JAPARIDZE WINERY

Iko Japaridze

| Homeland of Wine Magazine |

Bolnisi is a region with an ancient tradition and history where modern winegrowers work diligently to introduce Bolnisi wines to enthusiasts and connoisseurs worldwide. In recent years, the number of local wine cellars and the quality of wines produced have been steadily increasing.

Today, Bolnisi offers a wide range of wines with noteworthy, distinctive styles and taste qualities. In a short time, this area has been established and registered as a Protected Designation of Origin. The wines here reflect terroir-driven approaches, emphasising Bolnisi as one of Georgia’s most intriguing winemaking regions.

Japaridze Winery is one of Bolnisi’s wineries. This 170-year-old house and cellar, where today the young winemaker Irakli Japaridze produces wine, was originally built by Germans. In Bolnisi, you will find many German wineries known for their outstanding architecture and unique ability to maintain ideal temperatures for wine ageing throughout the year. This cellar, like others in the region, has retained its original appearance and is where the wines of Japaridze Winery are crafted.

“My family has been involved with vineyards and winemaking for many years. The older generation used the European method of crafting wine in oak barrels for family consumption. I have been immersed in this activity since childhood, and in 2018, I decided to turn this passion into a business,” says Irakli.

He was the first in the family to start making wine in qvevri, while also preserving both the European and Swabian methods—fermenting wine in oak vats and ageing it in barrels. “The Germans used Swabian technology to make wine in this cellar, involving fermentation of wine in vats. I strive to uphold this history and tradition, that’s integral to this winery.”

Japaridze Winery produces wines from Saperavi, Tavkveri, and Rkatsiteli grapes grown in Bolnisi. The wines here distinguish themselves from those produced in other regions of our country, both in taste and style. For instance, the Rkatsiteli’s flavour profile is notably intense, offering a distinctly different taste that adds to its appeal. In contrast, the wine made from the Kartli variety, Tavkveri, is lighter with soft tannins. All of these characteristics are influenced by the soils and climate of Bolnisi.

Japaridze Winery’s Saperavi 2023 and Rkatsiteli 2023 wines have been registered as Bolnisi PDO wines. In the upcoming year, the winery plans to introduce Goruli Mtsvane, Chinuri, and Kisi wines.


ჯაფარიძის მეღვინეობა

ბოლნისი – ეს არის მხარე მეღვინეობის უძველესი ტრადიციებით, ისტორიითა და თანამედროვე მევენახე-მეღვინეებით, რომლებიც ბევრს შრომობენ იმისთვის, რომ ბოლნისური ღვინო მსოფლიოს გააცნონ. ბოლო წლებია, აქტიურად იზრდება აქაური მარნების რაოდენობა და მათ მიერ წარმოებული ღვინოების ხარისხი.

დღეს, ბოლნისი საინტერესო, განსხვავებული სტილისა და გემოვნური თვისებების ღვინოების ფართო სპექტრს გვთავაზობს. მოკლე დროში, ეს მხარე ჩამოყალიბდა და დარეგისტრირდა დაცული ადგილწარმოშობის დასახელებად. აქაურ ღვინოებში შეგვიძლია ტერუარული მიდგომები დავინახოთ, რაც ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს საქართველოს ერთ-ერთ საინტერესო მეღვინეობის რეგიონთან.

„ჯაფარიძის მეღვინეობა“ ერთ-ერთია ბოლნისურ მეღვინეობებს შორის. 170-წლის ისტორიის სახლი და მარანი, სადაც დღეს, ახალგაზრდა მეღვინე – ირაკლი ჯაფარიძე ღვინოს აყენებს, გერმანელების მიერ არის აგებული. გერმანულ მარნებს ბოლნისში მრავლად შეხვდებით. ისინი, გარდა გამორჩეული არქიტექტურისა, იმითაც არის უნიკალური, რომ მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებენ ღვინის დასავარგებლად იდეალურ ტემპერატურას. ირაკლის მარანს, სხვების მსგავსად, პირვანდელი სახე აქვს შენარჩუნებული. სწორედ აქ მზადდება „ჯაფარიძის მეღვინეობის“ ღვინოები.

„ჩემი ოჯახი მრავალი წელია, ვენახთან და ღვინოსთან ურთიერთობს. უფროსი თაობის წარმომადგენლები ღვინოს საოჯახო მოხმარებისთვის, ევროპული მეთოდით, მუხის კასრებში აყენებდნენ. ამავე საქმიანობაში ბავშვობიდან ვიყავი ჩართული. 2018 წელს კი გადავწყვიტე ამ ყველაფრისთვის ბიზნესის სახე მიმეცა“ – გვიყვება ირაკლი.

ოჯახში პირველად სწორედ მან დაიწყო ქვევრში ღვინის დაყენება და ამავდროულად, შეინარჩუნა როგორც ევროპული მეთოდი, ისე შვაბური – მუხის ჩანებში ღვინის დადუღება და კასრში დავარგება.

„გერმანელები ამ მარანში ღვინოს შვაბური ტექნოლოგით ამზადებდნენ, რაც ჩანებში ღვინის დადუღებას გულისხმობს. ვცდილობ, გავაგრძელო ეს ისტორია და ტრადიცია, რაც ორგანულია ამ მარნისთვის.“

“ჯაფარიძის მეღვინეობა” ღვინოებს ბოლნისში გაშენებული საფერავის, თავკვერისა და რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან აწარმოებს. აქაური ღვინოები ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში წარმოებული ღვინოებისგან განსხვავდება როგორც გემოვნური თვისებებით, ისე სტილით. მაგალითად, რქაწითელის არომატული პროფილი აქ გაცილებით ინტენსიურია, გემოც მკვეთრად განსხვავებული, რაც მას ძალიან საინტერესოს ხდის. ქართლის ჯიშის – თავკვერისგან წარმოებული ღვინო ბევრად მსუბუქია და ტანინებიც ნაზი აქვს. ამ ყველაფერს ბოლნისის ნიადაგები და კლიმატი განაპირობებს.

„ჯაფარიძის მეღვინეობის“ საფერავი 2023 და რქაწითელი 2023 დარეგისტრირებულია ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებად. მომდევნო წელს „ჯაფარიძის მეღვინეობის“ მიერ წარმოებული ღვინოების სახეობებს გორული მწვანე, ჩინური და ქისიც შეემატება.


Bolnisi, Sulkhan Saba Orbeliani Street N 79
[email protected] | +995 599 01 01 63

Total
0
Shares
Prev
AN ARCHAIC CORNER OF VINE AND WINE TRADITION
AN ARCHAIC CORNER OF VINE AND WINE TRADITION

AN ARCHAIC CORNER OF VINE AND WINE TRADITION

| Homeland of Wine Magazine | By Giorgi Barisashvili In Georgia, we encounter

Next
RACHA, MY LOVE

RACHA, MY LOVE

| Homeland of Wine Magazine | By Keti Kvichidze Racha is located in the

You May Also Like
Total
0
Share