| იმერეთის მარგალიტი |
იმერეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მხარეა ვენახების ფართობით, ღვინოების ხასიათითა და მეღვინეობის ისტორიით. შავი ზღვის გავლენით, იმერეთში რბილი და ტენიანი, ზომიერი და სუბტროპიკული კლიმატია. შესაბამისად, რეგიონში გრძელი სავეგეტაციო პერიოდის ჯიშები გვხვდება, რომლებიც აქ კარგად მწიფდება. დღეს, ეს რეგიონი აღმავლობის გზაზე დგას. მიმდინარეობს ადგილობრივი ჯიშების აღორძინება, მათ შორის, ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ოცხანური საფერეს, ძელშავის, რომლებსაც ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავათ ქართულ მევენახეობა-მეღვინეობაში.

როგორც წესი, მცირე საოჯახო მარნებში მეღვინეობას რამდენიმე თაობა ემსახურება. სხვადასხვა თაობის ემოცია კი ყოველთვის კარგად ჩანს ღვინოში. ამიტომ ასეთი ღვინო სწორედ ადგილზე, იმ მარანში უნდა დააგემოვნოთ და დააფასოთ, სადაც დამზადდა. ‘იმერეთის მარგალიტი’ ერთ-ერთი ასეთი მცირე საოჯახო მარანია ზესტაფონის რაიონის სოფელ კვალითში, რომლის ისტორიაც საუკუნეზე მეტს ითვლის და სადაც მალხაზ გაბრიჭიძე და მისი მეუღლე ნანა სხულუხია იმერული ჯიშებისგან საინტერესო ღვინოებს აყენებენ.

ამბობენ, რომ გაბრიჭიძეები ცნობილი მეღვინეები იყვნენ და ღვინოც საუცხოო ჰქონდათ. კვალითის ასწლოვან მარანში ეს ტრადიცია ისევ გრძელდება და ქვევრებშიც ღვინო კვლავ დუღს. ოჯახს ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა და ოცხანური სოფელ კვალითში, 9 ჰექტრამდე ფართობზე აქვს გაშენებული. ოჯალეში (მეგრული ჯიში) კვალითშიც და სამეგრელოშიც.
ღვინის წარმოების გარდა, მარანი ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებსაც მასპინძლობს, რომლებსაც საშუალება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ყურძნის კრეფისა და ღვინის დაყენების პროცესში, გაეცნონ ქართული ღვინის დამზადების თავისებურებებს.
მარნის ტერიტორია ფართოვდება და უახლოეს მომავალში, აქ სასტუმრო და ღვინის მუზეუმიც განთავსდება, რაც იმერეთის მარგალიტს უფრო მიმზიდველსა და საინტერესოს გახდის. მალხაზი და ნანა გეგმავენ, მუზეუმში თავს მოუყარონ იმერეთში მოძებულ ისტორიულ არტეფაქტებს, რომელთა მეშვეობითაც სტუმრები ამ რეგიონის ისტორიასა და ეთნოკულტურას გაეცნობიან. სასტუმროს კომფორტული გარემო და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა კი კარგი დასვენების წინაპირობა გახდება.


ახალი სიცოცხლე მარანმა 2018 წლიდან დაიწყო და დღეს, მათ მიერ წარმოებული ღვინოები უკვე რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის პრიზებს ფლობს, მათ შორის, დიდი ოქროს, ოქროს და ვერცხლის მედლებს.
Imereti is one of Georgia’s key wine regions, known for its vineyard acreage, distinctive wine styles and deep-rooted winemaking tradition. Influenced by the Black Sea, the region enjoys a mild, humid climate that’s both temperate and subtropical. As a result, grape varieties with long growing seasons ripen well here. Today, the region is experiencing a period of revitalisation. Local varieties are being revived, including Tsitska, Tsolikouri, Krakhuna, Otskhanuri Sapere and Dzelshavi, grapes that have long held a special place in Georgian viticulture.
Traditionally, in most small family-run wineries, winemaking is a multi-generational effort, and the emotions of each generation are often vividly reflected in the wine itself. That’s why these wines are best tasted and appreciated in the very place they were made. Pearl of Imereti is one such winery, located in the village of Kvaliti, in the Zestaponi district of Imereti. With a history spanning more than a century, it is where Malkhaz Gabrichidze and his wife Nana Skhulukhia produce distinctive wines from traditional Imeretian grape varieties.
The Gabrichidzes are said to have been renowned winemakers, known for their exceptional wines. That tradition continues today in their century-old marani (wine cellar) in Kvaliti, where wine still ferments in qvevri. In Kvaliti village, the family cultivates Tsitska, Tsolikouri, Krakhuna and Otskhanuri grapes on nearly nine hectares of land . They also grow Ojaleshi (Megrelian variety) both in Kvaliti and in Samegrelo.
Besides wine production, the winery also welcomes local and international visitors, offering them the chance to take part in grape harvesting and winemaking, and to learn about the unique traditions of Georgian wine production.
The winery grounds are expanding, and in the near future, a hotel and a wine museum will be established here, making Pearl of Imereti even more appealing and engaging. Malkhazi and Nana plan to gather historical artifacts found in Imereti for the museum, allowing visitors to explore the region’s history and ethnocultural heritage. The hotel’s comfortable atmosphere and well-equipped facilities will provide the perfect setting for a relaxing stay.
Since 2018, the winery has been revived, and its wines have already won awards at several international festivals.

