WINERY ZODI

Giga Chighladze: “I couldn’t wait to get into the press. I still hear how the ripe grapes burst under my feet. I remember the tinkle of bubbles when I sipped from a glass my grandfather gave me straight from qvevri.”

These memories inspired Giga Chighladze to carry on with the tradition. In 2019, he built a wine cellar in Zodi and began making Imeretian wines. He grows his vineyard on a 1-hectare land. His white varieties are Kvishkhuri, Tsolikouri, and Tsitska; his reds and rosés are Dzelshavi. Giga uses the traditional method of qvevri to make his wines.

“We are the only winery that makes Kvishkhuri, nowhere else will you see wine made from this variety. There is also Dzelshavi, one of the eldest Imeretian varieties, produced only in small quantities throughout Georgia. Our goal is to revive old varieties and offer them to the world. Unlike other regions, Imeretian wines are light and lively, tart, and fresh, very pleasant to drink”, says Giga.

Winery Zodi annually produces 10 000 bottles. Numbers are expected to grow throughout 2023. They sell at local stores and bars, and export to Canada.

“We became part of the wine route in 2022 and host local as well as international guests from Poland, Australia, the UK, and Belarus. Our winery offers tastings of our wines, with delicious Imeretian dishes, and the opportunity to participate in making them – baking Tone bread and Imeretian Khachapuri. You can also visit us in Autumn, during our harvest, and get a namesake wine”.


მეღვინეობა ზოდი

„კარგად მახსოვს ბავშვობის ემოციები რთველთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველოდი ხოლმე ყურძნით სავსე საწნახელში ჩადგომას. ახლაც ჩამესმის ჩემ ფეხქვეშ ყურძნის მწიფე მარცვლების გასკდომის ხმა. ისიც მახსოვს, როგორ მისუსხავდა ენას მადუღარი მაჭარი, ქვევრიდან რომ ამოავსებდა ბაბუა ჭიქას და მომაწვდიდა დასაგემოვნებლად“, – გვიყვება მეღვინეობა „ზოდის“ მეღვინე გიგა ჭიღლაძე, რომელსაც სწორედ ამ მოგონებებმა გადააწყვეტინა ღვინის დაყენების ტრადიცია თავადაც გაეგრძელებინა. იმერეთში, ჭიათურის რაიონის სოფელ ზოდში, რომელთანაც ბავშვობა აკავშირებდა, 2019 წელს მარანი ააშენა და იმერული ღვინოების წარმოება დაიწყო.

ამ ეტაპზე, ვენახები 1 ჰექტარზე აქვს გაშენებული. თეთრ ღვინოებს ქვიშხურისგან, ცოლიკოურისგან და ციცქასგან აყენებს, წითელ და ვარდისფერ ღვინოებს კი ძელშავისგან. ღვინის დამზადებისას გიგა ქვევრის ტრადიციულ მეთოდს იყენებს.

„ქვიშხურისგან მხოლოდ ჩვენი მარანი ამზადებს ღვინოს, ამავე ჯიშისგან წარმოებულ ღვინოს სხვაგან ვერ შეხვდებით. ასევეა ძელშავი, რომელიც უძველესი იმერული ჯიშია და მცირედ იწარმოება საქართველოში. ჩვენი მიზანია გავაცოცხლოთ უძველესი იმერული ჯიშები და ისინი ფართო საზოგადოებას გავაცნოთ. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, იმერული ღვინოები მაღალმჟავიანობით, ცინცხალი არომატებითა და გემოებით, ცოცხალი ტონებითა და ხალისიანობით გამოირჩევა და დასალევადაც სასიამოვნოა,“ – ამბობს გიგა.

„მარანი ზოდი“ წელიწადში 10 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. 2023 წლიდან რაოდენობის გაზრდაც იგეგმება. „ზოდის“ღვინოები წარმოდგენილია ღვინის ადგილობრივ მაღაზიებსა და ბარებში, ექსპორტზე კი კანადაში გადის.

„2022 წლიდან ღვინის ტურიზმში ჩავერთეთ და როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს – პოლონეთიდან, ავსტრალიიდან, ინგლისიდან, ბელორუსიდან – ვუმასპინძლეთ. მარანი ვიზიტორებს ჩვენივე ღვინოების დეგუსტაციას, უგემრიელეს იმერულ კერძებსა და მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს. აქტივობებს შორის გვაქვს თონეში პურისა თუ ხაჭაპურის გამოცხობა, სტუმრის სახელობის ღვინის ჩამოსხმა და შემოდგომით რთველში მონაწილეობა.”

Total
0
Shares
Prev
Churistavi Wine Cellar

Churistavi Wine Cellar

Maia Kharshiladze is the 6th generation winemaker

Next
საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდა

ბრიუსელში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე, აღნიშნული

You May Also Like

თაზო თამაზაშვილი: ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც მდიდარი, ფართო გამისა და უდიდესი პოტენციალის იშვიათი ჯიშები გაგვაჩნია, რომლებისგანაც შეგვიძლია ვაწარმოოთ საუცხოო ღვინოები

იმერეთი, ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონია ყურძნის მრავალფეროვანი ჯიშებით, ხალისიანი