a lot like a baby – sometimes, it will keep you up all night. But give it love and attention, and it will make you proud.

Looking after the vineyard means looking out for the future of your children, and your country, especially when you have unique varieties such as Saperavi, Tavkveri, Tamaris Vazi, Tsitska, Aleksandrouli, Usakhelouri, Chkhaveri, Satsuri, Ojaleshi, Avasirkhva and many more that make up the 500 varieties.

I have hope in my heart that my children will continue the legacy and make the family and country proud.

#Homelandofwinemagazine

Total
0
Shares
Prev
თაზო თამაზაშვილი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მდიდარი, ფართო გამისა და უდიდესი პოტენციალის იშვიათი ჯიშები გაგვაჩნია, რომლებისგანაც შეგვიძლია ვაწარმოოთ საუცხოო ღვინოები

თაზო თამაზაშვილი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მდიდარი, ფართო გამისა და უდიდესი პოტენციალის იშვიათი ჯიშები გაგვაჩნია, რომლებისგანაც შეგვიძლია ვაწარმოოთ საუცხოო ღვინოები

იმერეთი, ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია ყურძნის მრავალფეროვანი ჯიშებით, ხალისიანი

Next
გიორგი სოლომნიშვილი: მე „ვწერ“ ღვინოს ჩემივე შექმნილი საღებავებით, ჩემივე მიწაზე მოყვანილი ყურძნით, მიწაზე, რომლის სუნი და გემოც კი ვიცი

გიორგი სოლომნიშვილი: მე „ვწერ“ ღვინოს ჩემივე შექმნილი საღებავებით, ჩემივე მიწაზე მოყვანილი ყურძნით, მიწაზე, რომლის სუნი და გემოც კი ვიცი

შესავალი: „ჩვენ ვქმნით ღვინოს, რომელსაც ხედავთ, ეხებით, ყნოსავთ, აგემოვნებთ და

You May Also Like

DMO-იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით, 2023 წლის 5-8 ოქტომბერს, იმერეთში იმერული ღვინის კონკურსი ჩატარდება.

კონკურსის მიზანია, საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა –

Total
0
Share