ბრწყინვალე სამეული / Brilliant Trio
ღვინო დამზადებულია სამი ჯიშისგან – კრახუნა, ციცქა, ცოლიკოური, იმერული მეთოდით. კრახუნას ძლიერ არომატისა და სტრუქტურას კარგად აბალანსებს, სინაზით აჯერებს და ახალისებს ციცქა და ცოლიკოური. ღვინო იშვიათი არომატებითა და საინტერესო გემური თვისებებით გამოირჩევა.
This wine is crafted using three grape varieties: Krakhuna, Tsitska and Tsolikouri, following the traditional Imeretian method. The powerful aroma and structure of Krakhuna are beautifully balanced and brightened by the delicate freshness of Tsitska and Tsolikouri. The result is a wine distinguished by rare aromas and an intriguing flavour profile.
შაშვის ცრემლები/ Blackbird’s Tears
ეს მუქი ლალისფერი ღვინო ოცხანური საფერესგან არის დამზადებული. დაყენებულია სრულ ჭაჭაზე 1 თვის განმავლობაში, შემდეგ დავარგებულია ქვევრში.
This deep ruby wine is crafted from Otskhanuri Sapere. It undergoes fermentation with full skin contact for one month before being aged in qvevri.
გაზაფხული / Spring
ციცქასა და რქაწითელის ჯიშების ტანდემი საინტერესო გემური თვისებებისა და არომატების ღვინოს ქმნის, რომელშიც ერთმანეთს კარგად ერწყმის ციცქას მაღალი მჟავიანობა და რქაწითელის სიტკბო. ღვინო დაყენებულია ევროპული ტექნოლოგიით.
A blend of Tsitska and Rkatsiteli grapes create a wine with intriguing flavour characteristics and aromas, where the bright acidity of Tsitska harmonises perfectly with the sweetness of Rkatsiteli. This wine is made usingEuropean winemaking techniques.

ალერსი / Alersi
ციცქას ჯიშის ყურძნისგან ევროპული მეთოდით დაყენებული ეს ღვინო ცოცხალი და სასიამოვნო არომატებით ხასიათდება.
Produced from Tsitska grapes using European winemaking techniques, this wine is vibrant and distinguished by its fresh, appealing aromas.
ცოლიკოური / Tsolikouri
ღია ჩალისფერი შეფერილობის ეს ღვინო, რომელსაც გარგრის, ატმისა და აკაციის ტონები აქვს, ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისგან არის დაყენებული იმერული ტექნოლოგიით.
This pale straw-coloured wine, characterised by notes of pear, apricot and acacia, is made from Tsolikouri grapes using the traditional Imeretian method.
არქიული / Arkiuli
ციცქასა და კრახუნას ჯიშების ტანდემი საინტერესო გემურ თვისებებსა და არომატებს სძენს ევროპული ტექნოლოგიით დამზადებულ ამ ღვინოს. არქიული ციცქას მაღალ მჟავიანობასა და კრახუნას სიძლიერეს აერთიანებს. ღვინოში გამოკვეთილია მწვანე ვაშლის, ბანანისა და კომშის ტონები.
A blend of Tsitska and Krakhuna grapes gives this wine, made using European techniques, an intriguing flavour and aromatic qualities. Arkiuli combines Tsitska’s high acidity with Krakhuna’s strength. Notes of green apple, banana and quince are clearly expressed in the wine.