ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და ასოციაციის „ქართული ღვინო“ ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, გამოფენაში „ProWein-2023“ ქართული ღვინის 25 კომპანია მონაწილეობდა

ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე, სამი დღის განმავლობაში, განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ქართულ სტენდთან. ღვინის პროფესიონალებს, მედიის წარმომადგენლებსა და გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების და ქართველ მწარმოებლებთან საქმიანი მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს კომერციული სექტორის, მედიის და ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზანია ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის გაზრდა. ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის მსოფლიოს ღვინის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანეს გამოფენაში „ProWein“ მონაწილეობა ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა სავაჭრო პარტნიორების მოზიდვის, საექსპორტო ბაზრების გაფართოების და, შედეგად, ღვინის გაყიდვების ზრდისთვის. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომ მონაწილოება მიიღონ საერთაშორისო მნიშვნელობის გამოფენებში“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ მეტრეველმა.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის „ProWein-2023“ ფარგლებში, პრესტიჟული გერმანული მედია ჰოლდინგის „Meininger“ სტენდთან, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, რომელსაც სომელიე და ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა. ხოლო, კალიფორნიული ღვინოების სტენდთან, ქართული და კალიფორნიული ღვინოების ერთობლივი დეგუსტაცია ჩატარდა.

გამოფენას საქართველოს გენერალური კონსული გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, გიორგი ტაბატაძე დაესწრო.

Total
0
Shares
Prev
WINERY ZODI

WINERY ZODI

Giga Chighladze: “I couldn’t wait to get into the press

Next
Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA

Schuchmann Wines Chateau, Villas & SPA

Nutsa Abramishvili | CEO of “Schuchmann Wines Georgia” Why Georgian wine I can

You May Also Like

ევროკავშირი და FAO მავნებლების კონტროლის ეკო-მეგობრულ პრაქტიკას ამკვიდრებენ უკეთესი და მეტი ქართული ღვინის წარმოებისთვის

2022 წელს, „გაეროს“ „სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ“ (FAO),

Total
0
Share
Privacy Overview

This website uses cookies so that we can provide you with the best user experience possible. Cookie information is stored in your browser and performs functions such as recognising you when you return to our website and helping our team to understand which sections of the website you find most interesting and useful.