ORILO – The Nakhutsrishvili family’s ancestral Winery

| HOMELAND OF WINE MAGAZINE |

Established in 2020, ORILO Winery is located in the village of Khashmi, home to the Nakhutsrishvili family’s 40-50-year-old vineyards and ancestral cellar. Under the ORILO brand, the company produces Saperavi Khashmi red-dry PDO wine, crafted using both traditional and classic methods. Additionally, they offer a semi-dry rosé wine made from the Saperavi grape variety under the Anastasia label.

The company produces over 10,000 bottles annually and has significant growth potential.

The practice of Cultivating vineyards in Khashmi is closely linked to Tamar the Great (Also known as Tamar Mepe, Queen of Georgia from 1184 to 1213). Under her decree, monks from Gareji planted the first vineyards here. The locals quickly mastered viticulture and winemaking, producing exceptional wines from the Saperavi grape variety. The ORILO Winery logo honours this heritage, featuring the royal symbol of Tamar Mepe.

The ORILO brand (derived from “ORphan ILO”) is named after the family’s ancestor, Ilo (Obolilo) Nakhutsrishvili, who founded the winery nearly 100 years ago.

The Khashmi microzone, located in the outer Kakheti subzone within the Sagarejo municipality, lies on the southwestern slope of the Tsiv-Gombori range. It is situated on the left bank of the Iori River and encompasses the village of Khashmi.

The Khashmi microzone spans a total area of 887 hectares. Saperavi Khashmi, a PDO wine, is produced exclusively from Saperavi grapes grown in this region.

Wines produced by ORILO are available in Georgian wine shops and the HoReCa sector. They are also exported to the United States, Germany, Belgium, the Czech Republic, and Thailand.

ORILO wines have garnered numerous awards in Georgian competitions and have earned silver and bronze medals at international competitions such as Decanter and IWSC.


ორილო – ნახუცრიშვილების საგვარეულო მარანი

მეღვინეობა “ორილო” დაარსდა 2020 წელს სოფელ ხაშმში, სადაც ნახუცრიშვილების ოჯახის 40-50 წლის ვენახები და საგვარეულო მარანია განთავსებული. ამჟამად კომპანია აწარმოებს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების მშრალ წითელ ღვინოს, „ხაშმის საფერავი“, რომელიც მზადდება როგორც 8000-წლიანი ქართული ტრადიციული, ასევე კლასიკური მეთოდით ORILO-ს ბრენდის ქვეშ და საფერავის ჯიშის ყურძნისგან ნახევრადმშრალ ვარდისფერ ღვინოს ბრენდით “ანასტასია”. ამ ეტაპზე, კომპანია აწარმოებს 10 000-ზე მეტ ბოთლს წელიწადში და აქვს მნიშვნელოვანი ზრდის პოტენციალი.

ხაშმის ტერიტორიაზე ვენახის გაშენება თამარ მეფის სახელს უკავშირდება. მისი ბრძანებით გაუშენებიათ აქ ვენახი დავით გარეჯელ ბერებს. ადგილობრივ მოსახლეობას სწრაფად აუთვისებია ვენახის მოვლისა და ღვინის დაყენების წესები და საფერავის ჯიშის ყურძნიდან მაღალი ხარისხის ღვინოც უწარმოებიათ. კომპანია ORILO-ს ლოგო ამ ლეგენდასთანაა დაკავშირებული და წარმოადგენს თამარ მეფის სამეფო ნიშანს.

ბრენდი ORILO (ORphan ILO – ORILO) სახელს იღებს ოჯახის წინაპრის ილო (ობოლილო) ნახუცრიშვილისგან, რომელმაც მარანი დაახლოებით 100 წლის წინ დააარსა.

ღვინო „ხაშმის საფერავი“ გამოირჩევა სხეულიანობით, ინტენსიური შეფერილობით, გემოს მრავალფეროვნებით და აქვს მრავალწლიანი დავარგების პოტენციალი.

ხაშმის მიკროზონა მდებარეობს გარე კახეთის ქვეზონაში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ცივ-გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე იორის მარცხენა ნაპირზე. ხაშმის მიკროზონა მოიცავს სოფელ ხაშმს. მიკროზონის საერთო ფართობია 887 ჰა. “საფერავი ხაშმის” დამზადება შესაძლებელია მხოლოდ ხაშმის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ჯიშის ყურძნისაგან.

ORILO-ს მიერ წარმოებული პროდუქცია იყიდება ქართული ღვინის მაღაზიებსა და ჰორეკა სექტორში. ექსპორტზე გადის შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, ბელგიაში, ჩეხეთსა და ტაილანდში.

ORILO-ს ღვინოები დაჯილდოებულია მრავალი პრიზით როგორც საქართველოში ჩატარებულ კონკურსებში, ასევე მიღებული აქვს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები
Decanter-ისა და IWSC-ს საერთაშორისო კონკურსებზე.


Homeland of Wine magazine latest issue: Autumn 2024

Total
0
Shares
Prev
80-20 Wines Launches First Georgian Wine Brand Store on Amazon UK, Bringing the Rich Culture and Heritage of Georgian Wine to a Global Audience

80-20 Wines Launches First Georgian Wine Brand Store on Amazon UK, Bringing the Rich Culture and Heritage of Georgian Wine to a Global Audience

| London, UK | London, UK –1 September, 2024– 80-20 Wines, the premier importer

Next
INSIGHTS FROM SOMMELIERS
echkhumi is located in the northeastern part of western Georgia. To the east, it borders Racha, to the north – Kvemo Svaneti

INSIGHTS FROM SOMMELIERS

| Homeland of Wine Magazine | Lechkhumi is located in the northeastern part of

You May Also Like
Total
0
Share