VARTSIKHE MARANI

Vartsikhe is located in a well-known winemaking region of Baghdati. Winemaking is a family tradition for David Tsertsvadze, whose grandfather made wine and owned a wine cellar in Dimi village of the same region. David Tsertsvadze continues the tradition in Vartsikhe, where, 7 years ago, he established “Vartsikhe Marani” and planted his vineyard.

David Tsertsvadze

“Vartikhe Marani” mainly offers qvevri wines made with Imeretian varieties, such as Tsolikouri, Krakhuna, Tsitska, Aladasturi, Otskhanuri Sapere, Dzelshavi. The winery went with the natural wine route, but they are also working on reviving rare Imeretian varieties. There is a vine nursery here, where these varieties are grown. “Vartsikhe Marani” has 3 hectares of Otskhanuri Sapere – a variety that was on the verge of extinction.

The winery bottled its first wine in 2015. Until 2021, all the wines were made using the traditional qvevri method, however from 2022, European-styled wines also appeared in their portfolio. Today, it also includes their chacha.

“Vartsikhe Marani” wines are sold on the local market and exported to the US and Japan. Their wines have won several gold and silver medals at various international wine competitions.

“Vartsikhe Marani” is one of the most outstanding hotels and recreational complexes in the region, with amazing views, service, cuisine, and wine. Local and European tourists are frequent visitors. “Vartsikhe Marani” is actively involved in the development of agro and wine tourism.


ვარციხის მარანი

სოფელი ვარციხე მეღვინეობით ოდითგანვე განთქმულ ბაღდათის რაიონში მდებარეობს. მეღვინეობა ოჯახური ტრადიციაა დავით ცერცვაძისთვისაც, რომლის ბაბუას ამავე რაიონის სოფელ დიმში ჰქონდა მარანი და ღვინოსაც აყენებდა. ტრადიცია დავითმა სოფელ ვარციხეში გააგრძელა, სადაც 7 წლის წინ „ვარციხის მარანი“ დაარსა და ვენახების გაშენებაც დაიწყო.

ღვინოს „ვარციხის მარანში“ ძირითადად, იმერული ჯიშებისგან – ცოლიკოური, კრახუნა, ციცქა, ალადასტური, ოცხანური საფერე, ძელშავი – აწარმოებენ ქვევრის ტრადიციული მეთოდით. ნატურალური ღვინის მიმართულება აქვთ არჩეული და იშვიათი იმერული ჯიშების აღდგენაზეც აქტიურად ზრუნავენ. აქვეა ვაზის სანერგე მეურნეობა, სადაც სწორედ ასეთი ჯიშები გამოჰყავთ. „ვარციხის მარანს“ 3 ჰექტარზე აქვს გაშენებული ოცხანური საფერე – ჯიში, რომელიც ფაქტობრივად გადაშენების პირას იყო.

პირველი ღვინო 2015 წელს ჩამოასხეს. 2021 წლამდე მარნის ყველა ღვინო ქვევრის ტრადიციული მეთოდით იწარმოებოდა, 2022 წლიდან კი მეღვინეობის პორტფელში ევროპულად დაყენებული ღვინოებიც გამოჩნდა. ამავე პორტფელშია მარნის მიერ წარმოებული ჭაჭა.

მარნის ღვინოები წარმოდგენილია ადგილობრივ ბაზარზე, ექსპორტზე კი ამერიკასა და იაპონიაში გადის. „ვარციხის მარანს“ სხვადასხვა საერთაშორისო ღვინის კონკურსზე რამდენიმე ოქროს და ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.

„ვარციხის მარანი“ მოცავს სასტუმროს და დასასვენებელ კომპლექსს, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეულია რაიონში – ადგილმდებარეობით, საუცხოო ხედებით, სერვისით, სამზარეულოთი და ღვინით. აქ ძირითადად, ადგილობრივ და ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ ვიზიტორებს მასპინძლობენ. აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის მიმართულების გაფართოებაზეც „ვარციხის მარანში“ აქტიურად ზრუნავენ.

Total
0
Shares
Prev
Gaioz Sopromadze Wine Cellar

Gaioz Sopromadze Wine Cellar

The history of this outstanding family winery in Baghdati dates back more than a

Next
CHURI CHINEBULI

CHURI CHINEBULI

“We laid the foundation for “Churi Chinebuli” in 2017, – Mr

You May Also Like
Total
0
Share