NioSebi Winery

It has been two years since Nini Jokhadze and Soso Bokuchava established their winery in Siktarva, Terjola region. Carriers of their family tradition, they bottled their first wine in 2021. The attempt was so successful that Otskhanuri Sapere of the same vintage, a dark ruby color, with intense aromas of red berries and a delicate aroma of lilac, went on to win a gold medal in the Imeretian Wine Competition.

Nini Jokhadze

“Soso and I were involved in Georgian folklore for 20 years. I am still an active dancer. We continue the tradition in winemaking, writing a new history of Georgian wine,” – says Nini. She also tells us that her husband’s grandfather, Ioseb Bokuchava, was a famous winemaker in Samegrelo, and led the Poti wine factory for 30 years. Soso learned to appreciate and love vine and wine from his grandfather. He started making wine with Nini later on, establishing NioSebi Winery (“Nini” and “Iosebi”).

“NioSebi” is a synthesis of traditional winemaking and modern approach. At this stage, we buy our grape, however, we have a 3-hectare land that we plan to populate. This will allow us to make high-quality wine with various varieties grown on our land.”

“We make wine using traditional methods because staying true to traditions is very important for us. We do use classic methods sometimes. At this stage, we produce 5000 bottles. Our plans include increasing the volume and utilizing our tourist potential.”


მეღვინეობა “ნიოსები”

მეღვინეობის საოჯახო ტრადიციას აგრძელებენ თერჯოლის რაიონის სოფელ სიქთარვაში სოსო ბოკუჩავა და ნინი ჯოხაძე, რომლებმაც მეღვინეობა „ნიოსები“ ორი წელია დაარსეს და 2021 წელს ღვინოც ჩამოასხეს. პირველივე ცდა წარმატებული აღმოჩნდა და ამავე წლის ოცხანურმა საფერემ, რომელიც მუქი ლალისფერი ფერით, ინტენსიური წითელი კენკროვანი ხილისა და ნაზი იასამნის არომატით გამოირჩევა, „იმერული ღვინის კონკურსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა.

„მე და სოსო 20 წელი ქართულ საგანძურს – ფოლკლორს ვემსახურებოდით. მე დღესაც მოქმედი მოცეკვავე გახლავართ. ტრადიციას მეღვინეობაშიც ვაგრძელებთ და ერთად ვწერთ ქართული ღვინის ახალ ისტორიას,“- ამბობს ნინი. იმასაც გვიყვება, რომ მისი მეუღლის ბაბუა, იოსებ ბოკუჩავა, სამეგრელოში ცნობილი მეღვინე იყო და ფოთის ღვინის ქარხანას 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ვენახისა და ღვინის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და სიყვარული სოსოს სწორედ ბაბუისგან გამოჰყვა. მოგვიანებით, ნინისთან ერთად მეღვინეობაში ჩაერთო და „ნიოსები“ („ნინო“ და „იოსები“) დაარსა. მალევე ააშენეს და კეთილმოაწყეს მარანი და ღვინის დაყენებაც დაიწყეს.

„შეიძლება ვთქვათ, რომ „ნიოსები” ტრადიციული მეღვინეობისა და თანამედროვე მიდგომების სინთეზია, – ამბობს ნინი. ყურძენს ამ ეტაპზე ვყიდულობთ, თუმცა გვაქვს 3 ჰექტარი მიწა, სადაც ვენახის გაშენებას ვგეგმავთ, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენივე მიწაზე მოყვანილი სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან მაღალი ხარისხის ღვინო ვაწარმოოთ.

ტრადიციების შენარჩუნება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ღვინოსაც უმეტესად ტრადიციული მეთოდით ქვევრში ვაყენებთ, თუმცა ვიყენებთ კლასიკურ მეთოდსაც. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 5000 ბოთლს. სამომავლოდ, ვფიქრობთ როგორც რაოდენობის გაზრდას, ისე ტურიზმის მიმართულებით ჩვენივე მეურნეობის განვითარებას.“

Total
0
Shares
Prev
Minadze’s Marani Phersvi

Minadze’s Marani Phersvi

Irakli Minadze: “We are the 4th generation winemakers continuing with our family

Next
Mirianis Marani

Mirianis Marani

The winemaking counts 4 generations in Mirian Iosebashvili’s winery

You May Also Like
Total
0
Share