Sazano Wine Cellar & Hotel

Established in 2019, “Sazano Wine Cellar & Hotel” continues the two-century-old family winemaking tradition. The winery is located in Imereti, in the ancestral estate of Sazano village, in the valley of the Dzusa River, and focuses on such rare and unique varieties of Western Georgia as Krakhuna, Tsitska, Otskhanuri Sapere, Aladasturi, Ojaleshi, and others.

Levan Chanturidze

Here the wine is made using the traditional Imeretian method. Fermentation and aging take place in qvevri, by partial contact with chacha. Sazano wines are available on the local market and exported to China and European countries.

“Sazano Wine Cellar & Hotel” is actively involved in agricultural tourism since 2019 and offers an array of activities to their local and foreign guests: opening a qvevri, wine tasting, qvevri cleaning, caring for farm animals, gardening, herb and vegetable picking (ekala, jonjoli, strawberries, blueberries, mushrooms), heating up a tone, baking delicious bread and khachapuri, looking after a vineyard, participation in Rtveli, making pelamushi and traditional Imeretian churchkhela, farming and many more.


საზანოს ღვინის მარანი და სასტუმრო

„საზანოს ღვინის მარანი და სასტუმრო“ 2019 წელს დაარსდა და ღვინის დამზადების თითქმის ორსაუკუნოვან საოჯახო-საგვარეულო ტრადიციის აღდგენას მიჰყო ხელი. მარანი იმერეთში, სოფელ საზანოს საგვარეულო მამულში, მდინარე ძუსას ხეობაში მდებარეობს და დასავლეთ საქართველოს ისეთ იშვიათ და უნიკალურ ჯიშებზეა ფოკუსირებული, როგორიცაა კრახუნა, ციცქა, ოცხანური საფერე, ალადასტური, ოჯალეში და სხვა.

ღვინის წარმოების ტექნოლოგიური პროცესი აქ იმერული ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობს. ფერმენტაცია და დავარგება ქვევრში ჭაჭაზე ნაწილობრივი კონტაქტით ხდება. მარნის ღვინოები წარმოდგენილია ადგილობრივ ბაზარზე, ექსპორტზე კი ჩინეთსა და ევროპის ქვეყნებში გადის.

„საზანოს ღვინის მარანი და სასტუმრო“ 2019 წლიდან სოფლის ტურიზმში აქტიურად არის ჩართული და ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს, რომელთა შორის არის ქვევრის მოხდა, ღვინოების დეგუსტაცია, ქვევრის გარეცხვა, იმერული ტრადიციული ღვინის ასორტიმენტის გაცნობა, შინაური ცხოველებისა და ფრინველების მოვლა, ბაღ-ბოსტნის გამარგვლა, მორწყვა, ბაღჩეულისა და ბოსტნეულის საკუთარი ხელით მოკრეფა-შეგროვება (ეკალა, ჯონჯოლი, მარწყვი, მოცვი, სოკო), თონის გახურება, უგემრიელესი პურის და იმერული ხაჭაპურის გამოცხობა, ვენახის მოვლა, სეზონზე რთველში ჩართვა, ფელამუშის გაკეთება, იმერული ტრადიციული ჩურჩხლის ამოვლება, სახნავ-სათეს სამუშაოებში მონაწილეობის მიღება, მოსავლის აღება და სხვა.

Total
0
Shares
Prev
CHURI CHINEBULI

CHURI CHINEBULI

“We laid the foundation for “Churi Chinebuli” in 2017, – Mr

Next
Churistavi Wine Cellar

Churistavi Wine Cellar

Maia Kharshiladze is the 6th generation winemaker

You May Also Like

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებები საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წელს კიდევ უფრო გააქტიურდება

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის სახელმწიფო ბიუჯეტი 2024 წელს