JAZZ & WINE KAKHETI 2024

| Homeland of Wine Magazine |

12 ოქტომბერი/2024
ფესტივალი „JAZZ&WINE Kakheti“ | „ჯაზი და ღვინო კახეთი“

წელს კახეთი მერვედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 12 ოქტომბერს, 14.00 ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.

14:00 და 16.00 ამფითეატრის სცენა დაეთმობა იტალიურ ჯგუფს „სვით ლაიფ სოსაეთი“ (THE SWEET LIFE SOCIETY) მათი უნიკალური სტილი აერთიანებს ვინტაჟურ მელოდიებსა და ამერიკული ჰიპ ჰოპს, რაც ქმნის დახვეწილ და ელეგანტურ მელოდიას, რომელსაც საოცრად ერწყმის ჯულიეტა პასერასა და მორენო ტურის შეუდარებელი ვოკალი. https://youtu.be/2J71YnQgJ7Q?si=42JYVH1KkibFnVqH

ფესტივალის სტუმრებს, იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო მუსიკის ფონზე, ტრადიციული იტალიური კერძებით გაუმასპინძლდება.

სადღესასწაულო განწყობას 19.00 ბოლრუმში გააგრძელებენ ვირტუოზი მუსიკოსები: კოლუმბიელი ედმარ კასტანედა და შვეიცარიელი გრეგუარ მარე, უნიკალური პროექტით ჰარფ vs ჰარფ (Edmar Castañeda & Grégoire Maret – HARP vs HARP)
https://youtu.be/QgT5hPZSnmQ?feature=shared

დღის ბოლოს კი, 21.00 ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე წარდგება ფრანგული ჯგუფი „ელექტრო დე ლუქსი“ (ELECTRO DELUXE) მათ ფრანგული მუსიკის ელჩებსაც კი უწოდებენ. ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება დიდი ხნის წინ მოიპოვა. მათი მუსიკა უნივერსალურ ენაზე საუბრობს და აერთიანებს სოულის, ჰიპ-ჰოპისა და R&B ელემენტებს. საოცარი იმპროვიზაციის უნარი წარუშლელ ატმოსფეროს ქმნის დარბაზში და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მსმენელის მეხსიერებაში. ეს არის ის, რითაც მუსიკოსები მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავენ მსმენელს.
https://youtu.be/f-ydCn0lGOk?si=l3wwiqrcILr6tqvK

o ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს თიბისი კონცეპტი
o ოფიციალური სპონსორი ვიზა
o სპონსორები: პორშე, ისი პარი
o მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრცია
o მასპინძელი სასტუმროები: რედისონ ქოლექშენი და პარკ ჰოტელ წინანდალი
o ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TVიმედი, ჟურნალი Homeland of Wine Magazine, რადიო ფორტუნა, Marketer.ge
o ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია ისთერნ ფრომოუშენსი
ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: www.tkt.ge

წინასწარი გაყიდვების ფარგლებში (13-15 აგვისტო) სასტუმროს პაკეტებისა და ბილეთების შეძენას თიბისის კონცეპტ კლიენტები შეძლებენ სპეციალურ ფასად, ხოლო შემდგომ, მხოლოდ ბილეთებზე თიბისი კონცეპტის Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, თიბისი Visa ბარათზე კი 15%-იანი.

საკონტაქტო პირი: ლანა ბენდუქიძე
მობ. 599934555, ელ-ფოსტა: [email protected]

Total
0
Shares
Prev
Electro Deluxe – The French Groove Revolution

Electro Deluxe – The French Groove Revolution

| Jazz & Wine Kakheti | The Birth of a Unique Sound In the heart of Paris in

Next
80-20 Wines Launches First Georgian Wine Brand Store on Amazon UK, Bringing the Rich Culture and Heritage of Georgian Wine to a Global Audience

80-20 Wines Launches First Georgian Wine Brand Store on Amazon UK, Bringing the Rich Culture and Heritage of Georgian Wine to a Global Audience

| London, UK | London, UK –1 September, 2024– 80-20 Wines, the premier importer

You May Also Like
Total
0
Share