კახური ღვინის მარანი

„კახური ღვინის მარნის“ ისტორია საუკუნეს ითვლის, რაც საქართველოში ღვინის წარმოების 8000-წლიანი ტრადიციის გაგრძელებაა. ვაზისა და ღვინის წარმოების სიყვარულმა კომპანიის დაარსების იდეა წარმოშვა. დღეს, „კახური ღვინის მარანი“ 600 ჰექტარზე გაშენებულ უნიკალური ქართული ენდემური ჯიშების ვენახებს ფლობს კახეთის სხვადასხვა მიკროზონაში. სწორედ ეს ვენახები წარმოადგენს კომპანიის პროდუქციის – ღვინოების და სპირტიანი სასმელების უმაღლესი ხარისხის საფუძველს.

გურჯაანში, კახეთის გულში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ „კახური ღვინის მარნის“ საწარმოში 40-მდე დასახელების ქართულ ღვინო და მაღალალკოჰოლურ სასმელი იწარმოება. ასორტიმენტში წარმოდგენილია მრავალი სახეობის ადგილწარმოშობის, ქვევრისა და მუხაში დაძველებული ღვინოები, ასევე სპირტიანი სასმელები, კერძოდ: სხვადასხვა ასაკის ბრენდი და ქართული ტრადიციული ჭაჭა – კლასიკური, მუხაში დავარგებული, თაფლის, ტარხუნის, ციტრუსისა და მუსკატის.

პროდუქცია წარმატებით იყიდება მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, ინგლისში, პოლონეთში, გერმანიაში, ლატვიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ნიდერლანდებში, სინგაპურში, ჩინეთში, თურქეთში, მონღოლეთში, აზერბაიჯანში და სხვა.

„კახური ღვინის მარანი“ ზრდასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, სწორედ ამიტომ, ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ კონკურსზე ასზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული. ჯილდოების უმეტესი ნაწილი ოქროსა და პლატინის მედლებია.

აღსანიშნავია, ჰონგ კონგის ცნობილ ღვინის საერთაშორისო კონკურსზე HKIWSC „კახური ღვინის მარნის“ „საფერავის“ მიერ მოპოვებული ოქროს მედალი, გრან პრი და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ღვინოდ დასახელება. 2021 წელს, ლონდონში გამართული Decanter Wine Awards-ზე, ღვინომ „კაბერნე-საფერავი ქვევრი“ უმაღლესი ჯილდო, Best In Show დაიმსახურა. იმავე წელს გამართულ Intenrational Wine
Awards-ზე კი „კახური ღვინის მარნის“ „ქინძმარაულმა“ გრან პრი და ოქროს მედალი მოიპოვა საუკეთესო ნახევრად ტკბილი ღვინის კატეგორიაში.

ქართული მეღვინეობის ტრადიციების და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით კომპანია წარმატებით ოპერირებს მსოფლიოს მზარდ ბაზრებზე, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციას.

Total
0
Shares
Prev
KAKHURI GVINIS MARANI

KAKHURI GVINIS MARANI

The history of Kakhuri Gvinis Marani is a century old and is a continuation of

Next
შემოდგომის ქრონიკები „შალოს მარნის“ ვენახებში

შემოდგომის ქრონიკები „შალოს მარნის“ ვენახებში

შემოდგომას „შალოს მარნის“ ვენახებში, რომლებიც ბოლნისსა და რაჭისუბანშია

You May Also Like