Gvazi Family Winery traces its roots to the village of Nagvazao in the Martvili district of Samegrelo. With a long-standing tradition in viticulture, our family has primarily focused on crafting wine from the Ojaleshi grape variety, following the classic Georgian method in qvevris. The name Gvazi is derived from both our family name and the name of our village.

Gvazi’s Tsolikouri is made from the same grape variety that my grandfather, Abel Gvazava, planted in 1995. Over the years, we have expanded our vineyard and planted nearly ten indigenous Megrelian varieties, including Ojaleshi. Spanning four hectares of mineral-rich loam and limestone soils, our vineyards play a key role in producing the exceptional quality of Gvazi wines.
At our winery in Tbilisi, in the Okrokana area, our qvevris are arranged across three terraces. This design allows the wine, made from the finest grapes, to naturally move from one qvevri to the next without intervention, enabling it to mature and develop peacefully. This cellar arrangement technique was once recommended to Georgian winemakers by Ilia Chavchavadze, the renowned Georgian writer, publisher, and poet (1837-1907).

The wine cellar is equipped with a fully adjustable roof, allowing it to be completely opened or closed as needed. Paired with our Garbellotto oak barrels, this unique setup allows us to craft wines of exceptional quality—wines that embody the knowledge and experience of 8,000 harvests, to be shared with Gvazi’s friends.

The winery also features a craft distillery, where we produce chacha and Saperavi brandy using modern approaches and multifunctional equipment—creating products of premium quality and versatile flavours.
საოჯახო მარანი გვაზი
საოჯახო მარანი “გვაზის” ფესვები სამეგრელოდან, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოდან მოდის. გვარის წარმომადგენლები მევენახეობით ოდითგანვე იყვნენ დაკავებულნი და ღვინოს უმეტესად ოჯალეშის ჯიშის ყურძნისგან ტრადიციული ქართული მეთოდით – ქვევრში აყენებდნენ.
მეღვინეობის სახელწოდება – “გვაზი” – ჩვენი გვარისა და სოფლის სახელწოდების ფუძიდან მომდინარეობს. გვაზის ცოლიკოურს ბაბუის, აბელ გვაზავას მიერ, 1995 წელს გაშენებული ამავე ჯიშის ყურძნისგან ვაწარმოებთ. წლიდან წლამდე გავზარდეთ ვენახების ფართობი და ათამდე მეგრული ენდემური ჯიში, მათ შორის, ოჯალეში გავაშენეთ. ჩვენი ვენახები 4 ჰექტარ ფართობზე, მინერალებით გაჯერებულ თიხნარ და კირქვა ნიადაგებზეა გაშლილი, რაც კარგად აისახება “გვაზის” ღვინოებში.
თბილისში, ოქროყანაში არსებულ მარანში ქვევრები სამ ტერასაზე გვაქვს განლაგებული. ეს საშუალებას იძლევა, ღვინომ, რომელსაც უმაღლესი ხარისხის ყურძნისგან ვამზადებთ, ქვევრიდან ქვევრში თავისით, ყოველგვარი ჩარევის გარეშე იმოძრაოს და მშვიდად განვითარდეს. მარნის მოწყობის ასეთი ტექნიკა, თავის დროზე, ქართველი მემარნეებისთვის ილია ჭავჭავაძის მიერ იყო რეკომენდებული.
მარანს მოძრავი გადახურვა აქვს: საჭიროებისამებრ, ის შესაძლოა, სრულად დახურული გვქონდეს, ანდა სრულად ღია. ჩვენი უნიკალური მარანი, გარბელოტოს მუხის კასრებთან ერთად, გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ და “გვაზის” მეგობრებამდე მივიტანოთ ქართველი კაცის მიერ 8 000 რთველის განმავლობაში ნაგროვები გამოცდილება ღვინის სახით, რომელიც განუმეორებელი თვისებებით ხასიათდება.
მარნის ბაზაზე ფუნქციონირებს კრაფტ დისტილერიაც. მრავალფუნქციურ დანადგარებზე თანამედროვე მიდგომებით ვაწარმოებთ ჭაჭასა და საფერავის ბრენდს – მაღალი ღირსებისა და მრავალმხრივი გემოების პროდუქტებს.
Sulkhan Saba N3 b, Tbilisi, 0114, Georgia
+995 579 80 33 00
[email protected]
www.gvazi.ge
Instagram|Facebook: მარანი გვაზი ⁄ Marani Gvazi