JAZZ & WINE KAKHETI 2023

კახეთი მეშვიდედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს. წლევანდელი ფესტივალის სტუმარი ქვეყანა იტალიაა.

13 : 00

წინანდლის მამულებში, „ჯაზისა და ღვინის ფესტივალი“ 14 ოქტომბერს, 13.00 ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. ჯაზის მოყვარულები და არა მარტო, ქართულ ღვინოსთან ერთად სტუმარი ქვეყნის ღვინოსაც დააგემოვნებენ. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.


14 : 00

ამფითეატრის სცენა დაეთმობა სალთ პინათს შოუს, სპეციალური სტუმრით – სარა ჯეინ გიოტი. ფესტივალის სტუმრებს, უკვე ნაცნობი იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი მუსიკის ფონზე ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.


15 : 00

ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაში დუეტი სკეჩბუქ დუო წარდგება მუსიკალური კომპოზიციებით.


19 : 00

სადღესასწაულო განწყობა, ბოლრუმში, თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავის თეო ქროკერისა და მისი კვარტეტის კონცერტით გაგრძელდება.

გრემის ჯილდოზე ნომინირებული მესაყვირე, კომპოზიტორი, პროდიუსერი თეო კროკერი თავისი შესრულების მანერით მსმენელს განტვირთვისა და კარგი განწყობის ატმოსფეროს უქმნის, ეს კი იმ მკაფიო მუსიკალური მიდგომისა და გადაწყვეტილების შედეგია, რომელსაც აფრქვევს თეო კროკერი სცენიდან.
ეს ყველაფერი კი თინეიჯერობის ასაკიდან იწყება, იქიდან, საიდანაც მისი ბაბუა, მესაყვირე Doc Cheatham (https://g.co/kgs/XfuZyo) ბიგბენდებთან ერთად თამამად არღვევდა მუსიკის საზღვრებს.
თეო კროკერი თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიცაა: ვოკალისტები Ari Lennox და Jill Scott, რეპერები J. Cole და Wyclef Jean, მენტორები NEA Jazz Master Dee Dee Bridgewater და საქსოფონისტი Gary Bartz.
კროკერის ბოლო ორ (LOVE QUANTUM და BLK2LIFE // A FUTURE PAST) და უახლეს (BY THE WAY) ალბომში ჩანს თუ როგორ მოგზაურობს მუსიკოსი და განავრცობს ჯაზს იმ მუსიკალურ მიმდინარეობებში როგორიცაა ჰიპ-ჰოპი, R&B და ელექტრონული მუსიკა.

https://www.youtube.com/watch?v=lYLBTT5wL5o

21 : 00

დღის ბოლოს, ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ცნობილი ესიდ-ჯაზ ჯგუფი მო’ჰორაიზონსი წარდგება.

http://bureau45.com/mo-horizons/

ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს: თიბისი კონცეპტი.
ოფიციალური სპონსორი: ვიზა.
მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია და იტალიის საელჩო.
მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი.


ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:

ჟურნალი HOMELAND OF WINE, TVიმედი, რადიო ფორტუნა, Marketer.ge



ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: www.tkt.ge
თიბისი კონცეპტის ბარათით გადახდისას, შეგიძლიათ დაიბრუნოთ გადახდილი თანხის 20%.

თიბისის Visa ბარათებზე ვრცელდება 15% ქეშბექი.
შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.

Total
0
Shares
Prev
ამსტერდამში, კომპანია Bleeker Wijnimport-ის ორგანიზებით ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ამსტერდამში, კომპანია Bleeker Wijnimport-ის ორგანიზებით ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

Homeland of Wine Magazine 2023 წლის 28 აგვისტოს, ქალაქ ამსტერდამში, კომპანია

Next
QVEVRIES’ EPIC JOURNEY IN EUROPE

QVEVRIES’ EPIC JOURNEY IN EUROPE

| By Nana Jojishvili In today’s industrial environment, qvevri, a vessel

You May Also Like