Gaioz Sopromadze Wine Cellar

The history of this outstanding family winery in Baghdati dates back more than a century. Gaioz Sopromadze restored the tradition years ago and today, together with his son – Lasha Sopromadze, he produces wine from many, many varieties. Father and son, who are known for their excellent wine and hospitality, are naturalist winemakers and make wine from an array of varieties – Tsolikouri Melko (a Tsolikouri species), Tsitska, Chkhaveri, Otskhanuri Sapere, Dzelshavi – an exceptionally interesting wine – and Krakhuna (performs well in this microzone). The identity of Imeretian wine is well-preserved in this wine cellar.

Gaioz Sopromadze

“Gaioz Sopromadze Wine Cellar” is a member of the Natural Wine Association. It regularly takes part in natural wine exhibitions and festivals held in the country as well as abroad. Their Imeretian wines are annually exported to Japan, the US, Australia, France, and Germany.

Gaioz Sopromadze is a wonderful host and each visit to his wine cellar is memorable. Before he tells us about Imeretian varieties, he says this winery should always be present in the Georgian market.

Here, the wine is made using traditional methods: after a month of fermentation, the wine is filtered, returned to churi, and sealed until Spring. Wine is then first transferred to stainless steel tanks and then bottled. These natural wines pair perfectly with Imeretian, European and Asian cuisines.


გაიოზ სოფრომაძის მარანი

იმერეთში, ბაღდათის რაიონში, ამ ერთ-ერთი გამორჩეული საგვარეულო მარნის ისტორია საუკუნეზე მეტ ხანს ითვლის. ღვინის დაყენების ტრადიცია აქ გასული საუკუნის დასაწყისიდან მოდის, რომელიც გაიოზ სოფრომაძემ წლების წინ აღადგინა და დღეს, შვილთან – ლაშა სოფრომაძესთან ერთად არაერთი დასახელების ღვინოს აწარმოებს. მამა-შვილი, რომლებსაც საუცხოო ღვინითა და მასპინძლობით იცნობენ, ნატურალისტი მეღვინეები არიან და ღვინოს სხვადასხვა იმერული ჯიშისგან აყენებენ – ცოლიკოური მელქო (ცოლიკოურის ოჯახში შემავალი ჯიში), ციცქა, ჩხავერი, ოცხანური საფერე, ძელშავი – რომლისგანაც გამორჩეულად საინტერესო ღვინო დგება, კრახუნა – რომელიც კარგად გრძნობს თავს ამ მიკროზონაში. ამ მარანში ყველაზე მეტად იგრძნობა, როგორ ზრუნავენ იმერული ღვინის იდენტობის შენარჩუნებაზე.

„გაიოზ სოფრომაძის მარანი“ ბუნებრივი ღვინის ასოციაციის წევრია. მონაწილეობს ნატურალური ღვინის გამოფენებსა და ფესტივალებში ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ. იმერული ჯიშებისგან წარმოებული ღვინის ექსპორტს მარანი ყოველწლიურად იაპონიაში, ამერიკაში, ავსტრალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში ახორციელებს.

გაიოზ სოფრომაძე შესანიშნავი მასპინძელია, მასთან სტუმრობა კი ყოველთვის დასამახსოვრებელი. ბუხართან საუბრისას იმერული ჯიშების შესახებ ბევრს გვიყვება და იმასაც ამბობს, რომ მათი მარნის ღვინო ქართულ ბაზარზე არ უნდა გამოილიოს.

აქ, ღვინოს ტრადიციული მეთოდით აყენებენ: მთელი თვე ხდება დუღილი ჭურში, შემდეგ ღვინო იხსნება ლექიდან და ღვინის ქვისგან, კვლავ ბრუნდება ჭურში და გაზაფხულამდე ილუქება. გაზაფხლზე ღვინო ჯერ უჟანგავ ცისტერნებში გადადის, შემდეგ კი – ბოთლში. ეს ის ბუნებრივი ღვინოებია, რომლებიც ძალიან უხდება როგორც იმერულ, ისე ევროპულ და აზიურ სამზარეულოს.

Total
0
Shares
Prev
Cellar WINEGENIUS

Cellar WINEGENIUS

The host of this beautiful Imeretian oda (house) is Aleksandre Paikidze – an

Next
VARTSIKHE MARANI

VARTSIKHE MARANI

Vartsikhe is located in a well-known winemaking region of Baghdati

You May Also Like