საქართველო, 2023 წელს, ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა ხდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა აშშ-ში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სანტა-როზაში გამართულ ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობს.

„2023 წელს, საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) თავმჯდომარე ქვეყანა გახდება. აღნიშნულ ჯგუფში საქართველოს მონაწილეობის ძირითადი მიზანია ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ღვინის ინდუსტრიისთვის. ჯგუფის თავმჯდომარეობა ხორციელდება ყოველწლიურად, თითოეული მონაწილე ქვეყნის მიერ, როტაციის პრინციპით. მიმდინარე წელს ჯგუფის თავმჯდომარე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია”, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) შეხვედრაზე ლევან მეხუზლამ ადგილწარმოშობის დასახელებებისა და ღვინის ხარისხთან დაკავშირებულ სავაჭრო ბარიერებზე პრეზენტაცია გამართა, ისაუბრა ღვინით ვაჭრობის მარეგულირებელ საკითხებსა და საქართველოს ღვინის ინდუსტრიის პოტენციალზე.

ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფი (WWTG) წარმოადგენს ღვინის მწარმოებელი ქვეყნების (არგენტინა, ავსტრალია, კანადა, ჩილე, საქართველო, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, აშშ, ურუგვაი) გაერთიანებას. ორგანიზაციის ძირითადი მიზანია ღვინით ვაჭრობის გამარტივება, ღვინით საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობა ინფორმაციის გაზიარებისა და სავაჭრო ბარიერების მოხსნისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების გზით.

Total
0
Shares
Prev
კახეთის მთავარი მოვლენა „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ორწლიანი იძულებითი პაუზის შედგა

კახეთის მთავარი მოვლენა „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ ორწლიანი იძულებითი პაუზის შედგა

300-ზე მეტი მეღვინეობა და 20 ათასზე მეტი სტუმარი მეღვინეობის ქალაქში „გურჯაანის

Next
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლოს-ანჯელესში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე ,,RAW Wine” ქართული ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ლოს-ანჯელესში, ბუნებრივი ღვინოების გამოფენაზე ,,RAW Wine” ქართული ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი.

საქართველოდან გამოფენაში ღვინის შვიდი მარანი მონაწილეობდა

You May Also Like

ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის, ქართული ღვინის

Total
0
Share