WINERY SOLOMONE

I named the winery “Solomone” after my great grandfather Solomon Lezhava. His vineyards were where our winery is located right now. Solomon was a great winemaker. He traveled a lot during 1889-1907, especially to France, Germany, and England. On one of his journeys, he fell in love with a married woman who called him Solomone. To prove his love, my great grandfather competed with the woman’s husband, putting Georgian Dzelshavi against the French Pinot Noire… But this is a whole other story. 

The annex and takeover of Georgia by the Russian troops, isolated our country from the rest of the world. The knowledge and expertise about wine were also nearly lost. But families here and there still tried to continue our winemaking and viticulture traditions. My father – Gulda Chachanidze, a winemaker by profession – was one of them. I started helping him at the age of 9. During the renovation of our house, we found four 1300-litre qvevri in its foundation. Three of them were unfortunately ruined, but we still make wine in the fourth one that we found intact. 

The labels of “Solomone” wines have Braille writing, as an homage to grandfather. He was unable to see in the final years of his life, but that did not stop him from perfectly feeling the smell and taste of the wine. Each time he took a sip, he would say: “I’ve seen enough in my life, just to feel now is far better”. 

We dedicate our wine to people that have lost something or someone but are still filled with the joy of life and the desire to move forward. You have to feel life, it is too short not to.  

“Solomone” winery’s capacity is 50 000 bottles. Our vineyards count 3 hectares, part 15 and part 8 years of age. We plant new vineyards each year. We produced 16 000 bottles in 2021, and are planning to increase to 25 000 in 2022. 

We only use Imeretian varieties – Tsitska, Tsolikouri, Krakhuna, Dzelshavi, Otskhanuri Sapere – to make wine, trying to prove that Chiatura can not only produce manganese but high-quality wine.

We will soon have a boutique-style hotel on the territory of the winery (an idea of a “one-stop shop”). This will give our guests the possibility to get to know higher Imereti a bit better. We will name the hotel that will comprise 14 rooms, “Chiatureli”. We will decorate it with historic photos, that will help us tell our guests the history of Chiatura. The hotel will serve delicious Imeretian cuisine and have a tasting hall, swimming pool, and a demonstration vineyard. “Chiatureli” will be ready to receive guests starting Autumn of 2023. 


მეღვინეობის სახელწოდება „სოლომონე“ ჩემი დიდი ბაბუის – სოლომონ ლეჟავას სახელს უკავშირდება. ბაბუას ვენახები სწორედ იქ ჰქონდა გაშენებული, სადაც ახლა ჩვენი მარანი მდებარეობს. სოლომონი კარგი მეღვინეც იყო და ბევრსაც მოგზაურობდა, უმეტესად საფრანგეთში, გერმანიასა და ინგლისში, 1889-1907 წლებში. ერთ-ერთი მოგზაურობისას,  დაქორწინებული ქალბატონი შეუყვარდა, რომელიც მას სოლომონეს ეძახდა. სიყვარულის დასამტკიცებლად, ბაბუა ამ ქალბატონის მეუღლეს გაჯიბრებია ღვინით – ქართული ძელშავი ფრანგული პინო ნუარის წინააღმდეგ… მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა. 

საბჭოთა ჯარების მიერ საქართველოს ანექსიამ და გასაბჭოებამ ჩვენი ქვეყნის  დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირება გამოიწვია. მეღვინეობასთან დაკავშირებული ცოდნა და გამოცდილებაც თითქმის დაიკარგა. თუმცა ცალკეული ოჯახები ცდილობდნენ, გაეგრძელებინათ მეღვინეობისა და მევენახეობის ტრადიცია. ერთ-ერთი ასეთი მამაჩემი იყო – გულდა ჩაჩანიძე, რომელიც პროფესიით მეღვინე გახლდათ. 9 წლიდან თავადაც ვეხმარებოდი ამ საქმიანობაში. ჩვენი სახლის რეაბილიტაციისას, საძირკველში ოთხი 1300- ლიტრიანი ქვევრი აღმოვაჩინეთ. მათგან სამი სამწუხაროდ, დაზიანებული აღმოჩნდა, ერთში კი დღემდე ვაყენებთ ღვინოს. 

მეღვინეობა „სოლომონეს“ ღვინის ბოთლის ეტიკეტზე ბრაილის შრიფტია დატანილი, რაც ბაბუას უკავშირდება. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში სოლომონი ვეღარ ხედავდა, თუმცა ეს არ უშლიდა ხელს, ღვინის სურნელი და გემო იდეალურად შეეგრძნო და ყოველი დაგემოვნებისას ეთქვა: “საკმარისი ვნახე ჩემ ცხოვრებაში, ახლა ჯობს მხოლოდ შევიგრძნო”. 

ჩვენ ვუძღვნით ჩვენ ღვინოს იმ ადამიანებს, რომლებმაც შესაძლოა, ვინმე ან რამე დაკარგეს, მაგრამ სავსეები არიან სიცოცხლისა და წინსვლის სურვილით. სიცოცხლე იმდენად  ხანმოკლეა, რომ ის აუცილებლად უნდა შეიგრძნოთ. 

„სოლომონეს“ მარანი 50 000 ბოთლი ღვინის წარმოებაზეა გათვლილი. ვენახები 3 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული, მათგან ნაწილი 15 წლისაა, ნაწილი – 8 წლის. ახლებსაც ყოველწლიურად ვაშენებთ. 2021 წელს, 16 000 ბოთლი ვაწარმოეთ, 2022-ში  რაოდენობას 25 000 ბოთლამდე ვზრდით. 

ღვინოს მხოლოდ იმერული ჯიშებისგან – ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ძელშავი, ოცხანური საფერე – ვაყენებთ და იმის დამტკიცებას ვცდილობთ, რომ ჭიათურაში, მანგანუმის გარდა, მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებაც შესაძლებელია. 

მალე, მარნის ტერიტორიაზე ბუტიკური ტიპის სასტუმროც გვექნება (“ყველაფერი ერთ სივრცეში“ პრინციპით), რაც ჩვენს სტუმრებს საშუალებას მისცემს, უკეთ გაიცნონ ზემო იმერეთი. სასტუმროს, რომელიც 14 ნომერს მოიცავს, სახელიც შევურჩიეთ – „ჭიათურელი“. აუცილებლად დავტვირთავთ ისტორიული ფოტოებითაც, რომელთა მეშვეობით, ვიზიტორებს ჭიათურის ისტორიას მოვუყვებით. გვექნება გემრიელი იმერული სამზარეულო, სადეგუსტაციო დარბაზი, საცურაო აუზი და  სადემონსტრაციო ვენახები. სტუმრების „ჭიათურელი“ 2023 წლის შემოდგომიდან მიიღებს.    

Total
0
Shares
Prev
HOMELAND OF WINE magazine latest issue: September 2022

HOMELAND OF WINE magazine latest issue: September 2022

We dedicated this issue of the Homeland of Wine magazine to rare Georgian

Next
ZURAB KVIRIASHVILI VINEYARDS

ZURAB KVIRIASHVILI VINEYARDS

“Zurab Kviriashvili Vineyards” Ltd which was founded in 2002 is

You May Also Like

DMO-იმერეთისა და იმერული ღვინის ასოციაციის ორგანიზებით, 2023 წლის 5-8 ოქტომბერს, იმერეთში იმერული ღვინის კონკურსი ჩატარდება.

კონკურსის მიზანია, საქართველოში ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა –